ლობიოს სასარგებლო თვისებები

ლობიო და მისი სასარგებლო თვისებები
სარჩევი

“ლურჯი ზონები” ეწოდება ისეთ ადგილებს, სადაც მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ასეთი რეგიონი სულ ხუთია – ოკინავა (იაპონია), სარდინია (იტალია), ნიკოა (კოსტა რიკა), ლომა ლინდა (აშშ) და იკარია (საბერძნეთი).

ეს გრაფა იმ ძირითად პრინციპებს გამოხატავს, რითაც ხელმძღვანელობენ ამ  5 საოცნებო ადგილას მცხოვრები ადამიანები. ვარჯიში და სწორი კვება, ბიოპროდუქტები, არანაირი თამბაქო, მინიმალური რაოდენობის სტრესი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ ჩამოთვლილებიდან მაინცდამაინც არაფერი გვიკვირს და ისიც ლოგიკურია, რომ ყველა ეს გეოგრაფიული წერტილი ზღვასა და მზიან ამინდს აერთიანებს.
ერთი რამ, რაც შეიძლება გაგვიკვირდეს – არის ლობიო.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დიაგრამა

ლურჯი ზონების მოსახლეობა  საშუალოდ 4 ჯერ მეტ ლობიოს და სხვა პარკოსნებს ჭამს, ვიდრე ამას დანარჩენ მსოფლიოში აკეთებენ.

ის არის ფუნდამენტური ინგრედიენტი  – “Garbanzo Beans” ბერძნულ ჰუმუსში, შავი ლობიო კოსტა რიკის სუპებში, სოიოს ტოფუ იაპონურ კერძებში და მწვანე ლობიო სარდინიის მკვიდრებისთვის და ა.შ.

პარკოსნები პირდაპირ კავშირშია ხანგრძლივ ცხოვრებასთან და ამას ბევრი მიზეზი აქვს: ისინი ბუნებრივად ხასიათდებიან დაბალი ცხიმის შემცველობთ; მდიდარია როგორც პროტეინებით, ასევე რთული ნახშირწყლებით, რაც აუცილებელია ენერგიის მუდმივი მიწოდებისთვის; ორგანიზმს ამარაგებენ უამრავი კარბოჰიდრატებით (ნახშირწყლის ტიპი, რომელსაც ორგანიზმი კარგად ვერ ამუშავებს), რაც ამცირებს არტერიულ წნევასა და “ცუდ” ქოლესტერინს.

შესაბამისად, თქვენი საყვარელი მწვანე ლობიო ნიგვზით, იმაზე სასარგებლო ყოფილა, ვიდრე აქამდე გეგონათ.

პარკოსნების და ლობიოს სარგებელი

მიკრობიომი არის მიკროორგანიზმების ერთობლიობა (როგორიცაა სოკოები, ბაქტერიები და ვირუსები), რომელიც არსებობს კონკრეტულ გარემოში.

ადამიანები ფაქტობრივად მიკრობიომები ვართ, რადგან ჩვენში 100 ტრილიონზე მეტი მიკრობია. ადამიანურ უჯრედებსა და მიკრობებს შორის თანაფარდობა ერთი ათზეა. მათი უმეტესობა ცხოვრობს ჩვენს ნაწლავში, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავში.

მიკრობიომში არსებული ბაქტერიები გვეხმარება საჭმლის მონელებაში; არეგულირებს ჩვენს იმუნურ სისტემას; გვიცავს იმ ბაქტერიებისგან, რომლებიც იწვევენ დაავადებას; გამოიმუშავებენ ვიტამინებს – მათ შორის B ვიტამინს, თიამინს; რიბოფლავინს და K ვიტამინს, რომელიც საჭიროა სისხლის კოაგულაციისთვის.

B12-ის ფორმირებისთვის აუცილებელი ძირითადი ფერმენტები გვხვდება მხოლოდ ბაქტერიებში და არა მცენარეებსა და ცხოველებში.

ასე რომ, ეს უამრავი ბაქტერია და ვირუსი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის დაუღალავად მუშაობენ. ლობიოს შემადგენლობა ისეთია, რომ პარკოსანი საუკეთესო საშუალებაა ჩვენი მიკრობიომის დასაცავად.

