პომიდორი და მისი სასარგებლო თვისებები

წითელი პომიდორი
სარჩევი

პომიდვრის წარმოშობის ადგილი სამხრეთ ამერიკის ანდებია, სადაც ახლა პერუ, ბოლივია და ეკვატორია განლაგებული.

თავის დროზე, პომიდორი ველურ პირობებში იზრდებოდა, სანამ ინკები და აცტეკები მისი გემოს შესახებ გაიგებდნენ.

ჩვენთვის ის არის პომიდორი, ზოგჯერ კი პამიდორი, მაგრამ აცტეკები ამ ხილს სახელის დამახინჯების გარეშე “xltomatl”-ს უწოდებდნენ, რაც ამგვარად ითარგმნება – “გათქვირული ხილი ჭიპით”. როგორც ხედავთ, ამ ხალხს ფანტაზია ნამდვილად არ აკლდა.

პომიდვრის გამოყენების ყველაზე ადრეული ჩანაწერები ზუსტად აცტეკების ისტორიაში ფიქსირდება. პომიდორს დიდი როლი ჰქონდა კულინარიაში. ასევე, ის ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა ახალდაქორწინებულთათვის. მზითევის ფუნქციის შეთავსებას თავისი მიზეზი აქვს – აცტეკების რწმენით, პომიდორი ფერტილურობას ზრდიდა. შეიძლება ამაში არის სიმართლის მარცვალი, რადგან აცტეკების რაოდენობა იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო, დაახლოებით 6 მილიონი.

მე-16 საუკუნის დასაწყისში, მონტესუმაში ჩასული ესპანელი კონკისტადორები, სხვა ბევრ რამესთან ერთად, წითელი, ელვარე მცენარითაც მოიხიბლნენ. სამხრეთ ამერიკიდან თესლები ესპანეთში მოხვდა, მაგრამ ევროპელები თავიდან და შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში, სკეპტიკურად უყურებდნენ პომიდვრის გასტრონომიულ შესაძლებლობებს და მას მხოლოდ როგორც დეკორატიულ მცენარეს ისე იყენებდნენ.

ბევრი საუკუნის შემდეგ, დღეს, პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია და მას მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში მოიხმარენ.

პომიდორი ხილია თუ ბოსტნეული

ალბათ, ყველას ოდესღაც გვასწავლეს, რომ პომიდორი ბოსტნეულია, მაგრამ მეცნიერულად ეს ასე არ არის.

ორგანული პომიდორი

ხილისა და ბოსტნეულის ბოტანიკური კლასიფიკაცია ასეთია: 

ხილი წარმოიქმნება ყვავილისგან, აქვს თესლი და ჩართულია მცენარის/ხის რეპროდუქციულ პროცესში. ამ ლოგიკით პომიდორი, გოგრა, კიტრი, წიწაკა და  ლობიო ყველაფერი ხილია.

ბოსტნეული კი არის მცენარის ფესვები, ღეროები, ფოთლები ან სხვა ნაწილები, რაც იჭმევა. მაგალითად, ასეთებია: ისპანახი, სალათის ფოთოლი, სტაფილო, ჭარხალი და ნიახური.

კულინარიული თვალსაზრისით, პომიდორი ბოსტნეულია. კულინარიაში პომიდორს ჩვეულებრივ იყენებენ ცალკე, ან სხვა “ნამდვილ” ბოსტნეულთან ერთად სუნელებიან, ცხარე, არომატულ კერძებში. შედეგად, მათ მოიპოვეს ბოსტნეულის რეპუტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად პომიდორი ხილია.

ამ გარჩევას დიდი ისტორია აქვს და ერთ დროს ამერიკის სასამართლოსაც კი მოუწია საქმეში ჩართვა. 

1893 წელს, სასამართლო გარჩევა წამოიწყო პომიდვრის იმპორტიორმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს პროდუქტი უნდა ჩაითვალოს ხილად. მისი მთელი მოტივაცია იყო, რომ თავიდან აეცილებინა ბოსტნეულის შემოტანაზე დაწესებული მაღალი გადასახადი. 

იმპორტიორის სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი და ბოტანიკის არგუმენტები და მეცნიერული კატეგორიზაციის ნაცვლად, კლასიფიცირდა როგორც ბოსტნეული. 

