ყველამ მეტ-ნაკლებად ვიცით რა არის მცენარეული საკვები. სახელი თავად გვცემს კითხვაზე პასუხს. ასევე, ალბათ ხშირად გაგვიგია მცენარეული კვება. არც ეს ტერმინია ბუნდოვანი, მაგრამ თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული რას გულისხმობს მცენარეული კვება, ან ფიქრობთ შეცვალოთ რაციონი და მცენარეებით გაამდიდროთ სადილი, თუ ვახშამი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ სწორ ადგილას მოხვედით.
ამ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ რა არის მცენარეული საკვები, ბიოპროდუქტები, რა სარგებელს გვაძლევს მცენარეული, ჯანსაღი კვება და საიდან შეიძლება ყველაფრის დაწყება.
რა არის მცენარეული საკვები და რომელ პროდუქტებს მოიცავს ის
მასში შედის ყველა მინიმალურად დამუშავებული ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, თხილი, მწვანილი. შესაბამისად, ცხოველური პროდუქტი, მათ შორის წითელ ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები არ იგულისხმება ამ კატეგორიაში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი კვების რაციონი თავისთავად არ გამორიცხავს ცხოველურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი კვება ძირითადად მცენარეულია: ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, ხილი, ლობიო და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი.
მაგალითად, ძალიან კარგია, თუ თქვენი თეფშის ორი მესამედს მცენარეული საკვები შეადგენს. ამის პარალელურად გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დარჩენილი ერთი მესამედი შეავსოთ უცხიმო ცილით, როგორიცაა ქათამი, თევზი, ან მცენარეული ცილა – ტოფუ, ან ლობიო.
მცენარეული კვება, იგივე ჯანსაღი კვება და მისი უპირატესობები
როგორც სათაური გვეუბნება, მცენარეული კვება და ჯანსაღი კვება ფაქტობრივად იდენტურია. როცა ვსაუბრობთ პირველზე, თავისთავად ვგულისხმობთ მეორეს.
ჯანსაღი კვება ავითარებს ადამიანის იმუნურ სისტემას. მცენარეებს აქვთ აუცილებელი საკვები ნივთიერებები, იგივე ნუტრიენტები, რომლებსაც სხვა საკვებიდან ვერ მიიღებთ. მცენარეებში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ფიტოქიმიკატები, ანტიოქსიდანტები გეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი უჯრედები ჯანსაღი, ხოლო სხეულის ზოგად მდგომარეობას ყოველთვის ფორმაში ამყოფებს, რათა იმუნურ სისტემას შეეძლოს სრულყოფილად ფუნქციონირება.
“მცენარეები აძლევენ ადამიანს იმას, რაც მას სჭირდება ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – ამბობს ანდრეა მიურეი, მედიცინის დოქტორი. ჯანსაღი კვება, განსაკუთრებით თუ საქმეში ურევია ბიოპროდუქტები, აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც შემდეგ უმნიშვნელოვანესია როგორც მიკრობებისა, ასევე მიკროორგანიზმებისგან დასაცავად.
ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად, რადგან მას შეუძლია შეუტიოს უჯრედებში მუტაციებს, სანამ ისინი დაავადებამდე გადაიზრდებიან.
მცენარეული საკვები ებრძვის ანთებას. ნუტრიენტებს ბევრი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ანთების წინააღმდეგ მოქმედებები ერთ-ერთი ასეთი სარგებელია. პატარა ფიტოქიმიკატები, ანტიოქსიდანტები აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ასევე, ისინი აქტიურად მოძრაობენ ჩვენს სხეულში – ანეიტრალებენ დაბინძურებისგან, დამუშავებული საკვებისგან, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და სხვა მიზეზების გამო წარმოქმნილ ტოქსინებს.
მცენარეებში არსებული ანტიოქსიდანტები ითვისებენ ყველა ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი სხეულის ჯანსაღი წონასწორობის დარღვევა.
გაითვალისწინეთ რჩევები, თუ როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული, რადგან მათი მიღება ანთების შესამცირებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
ხანგრძლივმა ანთებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი სხეულის უჯრედები. ის დაკავშირებულია კიბოსთან და სხვა ანთებით დაავადებებთან, როგორიცაა ართრიტი. მცენარეული საკვები აშორებს ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, ზუსტად ამიტომაა ბიოპროდუქტები ასეთი მნიშვნელოვანი.
მცენარეული კვება და ჯანსაღი წონა
მცენარეული დიეტა ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. ჯანსაღი წონა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს უშლის უამრავი დაავადების განვითარებას.
ჭარბი წონა იწვევს ანთებას და ჰორმონალურ დისბალანსს. სიმსუქნე 12 სხვადასხვა ტიპის კიბოს რისკს ზრდის. მათ შორის კოლორექტალური, პოსტმენოპაუზის სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, საყლაპავის, თირკმლის, პანკრეასის კიბო.
ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოებით. ბოჭკო გვხვდება ყველა დაუმუშავებელ მცენარეულ საკვებში. ეს არის ის, რაც ქმნის მცენარის სტრუქტურას. რაც უფრო მეტს მიირთმევთ, ამით ბევრად მეტ სარგებელს იღებთ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელია კარგი ნახშირწყლებით მდიდარი 7 საკვები. კარგი ნახშირწყლები თავისთავად მოიცავს ბოჭკოებს.
მცენარეული საკვები აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას. ასე რომ, ჯანსაღი კვების რაციონი გვეხმარება ნუტრიენტების უკეთ ათვისებაში. ბოჭკოებს შეუძლიათ შეამცირონ ქოლესტერინი. ბევრი ბოსტნეულია, რომელიც ამ პრობლემას კარგად აგვარებს. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ჩვენს ბლოგს გაეცნოთ – ქოლესტერინის დამწევი 7 საკვები. ბოჭკო ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს და ეს პირდაპირ ხელს უწყობს ნაწლავების სწორად ფუნქციონირებას.
როგორ დავიწყოთ მცენარეული კვება და გავამდიდროთ ჯანსაღი კვების რაციონი
აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მცენარეული საკვები და ბიოპროდუქტები უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი თქვენს რაციონში.
- მიირთვით ბევრი ბოსტნეული. ლანჩისა და ვახშმის დროს ნახევარი თეფში შეავსეთ ბოსტნეულით. დარწმუნდით, რომ ყველა ეს პროდუქტი სხვადასხვა მრავალფეროვანი ფერითაა წარმოდგენილი – ჭარხალი, კომბოსტო, ბადრიჯანი, სტაფილო, პომიდორი – ყველაფერი კარგია!
- ეცადეთ, რომ ხორცზე თქვენი დამოკიდებულება შეიცვალოს. მიიღეთ ის უფრო მცირე რაოდენობით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ცხიმიანია, მით უკეთესი თქვენთვის. გამოიყენეთ ხორცი როგორც გარნირი, დამატება და ეცადეთ, რომ ის არ იყოს კერძის მთავარი ნაწილი.
- აირჩიეთ კარგი ცხიმები. ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, თხილი, თხილის კარაქი, ავოკადო და ა.შ. განსაკუთრებით ჯანსაღი არჩევანია.
- კვირაში ერთხელ მაინც მოამზადეთ ვეგეტარიანული საკვები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ისეთ პროდუქტს, როგორიცაა ლობიო, მთლიანი მარცვლეული და ნებისმიერი სხვა ჯანსაღი ბიოპროდუქტები.
- საუზმე დაიწყეთ მთელი მარცვლეული. შვრიის ფაფა, წიწიბურა ან ქერი მშვენიერი ვარიანტია.
- მეტი მწვანე ბოსტნეული. ყოველდღე სცადეთ სხვადასხვა მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო, ისპანახი, ყაბაყი, სხვადასხვა მწვანილი. ორთქლზე, გრილზე, მოხარშეთ ან აურიეთ, რომ შეინარჩუნონ გემო და ბოჭკოები.
- მიმართეთ ექსპერიმენტებს. მოამზადეთ განსხვავებული სალათები. ჯანსაღი კვების რაციონი სალათის გარეშე არაფერია. ამ დროს წესები არ არსებობს. გამოიყენეთ ყველა ბოსტნეული და მწვანილი, რომელსაც მოისურვებთ – მცენარეული კვება ამას არ კრძალავს.
- მიირთვით ხილი დესერტად. მწიფე, წვნიანი ატამი, გამაგრილებელი საზამთროს ნაჭერი, ან ხრაშუნა ვაშლი დააკმაყოფილებს თქვენს სურვილს და ტკბილეულის ჭამას გადაგაფიქრებინებთ.
მცენარეული საკვები, გარდა იმისა რომ ძალიან ჯანსაღია, უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ის ასევე ძალიან მრავალფეროვანია. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავლოთ თქვენი ჯანსაღი კვების რაციონი. ახალ-ახალი ბოსტნეული, მწვანილები, პარკოსნები თუ სხვა პროდუქტი ამაში ხელს გიწყობთ.
დღევანდელ რეალობაში ჯანსაღი კვება უალტერნატივოა. რაც უფრო ადრე გადავა ადამიანი სწორ კვებაზე, მით უფრო დაეხმარება ის საკუთარ ორგანიზმს იდეალურად ფუნქციონირებაში.
ბიომეურნეობა “იორლენდი” ზუსტად ის ადგილია, სადაც ბიოპროდუქტები მაქსიმალური ყურადღებით მოჰყავთ. “იორლენდის” ამოცანაა ჯანსაღი კვება გახდეს უფრო პოპულარული. მეურნეობის მთავარი პრიორიტეტი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, რომელიც ყველანაირი დანამატის გარეშე ხარობს.