ფერმის ქათმის კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ სოფლის

ფერმის კვერცხი
სარჩევი

ბევრ დიასახლისს აინტერესებს, რა თვისებები გამოარჩევს სოფლის კვერცხს მაღაზიაში შეძენილისგან, აქვს თუ არა რამე განსაკუთრებული სარგებელი და როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან?

აღსანიშნავია, რომ სოფლის ნებისმიერ მცხოვრებელს შეუძლია, კერძო მეურნეობაში გაზრდილი ქათმის კვერცხი ფერმის ქათმის კვერცხისგან გაარჩიოს, ქალაქელს კი რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება მოუწევს.

დავიწყოთ იმით, რომ სოფლის კვერცხი მაღაზიებში არ იყიდება, რადგან  სავაჭრო ქსელებს მსხვილ მწარმოებლებთან მუშაობა ურჩევნიათ, რომლებსაც შეუძლიათ, წლის ნებისმიერ დროს უზარმაზარი მოცულობით შესთავაზონ. სოფლის ქათმები კი კვერცხს, უმეტესად, თბილ სეზონზე დებენ. კვერცხის დება რომ არ შეამცირონ, სოფლის მაცხოვრებლები ზამთარში ქათმებს სპეციალურ საკვებს აჭმევენ, რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება.

რით განსხვავება სოფლის კვერცხი ფერმის ქათმის კვერცხისგან?

სოფლის კვერცხის გამორჩევა ფერმის კვერცხისგან შესაძლებელია რამოდენიმე კრიტერიუმით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ზომით, ნაჭუჭით და სხვა მახასიათებლებით.

კვერცხის ზომა

კვერცხის ზომა

პირველ რიგში, იმით, რომ სოფლის ქათამი კვერცხს ვოლიერებში კი არა, საქათმეში დებს. მას არ აჭმევენ სპეციალურ საკვებს, რომ კვერცხები დაახლოებით ერთი ზომის იყვნენ. სოფლის ქათამი მრავალფეროვანი საკვებით იკვებება – ნედლი ბალახი, ჭიაღუები, მარცვალი. სოფლის ზოგი ქათამი თეთრ კვერცხს დებს, ზოგი კი ყავისფერს. რაც შეეხება კვერცხის ზომას, ახალგაზრდა ფრინველის კვერცხი შედარებით მომცრო ზომისაა, მოზრდილი ფრინველისა კი – უფრო მსხვილი.

ცნობისათვის – რაც უფრო პატარაა კვერცხი, მით უფრო სასარგებლოა. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ფრინველის კვერცხს მკვეთრად გამოხატული წვერი აქვს და არაუმეტეს 55 გრ-ს და არანაკლებ 50 გრ-ს იწონის.

შემადგენლობა

სოფლის კვერცხი თითქმის ყოველთვის განაყოფიერებულია, რადგან მამალი, პრაქტიკულად, ყველა ოჯახს ჰყავს. ასეთი კვერცხი მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.
მაღაზიის კვერცხი განაყოფიერებული არ არის, რადგან წარმოებაში ასეთი კვერცხებს ანადგურებენ.

კვერცხის ფერი

კვერცხის ფერი

გულის ფერს ნუ მიაქცევთ ყურადღებას კვერცხის, რადგან მეფრინველეობის ფაბრიკებმა დიდი ხანია, სპეციალური საკვების საშუალებით კვერცხის გულის ფერის შეცვლა ისწავლეს.

დიახ, სოფლის კვერცხის გული ხშირად მუქია, მაგრამ არა ყოველთვის – ეს მაჩვენებელი წელიწადის დროზეა დამოკიდებული.

კვერცხის ნაჭუჭი

მაღაზიის კვერცხისგან განსხვავებით, სოფლის კვერცხის ნაჭუჭი ხაოიანია. სუნიც განსხვავებულია – სოფლის კვერცხს გაცილებით ინტენსიური სუნი და, რა თქმა უნდა, ინტენსიური გემო აქვს.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სოფლის კვერცხის ნაჭუჭიც კი სასარგებლოა. ის შეიცავს  კალციუმს, კალიუმს და ბევრ სხვა სასარგებლო მინერალს.