რეალურად, როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის კატეგორიაში გაყვანა არ არის ტრაგედია და ორივე დასაშვებია.

პომიდვრის სარგებელი

პომიდორში დიდი რაოდენობით არის ანტიოქსიდანტი ლიკოპენი, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ბევრ სარგებელთან, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გულის დაავადებებისა და კიბოს რისკის შემცირება.

ფერმის პომიდორი

ეს ინფორმაცია სრულებით საკმარისია, რომ პომიდორი სასარგებლო პროდუქტად იყოს მიჩნეული, მაგრამ გარდა ამისა, მასში უამრავი ვიტამინია: C, K, კალიუმი, ფოლიუმი და ა.შ.

ვიტამინი C  აუცილებელი ნუტრიენტი და ანტიოქსიდანტია. ერთი საშუალო ზომის პომიდორი ადამიანს C ვიტამინის ყოველდღიური მოსახმარებელი დოზის დაახლოებით 28%-ით უზრუნველყოფს.

კალიუმი სასარგებლოა არტერიული წნევის კონტროლისა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ვიტამინი K1, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფილოქინონი, მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9), B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, მნიშვნელოვანია ქსოვილების ნორმალური ზრდისა და უჯრედების ფუნქციონირებისთვის. ეს განსაკუთრებით საჭიროა ორსული ქალებისთვის.

ამ პროდუქტის შემადგენლობის 95% წყალია და დანარჩენ 5%-ს ნახშირწყლები და საკვები ბოჭკო ინაწილებს.

საკვები ნივთიერებები(ნუტრიენტები) პატარა (100 გრამიან) უმ პომიდორში:

წყალი: 95%

ცილა: 0,9გრ

ნახშირწყლები: 3,9 გრამი

შაქარი: 2,6 გრამი

ბოჭკო: 1,2 გრამი

ცხიმი: 0,2 გრამი

პომიდვრის კალორიულობა

100 გრამ პომიდორში მხოლოდ 18 კალორიაა. ასე რომ, ვისაც წონის საკითხი გაღელვებთ და გაინტერესებთ პომიდორი ასუქებს, თუ არა – გეტყვით, რომ არა. ეს პროდუქტი თქვენი ნებისმიერი დიეტისთვის იდეალურია.

პომიდორი სამკურნალოდ

გულის დაავადება – მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი – სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში.

პომიდორი სამკურნალოდ

საშუალო ასაკის მამაკაცებში ჩატარებულმა კვლევამ სისხლში ლიკოპენისა და ბეტა-კაროტინის დაბალი დონე გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკთან დააკავშირა.

ბევრი კლინიკური შედეგი გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ლიკოპენის გაზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქოლესტერინის შემცირებას.

უკვე ვახსენეთ, რომ პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს ლიკოპენს და პირდაპირ კავშირშია ამ მძიმე დაავადების რისკის შემცირებასთან.

პომიდვრის პროდუქტების კლინიკური კვლევები მიუთითებს ანთების საწინააღმდეგოდ და ოქსიდაციური სტრესის მარკერებზე. 

მათ ასევე აქვთ დამცავი ეფექტი სისხლძარღვების შიდა ფენაზე და შესაძლოა შეამცირონ სისხლის შედედების რისკი.

პომიდორი კანის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

პომიდორზე დაფუძნებულმა საკვებმა, რომელიც მდიდარია ლიკოპენით და სხვა მცენარეული ნაერთებით, დიდია შანსი დაგვიცვას მზის დამწვრობისგან.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც 10 კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებენ 40 გრამი ტომატის პასტას და  ზეითუნის, განიცდიან 40% -ით ნაკლებ დამწვრობას.

პომიდორი და დიაბეტი

არსებობს არასწორი წარმოდგენა, თითქოს პომიდორში ძალიან ბევრი შაქარია. სტაფილო კიდევ ერთი ბოსტნეულია, რომელსაც მსგავსი რეპუტაცია აქვს. არც პომიდორი და არც სტაფილო არ შეიცავს ბევრ შაქარს.

