ხილის და ბოსტნეულის შენახვის პირობები
ხილისა და ბოსტნეულის შესანახად რაიმე საერთო სტანდარტი არ არსებობს. ყველა პროდუქტს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. მაგალითად, კიტრის ადგილი მაცივარშია, მაგრამ პომიდვრის პირვანდელი გემო რომ არ დავკარგოთ, უმჯობესია, თუ მას თაროზე მოვათავსებთ. აქ მოცემული მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები სახლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

ჭარხლის შენახვა შესაძლებელია მაცივარში, გაურეცხავ მდგომარეობაში რათა ჭარბი ტენიანობის გამო მალე არ გაფუჭდეს. ჭარხლის მაცივარში შენახვამდე უმჯობესია თუ მოაცლით მოგრძო ღეროებს და დაუტოვებთ მხოლოდ 4-5 სმ ზომამდე. ასევე შეგიძლიათ ღეროების გადაჭრის შემდგომ გამოიყენოთ ფოთლებიც, რომელის შენახვაც რეკომენდებულია ჰერმეტულ კონტეინერში

ყაბაყის შენახვა მაცივარში შესაძლებელია ერთიდან ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში. მოათავსეთ იგი ცელოფნის ან ქაღალდის პარკში, გაურეცხავ და მშრალ მდგომარეობაში, ისე რომ პარკს თავი არ მოუკრათ, რათა ჰაერის ცირკულაციის მეშვეობით მოდხეს ყაბაყის სტრუქტურისა და ბუნებრივი თვისებების სიახლის შენარჩუნება.

საუკეთესო ადგილი წიწაკის შესანახად რათა მან არ დაკარგოს სიახლე და გემოვნური თვისებები მაცივარია, ოპტიმალური ტემპერატურა კი 4-5 გრადუსი. უბრალოდ გაურეცხავ მდგომარეობაში მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში ან ცელოფნის პარკში და შეინახეთ მაცივრის ბოსტნეულის უჯრაში.

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთისგან გამოვაცალკევოთ ბულგარული წიწაკის მოუმწიფებელი ნაყოფი მომწიფებულისგან, რადგან მაცივრის გარეშე შენახვის პირობები განსხვავებულია. მოუმწიფებელი ბულგარული წიწაკის შენახვა უმჯობესია 10-12 გრადუსზე და 90% ტენიანობის პირობებში სარდაფში ან ნებისმიერ გრილ ადგილზე, ხოლო მომწიფებულის 1-2 გრადუსზე 90% ტენიანობით.

სტაფილოს შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე მოაშორეთ მომწვანო ზედა ნაწილი რათა არ მოხდეს ტენიანობისა და საკვები ნივთიერებების სტაფილოს ძირითადი ნაწილიდან ამ ნაწილისკენ გადანაცვლება, რამაც შესაძლოა გამოაშროს სტაფილო. შეინახეთ მაცივარში გაურეცხავ და გაუთლელ მდგომარეობაში. გამოყენებამდე გარეცხვის შემდეგ თუ სტაფილო დარბილდა

ბადრიჯნის შენახვა შესაძლებელია როგორც მაცივარში ასევე მის გარეშე, თუმცა თუკი გადავწყვეტთ რომ ბადრიჯანი შევინახოთ მაცივრის გარეშე მნიშვნელოვანია რომ შევქმნათ შესაბამისი პირობები. ბადრიჯანი უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს და განვათავსოთ ისეთ ადგილზე სადაც გრილი ტემპერატურაა. სარდაფები, გარაჟები და ნებისმიერი ადგილი

იმისათვის რომ მწვანილი გამოიყურებოდეს ცოცხლად და შეინარჩუნოს ბუნებრივი თვისებები დიდი ხნის განმავლობაში, საჭიროა რომ შეძენის შემდეგ სახლში მისვლისთანავე მწვანილი გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვაშოროთ მავნე ბაქტერიები და ჭუჭყი. შემდეგ კარგად გავაშროთ საწურის მეშვეობით ან გავშალოთ ჭურჭლის პირსახოცზე, რათა მოვაცილოთ

იმისათვის, რომ მწვანე ლობიომ დიდ ხანს შეინარჩუნოს გემოვნური თვისებები უმჯობესია შევინახოთ ბნელ ადგილას, ვაკუუმში, რადგან ჟანგბადმა შესაძლოა გამოიწვიოს ლობიოს სწრაფად გაფუჭება, ხოლო სინათლე აკარგვინებს პროდუქტს სიხასხასეს. მწვანე ლობიოს შენახვა უმჯობესია მაცივარში მშრალ და სუფთა კონტეინერში.

სასურველია კიტრი შეინახოთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში, რათა არ გამოშრეს და დაკარგოს ტექსტურა. აუცილებელია, რომ შენახვამდე, კიტრი იყოს მშრალი, ამიტომ პროდუქტი გარეცხეთ უშუალოდ გამოყენების წინ. საუკეთესო ადგილი კიტრის შესანახად არის მაცივრის კარი ან ბოსტნეულის განყოფილება მაცივარში. უმჯობესია კიტრი შეინახოთ ცალკე

იმისათვის რომ პომიდორმა შეინარჩუნოს თავისი გემოვნური თვისებები და ტექსტურა, უმჯობესია არ შევინახოთ მაცივარში. არასდროს შეინახოთ პამიდორი უჰაერო, დახურულ ჭურჭელში ან ცელოფანში, პომიდვრის შენახვა უმჯობესია გრილ მშრალ ადგილას, განთავსებული ყუნწით ზედაპირისკენ. თუმცა, როდესაც პომიდორი კარგად არის დამწიფებული, თქვენ კი მის

შეინახეთ გრილ, ბნელ, მშრალ ადგილას ყლორტების გაჩენის ასარიდებლად. არ შეინახოთ მაცივარში და არ გარეცხოთ შენახვამდე. კარტოფილს სჭირდება ჰაერი, რათა არ დაგროვდეს ტენიანობა და გააფუჭოს პროდუქტი, ამიტომ შეინახეთ ის ღია თასში, კალათაში ან ქაღალდის ჩანთაში. ნუ შეინახავთ კარტოფილს დახურულ ჭურჭელში