კვერცხის ნაჭუჭს თუ დაფშვნით და ლიმონის წვენთან აურევთ, ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალების შესანიშნავ კოქტეილს მიიღებთ. ლიმონი კალციუმის გამხსნელის ფუნქციას შეასრულებს და ხელს შეუწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეწოვას.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება ქოთნის მცენარეებისთვისაც შეგიძლიათ – კვერცხის ნაჭუჭი მსხვილად დაამტვრიეთ და ნამტვრევები მიწით სავსე ქოთანში სხვადასხვა ადგილას დამარხეთ.

კვერცხის შენახვის ვადა

უმი სოფლის კვერცხი მაცივარში, დაახლოებით, ერთი თვე ინახება, მოხარშული – ორ კვირამდე, რბილად მოხარშული – 2 დღემდე. გაბზარული მოხარშული კვერცხის შესაძლებელია 4 დღე, უმის – არა უმეტეს 2 დღისა.

სააღდგომო კვერცხის შენახვის ვადა დამოკიდებულია იმაზე, რით შეღებეს: თუ კვერცხის შესაღებად ბუნებრივი საღებავი, მაგალითად, ენდრო, ხახვის ფოთოლი ან ჭარხალი გამოიყენეს, უმაცივროს მისი შენახვა შესაძლებელია 15 დღემდე. ქიმიური საღებავით შეღებილი კვერცხის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 2 დღისა.

კვერცხის სასარგებლო თვისებები

კვერცხის სასარგებლო თვისებები

სოფლის კვერცხი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, შედეგად კი აძლიერებს გარემო ფაქტორების გავლენით დასუსტებულ იმუნურ სისტემას.

უკვე დადასტურებულია, რომ სოფლის კვერცხის რეგულარული მოხმარება თავიდან აგაცილებთ თვალის პრობლემებს, მაგალითად, კატარაქტას. იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის კვერცხს სისტემატურად ჭამენ, კაპილარები და მხედველობის ნერვების შესანიშნავი მდგომარეობაში აქვთ.

სოფლის კვერცხის სასარგებლო თვისებები იმით აიხსნება, რომ ოჯახურ მეურნეობაში ფრინველები სუფთა ჰაერზე იზრდებიან, მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვებით იკვებებიან. რა თქმა უნდა, მეფრინველეობის ფაბრიკებში ასეთი პირობები არ არსებობს, წარმოებისთვის მთავარია მცირე დანახარჯით დიდი მოგების მიღება.

ზემოთ ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, რომ მაღაზიაში ნაყიდი კვერცხი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, ის ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და, შედარებით, „ლაითი“ გემო აქვს.

შეიძლება თუ არა კვერცხი ყოველდღე?

დიახ, შეიძლება – ჯანმრთელი ადამიანისთვის დღის განმავლობაში 2-3 კვერცხი დასაშვებია. მაგრამ, ექიმების რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ კვირის განმავლობაში 5-6 კვერცხზე მეტს არ შეჭამთ.

უმი ქათმის კვერცხი

შეიძლება თუ არა უმი კვერცხის ჭამა?

ორგანიზმს კვერცხის გულის ათვისება ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია: უმის, მოხარშულის, თოხლო კვერცხის…

თუმცა, უმი ანუ დაუმუშავებელი კვერცხი სალმონელოზის საფრთხეს შეიცავს. სალმონელოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სალმონელას ბაქტერია იწვევს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. სალმონელას ბაქტერიის კვერცხის ნაჭუჭზე ფრინველის სკინტლიდან გადადის.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სოფლის კვერცხი ხშირად დასვრილია სკინტლით. ამის მიზეზი ის არის, რომ დადებული კვერცხი შეიძლება, უცებ არ ააცალოს პატრონმა. ფერმის კვერცხს კი დადებისთანავე აცლიან, შესაბამისად ფერმის კვერცხი არასდროსაა დასვრილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, კვერცხი გამოყენებამდე ყოველთვის უნდა გადარეცხოთ თბილი წყლით. და ასევე – თუკი უმი კვერცხით გსურთ საკვების მომზადება, უმჯობესია, ფერმის კვერცხი შეარჩიოთ.

რაც შეხება უმი კვერცხის ცილას, ის ორგანიზმისთვის უფრო ძნელი მოსანელებელია, ვიდრე მოხარშული – თერმული დამუშავება ათვისების პროცესს გაცილებით ამარტივებს.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.