პომიდორი დიაბეტის დროს

დიაბეტის დროს კვების დაგეგმვისას, პომიდორი, ისევე როგორც სტაფილო, ითვლება უსახამებლო ბოსტნეულად. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად წარმოქმნილი შაქრის რაოდენობა ულუფაში მინიმალურია. 

დიაბეტურ დიეტაში უსახამებლო ბოსტნეულის პორცია დაახლოებით 60-70 გრამია. ეს მოხარშულის შემთხვევაში. ხოლო უმის პირობებში 130-140 გრამი. ორივე შეიცავს 2 გრამ შაქარს და 4 გრამ ნახშირწყლებს.

მაგალითად რომ მოვიყვანოთ ხილი და სახამებლიანი ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი, სიმინდი, ბარდა და ლობიო – ხილის ან სახამებლის შემცველი ბოსტნეულის პორცია, როგორიცაა პატარა ვაშლი ან 100 გრამი ლობიო, შეიცავს დაახლოებით 2-დან 15 გრამ შაქარს და 15 გრამ მთლიან ნახშირწყლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსახამებლო ბოსტნეული, როგორიცაა პომიდორი, შეიცავს ნაკლებ შაქარს და ნახშირწყლებს და ბევრად სასარგებლოა.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების გლუკოზის დონეზე გავლენას ახდენს საკვებში ნახშირწყლების რაოდენობა. ვინაიდან, პომიდორი დიდი რაოდენობით არ შეიცავს ნახშირწყლებსა და შაქარს, არის B ვიტამინების შესანიშნავი წყარო, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინები A, C, E და K, ის იდეალური ვარიანტია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ყველა ფორმის, გემოსა და ფერის უსახამებლო ბოსტნეული რაციონის მნიშვნელოვანია ნაწილია როგორც  დიაბეტის მქონე, ასევე ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

ყველა ამ სიკეთესთან ერთად ასევე აღსანიშნია, რომ პომიდორი გასტრიტის დროს არაა რეკომენდებული და ადამიანები უნდა მოერიდონ მის მიღებას.

პომიდვრის სახეობები

პომიდორი არსებობს საადრეო, საშუალო, საგვიანო და გარდამავალი. დაყოფა დამოკიდებულია ნაყოფის მომწიფებასა და რიგ ფაქტორებზე.

პომიდორი თუ პამიდორი

საადრეო ჯიშები ნაყოფს 50-60 დღის შემდეგ გვაძლევენ. საშუალო პერიოდის დარგვიდან 65- 75 დღის შემდეგ. საგვიანო – აღმოცენებიდან 120-125-ე დღეზე.

ცნობილ სახეობებში შედის ამერიკული ყვითელი, ანჯელა გიგანტი, ერმაკი, ფალკონი, ვოლგოგრადსკი, პომიდორი ჩერი.

ჩერი პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. მასში ასევე დიდი რაოდენობითაა ასე ხშირად ნახსენები ლიკოპენი. ჩერი პომიდორი  უხვად შეიცავს B და K ჯგუფის ვიტამინებს. საერთო ჯამში ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს.

გვაქვს არაერთი ჯიშის ქართული პომიდორი და ჩვენთან ერთ-ერთი გამორჩეულია ვარდისფერი ჭოპორტულა. მისი ბუჩქი საშუალოზე დიდი ზომისაა. ნაყოფი მომრგვალო-მობრტყო ფორმისაა და სიმაღლე დაახლოებით 8 სანტიმეტრია. მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, რის გამოც ის  ტიპური სასალათე ჯიშია.

არსებობს სხვა ტიპები: საადრეო, კოლხიდელი, არაგვი, ხარისგულა პომიდორი და ა.შ.

ბიომეურნეობა “იორლენდი” აქცენტს სწორედ ორგანულად სუფთა საკვებ პროდუქტებზე აკეთებს  და უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება იორლენდში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის შეძენა.

როგორც უკვე მიმოვიხილეთ, პომიდორს დიდი ისტორია აქვს და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პროდუქტია. გავარკვიეთ ისიც, რომ მეცნიერულად ხილია, კულინარიულად კი ბოსტნეული. რამდენადაც მრავალფუნქციურია ეს პროდუქტი, იმდენადვე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჯანსაღი კვების რაციონში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.