საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Price range: 16,00 ₾ through 30,00 ₾

„იორლენდის“ თაფლი სრულად ბიო გარემოში იწარმოება. საფუტკრის გარშემო რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არ გამოიყენება ქიმიური შეწამვლის საშუალებები, ტერიტორია კი ყორუღლის აღკვეთილს ესაზღვრება. ეს პირობები ფუტკარს საშუალებას აძლევს, ნექტარი სუფთა და მაქსიმალურად ხელუხლებელი არეალიდან შეაგროვოს.

მის გემოსა და არომატს ძირითადად ხეხილისა და ტყის ყვავილები განსაზღვრავს. სწორედ მათი მრავალფეროვნება აძლევს თაფლს მსუბუქ, ნაზ სურნელს, რბილ სიტკბოსა და დაბალანსებულ გემოს.

რაოდენობა
რაოდენობა
მიწოდების დღეები:
  • კვირა - 01.11.2026
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ბიომეურნეობა „იორლენდში“ მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლის მიღებას არ ემსახურება. ფუტკარს მნიშვნელოვანი როლი აქვს ბიოწარმოების მთლიან ციკლში: ის ხელს უწყობს ხეხილისა და სხვა მცენარეების დამტვერვას, რაც მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე პირდაპირ აისახება.

ამასთან, ფუტკარი ადგილობრივი ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომ საფუტკრე „იორლენდის“ ბიომეურნეობის ორგანული ნაწილია, სადაც მცენარეები, ხეხილი, ტყე და მეფუტკრეობა ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული.

„იორლენდის“ თაფლი სწორედ ამ გარემოს შედეგია – ხეხილისა და ტყის ყვავილების ნექტრისგან შექმნილი მსუბუქი, არომატული და სუფთა პროდუქტი.

რომელ პროდუქტებს უხდება თაფლი?

„იორლენდის“ თაფლის მსუბუქი, ყვავილოვანი არომატი განსაკუთრებით კარგად ეწყობა იმ პროდუქტებს, რომლებიც თავადაც ბუნებრივი, სუფთა გემოთი გამოირჩევა. სწორედ ამიტომ მისი შეხამება შესაძლებელია როგორც ხილთან და ჩირთან, ისე ტრადიციულად მომზადებულ კერძებთან.

  • ყვითელი სიმინდის ფქვილი – მისგან გამომცხვარ თბილ მჭადთან თაფლი განსაკუთრებით კარგად ეწყობა;
  • თეთრი სიმინდის ფქვილი – კლასიკური მჭადი და თაფლი მარტივი და ნაცნობი ქართული შეხამებაა;
  • სეზონური ვაშლის მიქსი – თაფლი ვაშლის ბუნებრივ სიტკბოს კიდევ უფრო გამოკვეთს;
  • მსხალი – რბილი გემო და თაფლის მსუბუქი არომატი ერთმანეთთან ჰარმონიულად ეწყობა;
  • ატამი, გარგარი და ქლიავი – შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ახალ ხილთან, ისე მარტივ დესერტებში.
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

ნატურალური თაფლი
თაფლი
Price range: 16,00 ₾ through 30,00 ₾
რაოდენობა
რაოდენობა
მიწოდების დღეები:
  • კვირა - 01.11.2026