11 ყველაზე დიეტური ხილი და კენკრა

დაბალკალორიული ხილი
სარჩევი

თუკი ჯანსაღი კვება თქვენი არჩევანია, ნატურალური ხილი აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაციონში, მით უფრო, რომ საქართველოში სეზონური ხილით მთელი წლის განმავლობაში განებივრებულები ვართ. მართალია, ბევრი ადამიანი, წონის მომატების შიშით, ხშირად გვერდს უვლის სოფლის პროდუქტით სავსე დახლებს, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან არსებობს  ხილი, რომელიც არ ასუქებს. აი, მაგალითად:

წითელი ვაშლი

ვაშლი

ენერგეტიკული ღირებულება 52 კკალ 100 გრ

ვაშლი დაბალკალორიული ხილია, მდიდარი უჯრედისებით, ორგანული მჟავებით, შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდსა და რკინას, ამასთან ერთად A, B1, B3, PP, C და სხვა ჯგუფის ვიტამინებს.

ვაშლის დღეები შესანიშნავი მიგნებაა წონაში კლებისათვის, ის შეიცავს დღიურად მისაღები მინერალებისა და ვიტამინების ფართო სპექტრს და უჯრედისების წყალობით, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ ხოლმე განტვირთვის დღეების ვაშლით მოწყობას მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ.

ვაშლში შესანიშნავი ხილია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მაგალითად, ცნობილია, რომ მასში შემავალი ორგანული მჟავები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესის შეჩერებას, ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. C და A ვიტამინი იცავს ორგანიზმს ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან, ამცირებს ონკოლოგიის რისკს. რკინა სრულად ხსნის ანემიის რისკს ორგანიზმში. B ვიტამინი ამშვიდებს ნერვულ სისტემას კალიუმი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და სხვა მრავალი.

ერთი შთამბეჭდავი ვაშლი წონით 223 გრამს, ხოლო კალორიულობით 116 გრამს არ აღემატება, რაც კიდევ ერთი დამატებით ბონუსია მოდიეტებისათვის.

მწიფე ატამი

ატამი

ენერგეტიკული ღირებულება: 40 კკალ 100 გრ

მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი, წვნიანი და გემრიელია, ატამი დაბალკალორიული, დიეტური ხილი გახლავთ – შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელიც არ ზრდის სისხლში შაქარის ან ინსულინის დონეს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.

ატამი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით და მიკროელემენტებით (სელენი, კალიუმი და ფოსფორი), რომლებიც თანამედროვე ადამიანის რაციონს ასე აკლია; ეს ხილი

C და B9 ვიტამინების ბუნებრივი წყაროა, რომლებსაც ხშირად აბების სახით იღებენ; ასევე, მდიდარია რკინითა და ვიტამინით K, რაც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას;

ატამი ბეტა კაროტინის, ნამდვილი საბადოა (და სულ ტყუილად ფიქრობდით, რომ ის, მხოლოდ, კომბოსტოში, ისპანახსა და სტაფილოში გვხვდება). ბეტა კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია თვალის ბადურის ჯანმრთელობისთვის;

გარდა ამისა, ატამი შესანიშნავი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებისთვის.

დიეტის დროს რეკომენდებულია დღეში 500-600 გრამის მიღება.

ჟოლო

ჟოლო

ენერგეტიკული ღირებულება: 38 კკალ 100 გრ

ეს კენკროვანი კულტურა გამორჩეულია ნაზი და არომატული ნაყოფით. ჟოლო, ისევე როგორც, ზოგადად, კენკროვანი ხილი, მდიდარია  A, B, C, D, E, PP ჯგუფების ვიტამინებით და მინერალებით: კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით.

A, E, PP და B2 ვიტამინები პასუხს აგებს კანის ელასტიკურობაზე და, რაც მთავარია, ზედმეტ წონას ებრძვის;

D ვიტამინი მნიშვნელოვანია ძვლების და კუნთების ჯანმრთელობისთვის;

ჟოლო ბაქტერიოციდული თვისებებითაც გამოირჩევა, რადგან მის შემადგენლობაშია სალიცილის მჟავა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატი შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ კენკრას აქვს უჯრედისის მაღალი შემცველობა

ეს ხილი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რაც ნაყოფის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით რკინის დამსახურებაა;

ჟოლო სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან შეიცავს ფოლიუმის მჟავას. გაითვალისწინეთ, რომ საჭმლის მომნელებელი პრობლემებისა და მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებში მას შეუძლია, დისკომფორტი გამოიწვიოს.

