მთელ მსოფლიოში სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია. თქვენ შეგიძლიათ მიირთავ როგორც უმი სტაფილო, ასევე სუბსტანციისა და სპეციფიკური გემოს გამო ეს ბოსტნეული ბევრი კერძისთვის მშვენიერი დანამატია. ხრაშუნა ტექსტურა რაღაც განსხვავებულსა და გემრიელს მატებს სალათებს, ხორციან კერძებს, პასტასა და ბევრ სხვა კულინარიულ ქმნილებას. სტაფილო ბავშვებში ძალიან გამორჩეული პროდუქტია და მოზარდებს განსაკუთრებით უყვართ ეს ბოსტნეული.
მას გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება, β-კაროტინი (ბეტა კაროტინი), დიეტური ბოჭკოები, ანტიოქსიდანტები, მინერალები. ბოსტნეული ძალიან “მოქნილია” მრავალი სხვადასხვანაირი გადამუშავების მიმართ და ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რითაც განსხვავდება სხვა ბოსტნეულებისგან არის ის, რომ მას აქვს უნარი, თუნდაც თვეების განმავლობაში მაცივარში, ან ჩვეულებრივ პირობებში საიმედო შენახვის შემდეგ, არ გაფუჭდეს და ყველას შეეძლოს მისი ჭამა. სწორედ ამიტომ იგი ჯანსაღი კვების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ამ ყველაფერმა მყისიერად გახადა პოპულარული პროდუქტი და დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, მას შემდეგ, რაც დატოვა წარმოშობის ადგილი – დღევანდელი ირანისა და ავღანეთის ტერიტორია.
ველური სტაფილო იყო თეთრი, მაგრამ დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაახლოებით 5000 წლის წინ პირველად “მოიშინაურეს” ეს ბოსტნეული, შეიცვალა ფერი და გახდა ვარდისფერი, ზოგჯერ ყვითელი. მოშინაურებული სტაფილო მოგვიანებით გაიყო ორ ძირითად კლასად: აზიურ ჯგუფად, რომელიც ჰიმალაის გარშემო იყო კულტივირებული და დასავლური ჯგუფი – ის ძირითადად იზრდებოდა ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში.
დასავლურ ჯგუფში ყვითელი სტაფილო ნელ-ნელა მუტაციას განიცდიდა.
საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კონტინენტებზე მოგზაურობისას უამრავმა ბოტანიკოსმა მოახერხა ძველი სტაფილოს შემადგენლობის, გარეგნობის, გემოსა და ზომის გაუმჯობესება და ასე დაიწყო თანამედროვე ფორთოხლისფერი ბოსტნეულის წარმოება, რომელიც პირველად მე-17 საუკუნეში ნიდერლანდებში გამოჩნდა.
ძველად სტაფილოს იყენებდნენ ქუდების, კაბებისა და ქურთუკების გასაფორმებლად. ეს ბოსტნეული უაღრესად მრავალმხრივია, უგემრიელესი, უმი სტაფილო, ან მოხარშული მრავალი რეცეპტის განუყოფელი ნაწილია. ამერიკაში ძალიან პოპულარულია სტაფილოს ნამცხვარი; ინდოეთში მას იყენებენ უგემრიელესი ფაფის მსგავსი დესერტის მოსამზადებლად. სტაფილო ასევე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბევრ ებრაულ რეცეპტში, როგორიცაა Tzimmes – ტკბილი ჩაშუშული, რომელიც ჩვეულებრივ ფორთოხლის ფერისაა. ის იყო საფრანგეთის მრავალი სასტუმროს მენიუში, როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის განკურნების მეთოდი.
რა ვიტამინებს შეიცავს სტაფილო
სტაფილო A ვიტამინის, კალიუმის და ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა. მათ შორის არის ბეტა კაროტინი, კაროტინოიდის სახეობა. ეს არის საკვები ნივთიერება, რომელიც ამ ბოსტნეულს ნარინჯისფერს ხდის და გარდა ამისა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება A ვიტამინად. ასევე სტაფილო ნახშირწყლებით მდიდარ საკვებთაგან ერთ-ერთია.