წითელი ლობიო

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად გასაგებია, თუ რატომაა მწვანე ლობიო პომიდვრით, ძალიან პოპულარული კერძი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ოკინავაში 100 წლის ადამიანები ყოველდღე მუშაობენ თავიანთ ბაღ-ბოსტნებში. მათი მრავალფეროვანი მცენარეებისა და ყვავილების რიგებში ადგილს პარკოსანიც იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყაბაყმა და პომიდორმა შეიძლება მშვენიერი მოსავალი მოგცეთ, ლობიო შესანიშნავია ბაღებისთვის და გარდა ამისა, ადვილი მოსავლელია. მაშინაც კი, თუ მათ მოსავალს არ იღებთ, ისინი მაინც გაძლევენ შედეგს, რადგან აზოტს აბრუნებენ მიწაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პარკოსანი იდეალურია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი სოფლის მეურნეობის ციკლს. ამდიდრებს  ნიადაგს და შემდეგი მოსავლისთვის ტოვებს საკვებ ნივთიერებებს.

ლობიოს კვებითი ღირებულება ხორცთან მიმართებით

დავიწყოთ ხორცის კვებითი შემადგენლობით.
ძროხის ხორცის ერთი პორცია (დაახლოებით 120 გრამი) შეიცავს:

კალორია: 265
ცილა: 21 გ
ცხიმი: 19 გ
დიეტური ნახშირწყლები: 0 გ
კარბოჰიდრატი: 0 გ
შაქარი: 0გრ

საქონლის ხორცს ასევე აქვს 12% DV (დღიური ღირებულება) რკინა, პლუს მცირე ოდენობით ფოსფორი, თუთია და ვიტამინები B3, B6 და B12.

ის ასევე გთავაზობთ ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება, მაგრამ ის თავისით ვერ გამოიმუშავებს.

1 ჭიქა წითელი ლობიო უზრუნველყოფს შემდეგ საკვებ ნივთიერებებს:

კალორია: 171
ცილა: 15 გ
ცხიმი: 1 გ
დიეტური ნახშირწყლები: 45 გ
კარბოჰიდრატი: 15 გ
შაქარი: 0გრ

მასში არის 20% DV რკინა, 74% ფოლიუმის მჟავა, 25% ფოსფორი, 21% მაგნიუმი და კალიუმი და 8% კალციუმი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პარკოსანი შეიცავს ოდნავ ნაკლებ ცილას, ვიდრე საქონლის ხორცი, მასში არის ბევრად მეტი ასე საჭირო კარბოჰიდრატები და მნიშვნელოვნად ნაკლები ცხიმი, ვიდრე საქონლის ხორცში. ეს ყველაფერი ქმნის ჯანსაღ, შემავსებელ, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხორცის ალტერნატივას. თუმცა, ის უნდა იყოს შერწყმული სხვა მცენარეულ საკვებთან, რათა როგანიზმს მიეწოდოს ხორცში არსებული ყველა ამინომჟავა.

ლობიოს ისტორია

ისრაელის მკვლევრებმა 10 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ ადგილზე აღმოაჩინეს ცერცვის თესლი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნეოლითის ეპოქის ადამიანები იყვნენ მსოფლიოში პირველი ფერმერები. მათი დიეტა შეიცავდა მარცვლეულის ფართო ასორტიმენტს, მაგრამ ცილისა და კარბოჰიდრატების ძირითადი წყარო იყო ცერცვი, ოსპი, ბარდა და ჰუმუსი.

პარკოსნის თესლის შენახვის მათეული მეთოდი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სამომავლოდ გეგმავდნენ ამ თესლის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებას. წარსულში ნედლი ლობიო იყო ერთ-ერთი ძირითადი საკვები. დღეს ისინი ადამიანის რაციონში ბრუნდებიან როგორც მომავლის პროდუქტი. გლობალური მოსახლეობის ზრდის ფონზე, ნუტრიენტებით მდიდარი პარკოსანი, რომლის მოყვანა და მოვლა ყველგანაა შესაძლებელი და თან მარტივია, მსოფლიოს ბევრ წერტილში მთავარი საკვები ხდება.

პარკი ლობიო

ცოტა უცნაური ისტორია გვხვდება ძველ რომში. გარდა საკვები მნიშვნელობისა, მას აქ სხვა დატვირთვაც ჰქონდა.

ძველმა რომაელებმა თავიანთი სახელები ჩვეულებრივ პარკოსნებს შეუსაბამეს: ლენტულუსი (Lentulus) იგივე ოსპი – Lentis, ფაბიუსი (Fabius) ცერცვი – Fava, პისო (Piso) ბარდა, ციცერონი (Chickpea – ჰუმუსი). რომაელი ლიდერები თვლიდნენ, რომ ეს ყოველდღიური საკვები განასახიერებს მოსახლეობის ზოგად მახასიათებლებს და ამ სახელების არჩევით ისინი დაამტკიცებდნენ, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოებრივი ინტერესები.