მარწყვი კალათში

მარწყვი

ენერგეტიკული ღირებულება: 35 კკალ 100 გრ

როდესაც მარწყვის შესახებ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მარწყვი არ ასუქებს – ეს კენკრა ძალიან დაბალკალორიულია. გარდა ამისა, მას აქვს შარდმდენი თვისება და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ამიტომ, თუკი კვირის განმავლობაში მარწყვით დეტოქსის დღეებს მოიწყობთ, ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ და ორგანიზმსაც გაიწმენდთ.

მარწყვში უხვად არის ვიტამინი C, ვიტამინი B5, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, იოდი.
მარწყვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებიც.

წითელი მოცხარი

წითელი მოცხარი

ენერგეტიკული ღირებულება: 33 კკალ 100 გრ

წითელი მოცხარი ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული და დიეტური კენკრაა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C და P ვიტამინებს, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ განვითარებას. მოცხარში შემავალ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები; წითელი მოცხარის ნაყოფის წვენი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, რასაც ნაყოფში მჟავების მაღალი შემცველობის დამსახურებაა.

პაპაია

პაპაია

ენერგეტიკული ღირებულება: 33 კკალ 100 გრ

პაპაიას რბილობი გემოთი ნესვს წააგავს, მაგრამ გაცილებით ნაკლებკალორიულია. პაპაია მდიდარია C ვიტამინით,  კალიუმით, კალციუმით და მაგნიუმით, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას ზრდის, იმუნურ სისტემას აძლიერებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ებრძვის. პაპაია აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

პაპაია დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ ნედლად ან წვენის სახით.

საზამთროს წვენი

საზამთრო

ენერგეტიკული ღირებულება: 30 კკალ 100 გრ

საზამთრო, უდავოდ, №1 საზაფხულო ხილია. მისი ზომიერად ტკბილი და დაბალკალორიული რბილობი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. საზამთროს 90% წყალია, ამიტომ კარგად აგრილებს და წყურვილს კლავს. პრაქტიკულად, არ შეიცავს ცხიმებს;

საზამთროს სამკურნალო თვისებებიდან უპირველესად აღსანიშნავია ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის უნარი და შარდმდენი მოქმედება. მდიდარია კალიუმით და შეიცავს A, B და C ვიტამინებს.

კომში

კომში

ენერგეტიკული ღირებულება: 28 კკალ 100 გრ

კომში უნიკალური, დაბალკალორიული, დიეტური ხილია. ის შეიცავს პროვიტამინებს, B, C, E, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს. ასეთი შემადგენლობის დამსახურებით კომში ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

კომშის ნაყოფში მცენარეული ბოჭკოს მაღალი შემცველობაა, რაც იცავს ნაწლავის ლორწოვან გარსს და ეფექტურია ნაწლავების დისფუნქციის სამკურნალოდ.

ლიმონის წვენი

ლიმონი

ენერგეტიკული ღირებულება: 26 კკალ 100 გრ

ყვითელი ან მწვანე ლიმონი თითქმის არ შეიცავს კალორიას, მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ანელებს დაბერების პროცესს. სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა) – მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში.

თუ ლიმონის ცედრის გამოყენებას აპირებთ, ეკოლოგიურად სუფთა ნაყოფი უნდა შეარჩიოთ.

დასკვნის სახით:

გაითვალისწინეთ, რომ აქ ჩამოთვლილი ხილი და კენკრა ძალიან სასარგებლო და დაბალკალორიული საკვებია მაშინ, როდესაც ტკბილი დესერტების ნაცვლად მიირთმევთ. შაქართან ან ცხიმთან კომბინაციაში კი ხილი სწრაფად კარგავს თავის დიეტურ თვისებებს, ამიტომაც ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ არის უმჯობესი ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარება და როდის მოაქვთ მათ ყველაზე დიდი სარგებელი.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.