დამატებით სტაფილო შეიცავს:
- ვიტამინი C
- კალციუმი
- რკინა
- ბიოტინი
- ვიტამინი K1
- კალიუმი
- ვიტამინი B6
- ლუტეინი
A ვიტამინი აუცილებელია როდოფსინის სინთეზისთვის. როდოფსინი არის პიგმენტი ჩვენს თვალში, რომელიც აქტიურდება დაბალი განათების პირობებში და გვეხმარება, რომ უკეთ დავინახოთ. თუ ადამიანს აქვს A ვიტამინის დეფიციტი, მას უვითარდება ღამის სიბრმავე. სტაფილოს მიღება გამოასწორებს ამ პრობლემას და გააუმჯობესებს ღამის ხედვას, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი ჯანსაღი ადამიანის დონემდე – ის არ იძლევა სიბნელეში იდეალურ, სხვებისაგან გამორჩეულ მხედველობას.
გარდა ამისა, რქოვანა (თვალის წინა ნაწილი) შეიძლება მთლიანად გაქრეს, თუ ორგანიზმი არ მიიღებს საკმარის A ვიტამინს. ყოველწლიურად დაახლოებით 250,000-დან 500,000-მდე ბავშვი ბრმავდება A ვიტამინის დეფიციტის შედეგად. ისეთ ადგილები, როგორიცაა ნეპალი და ინდოეთი, სადაც საკვები რაციონი A ვიტამინის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ვიტამინის, ან ბეტა-კაროტინის დანამატები აუმჯობესებს ღამის ხედვას.
დიდი ხანი არსებობდა არასწორი წარმოდგენა, რომ დიდი რაოდენობით სტაფილოს მიღება ადამიანის მხედველობას ბევრად იდეალურს ხდიდა.
ეს მითი ბრიტანელების მიერაა შექმნილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ბრიტანეთი ღამის რეიდების დროს ბომბდამშენების აღმოსაჩენად ახალ დახვეწილ რადარს იყენებდა. მათ არ უნდოდათ, რომ გერმანელებს ამ თანამედროვე რადარების შესახებ სცოდნოდათ. ამიტომ, გამოაქვეყნეს პრესრელიზები, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანელი მფრინავები უამრავ სტაფილოს ჭამდნენ, რათა განსაკუთრებული ღამის ხედვა ჰქონოდათ.
ამან შეცდომაში შეიყვანა ბრიტანეთის საზოგადოება, ისევე როგორც გერმანიის უმაღლესი სარდლობა. ახლა შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ პილოტებს ნაბრძანები ჰქონდათ ხშირად გამოჩენილიყვნენ საზოგადოებაში სტაფილოთი, რათა ეს მითი კიდე უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.
სტაფილო ბავშვებში
სტაფილო ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ვიტამინები, საკვები ბოჭკოები და ანტიოქსიდანტები მოზარდისთვის განსაკუთრებით აუცილებელია. საკვები ნივთიერებების გარდა, მათი ტკბილი გემო და ხრაშუნა ტექსტურა სტაფილოს ფავორიტ ბოსტნეულად აქცევს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.
ამის დასტურად გამოდგება უახლესი კვლევა.
ცნობილია, რომ ბავშვები არ არიან დიდად ბოსტნეულის მოყვარულები, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ასეთი პრეფერენციები შეიძლება დაბადებამდეც კი განისაზღვროს.
ჟურნალ Psychological Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ნაყოფი უფრო ბედნიერი და ღიმილიანი სახითაა, როდესაც დედა სტაფილოს ჭამს და უფრო მეტად დაღვრემილი და მომტირალია, როცა მშობელი კომბოსტოს მიირთმევს.
სტაფილო სამკურნალოდ
სტაფილო მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის ჯანმრთელობას. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს სხვადასხვა დაავადებებისა და დაზიანებისგან. მათ შორსაა კიბო, გულის დაავადება.