მე-16 საუკუნისთვის, მთელს მსოფლიოში გემებით მოგზაურობისას, ევროპელებმა დაიწყეს ეგზოტიკური საკვების გაცნობა, რომელიც მათ ახალმა სამყარომ შესთავაზა. მათ შორის იყო ჩვეულებრივი ლობიო. ასე ეწოდა მისი სამეცნიერო სახელის Phaseolus Vulgaris გამო. ახალი სამყაროს პარკოსანი მალე გახდა პოპულარული კულტურა ევროპაში, რადგან ის ძალიან მკვებავი, ადვილად მოსავლელი და შესანახი იყო. კვებითი ღირებულებისა და შენახვის სიმარტივის გამო, ისინი მეზღვაურების პირველად საკვებად იქცნენ.

როგორ ვუშველოთ შებერილობას

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვუყოთ შებერილობასა და მუცელში დაგროვილ აირებს, რომელსაც ეს ნაქები პარკოსანი გვიტოვებს. ის შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რომელთა მონელებაც ჩვენს ნაწლავებს უჭირს. შედეგად, ჩვენი კუჭის ბაქტერია ახდენს ამ ნახშირწყლების “ფერმენტაციას” და შემდეგ აწარმოებს აირს.

თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეამციროთ აირების რაოდენობა. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ბოსტნეულის დიდი ოდენობით მიყოლება. შემდეგ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ, რომ მიირთვათ ნიგვზიანი ლობიო, არ დაივიწყოთ ბოსტნეული და სასურველია მათი წილი მთელი საკვების 75% იყოს.

კარგი ვარიანტია სანელებლები, როგორიცაა კურკუმა, ჯანჯაფილი ან კამა. ისინი ასევე  კომპლექსურ გემოს ამატებენ ნებისმიერ კერძს. ასე რომ, win win სიტუაციაა – ლობიო სუნელებით, გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, დისკომფორტს თავიდან გვაცილებს.

როგორ მოვამზადოთ ლობიო

სხვადასხვა ტიპისთვის ბევრი განსხვავებული მეთოდი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ ასეთს შემოგთავაზებთ. ამოლესილი ლობიო მოსამზადებლად მარტივია და ამაში ახლავე დარწმუნდებით.

როგორ მოვამზადოთ ლობიო

ვადგამთ 1 კგ. მინდვრის ლობიოს. ველოდებით დაახლოებით 3-4 საათი, სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ იწყება მთავარი – შეურიეთ დაჭრილი ნიახური, ნიორი, წიწაკა და დაამატეთ დაფნის ფოთოლი. ჩააჭერით 2 თავი ხახვი. თუ გსურთ ზეთიანი ლობიო, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ ლობიო ტომატით, მოშუშვისას ზომიერად შეურიეთ ტომატი.  შემდეგ დანაყეთ 2 კბილ ნიორი, ხმელ ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი. ჩააჭერით ოხრახუში და  ცერეცო. მარილი მოაყარეთ და დაიწყეთ  ამოლესვა.

გახსოვდეთ, რომ ძალიან გემრიელია მჭადთან და მწნილთან ერთად. ასევე უხდება ბოლოკი, წიწმატი და სხვა მწვანილები.

რეალურად ძალიან ბევრი ლობიოს რეცეპტი არსებობს. ასევე შესაძლებელია თქვენი სურვილით სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება. ზემოთნახსენებ ჩაჭრა-შერევის პროცესში, ექსპრომტად რაღაცების დამატება არ მოგერიდოთ.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქოთნის ლობიო. ამ ჭურჭელში ბევრი კერძი გამოდის გემრიელი, მაგრამ მთავარი მაინც პარკოსანია.

თიხის ფორები წყლით იჟღინთება. გაცხელებისას ორთქლდება და ამის გამო კერძი ბევრად წვნიანი და რბილი ხდება.

როგორც უკვე მიმოვიხილეთ, ამ ხელმისაწვდომი პროდუქტის მომზადება/შენახვა ძალიან მარტივია. ეს პარკოსანი გამორჩეულად სასარგებლო პროდუქტია. მართალია, მხოლოდ მისი სისტემატიურად მიღება ვერ დაგვეხმარება, რომ ლურჯ ზონაში მაცხოვრებელი ადამიანების საშუალო ასაკს მივუახლოვდეთ, მაგრამ ამ ბლოგში ნახსენები ყველა დადებითი ეფექტი არც თქვენ მოგაკლდებათ და ჯანსაღი კვების რაციონს მეტად გაამრავალფეროვნებთ.

 

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.