კაროტინოიდები სხეულს იცავს რამდენიმე სახის კიბოსგან. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბეტა კაროტინით მდიდარი დიეტა მამაკაცებში ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. სხვა კვლევა ცხადყოფს, რომ მცენარეული ნაერთი ლუტეინი, რომელიც გვხვდება სტაფილოში, მსხვილი ნაწლავის კიბოს საწინააღმდეგოდ მუშაობს.
ასევე, A ვიტამინის მიღება ხელს უშლის კუჭის კიბოს წარმოქმნას. ზოგადად სტაფილო კუჭისთვის მშვენიერი ბოსტნეულია. ის შეჰყავთ კვების რაციონში, როცა კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაცია სურთ.
სტაფილოს წვენი სავსეა ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ვიტამინებით, რის გამოც ბუნებრივად აძლიერებს იმუნიტეტს. ასევე სტაფილო მდიდარია პექტინებით, რაც ორგანიზმს ეხმარება ქოლესტერინის დონის დაბალანსებაში.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ ავტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა ჰაშიმოტო, ჰიპოთირეოზი და სხვები, მათთვის კარგია უმი სტაფილო, მაგრამ კიდე უკეთესია სტაფილოს წვენი, რაც აჩქარებს ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების შეწოვას.
სტაფილოს კალორიულობა
1 ცალი საშუალო ზომის დაახლოებით 50-60 გრამი სტაფილო 23 კალორიას შეიცავს.
კალორიების გარდა:
მთლიანი ცხიმი: 0 გ
ქოლესტერინი: 0 მგ
ნატრიუმი: 38 მგ
სულ ნახშირწყლები: 5გრ
დიეტური ბოჭკოვანი: 2 გ
შაქარი: 3 გ
ცილა: 1 გ
ვინაიდან სტაფილოს კალორიულობა დაბალია, ის იდეალურია წონის კლებისთვის.
შეხსენება: სხვა პროდუქტების კალორიულობის ნახვა შესაძლებელია კალორიულობის ცხრილში.
სტაფილო უზმოზე
სტაფილო და სტაფილოს წვენი დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ, თუმცა მისი დილის საათებში უზმოზე მიღება უკეთესი არჩევანია.
ორგანიზმი ცარიელ კუჭზე სწრაფად აითვისებს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას. სტაფილოს როცა სხვა საკვებთან ერთად იღებთ, შესაძლებელია ნუტრიენტები შედარებით ნელა შეიწოვოს ორგანიზმმა.
ასე რომ, სტაფილო უზმოზე იდეალური გადაწყვეტილებაა. მიირთვით დილას ამ ბოსტნეულის წვენი და მთელი დღე თქვენი სხეული მსუქუბი და ენერგიული იქნება.
სტაფილოს უკუჩვენება
მიუხედავად იმისა, რომ სტაფილო დაბალკალორიულია და სავსეა მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით, ძალიან დიდი რაოდენობით ჭამამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. არის იმის რისკი, რომ ადამიანს კანი გაუყვითლდეს და მას მუცლის ტკივილი განუვითარდეს. ეს სტანდარტული ყაბზობის დიაგნოზია, რაც არაა სერიოზული გართულება.
მაგრამ რეალურად ნაკლებად სავარაუდოა ეს ბოსტნეუი იმდენი ჭამოთ, რაც შემდეგ გამოიწვევს რაიმე სერიოზულ გართულებას.
გაითვალისწინეთ: სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების დროს.
დასასრულს შეგვიძლია იმაზე შევჯერდეთ, რომ ეს ბოსტნეული არის იდეალური პროდუქტი, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ის არის საკმაოდ ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ ჭამოთ როგორც უმი სტაფილო, ასევე დაუმატოთ სხვადასხვა სახის კერძებს. რაც მთავარია, სავსეა უამრავი სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის დაუღალავად შრომობენ. უახლოეს მომავალში კი შესაძლებელი იქნება ბიომეურნეობა “იორლენდში” შეიძინოთ ნატურალურად სუფთა, დანამატების გარეშე წარმოებული პროდუქტი.