ყაბაყი – როგორ მოვამზადოთ სწორად?

უმი ყაბაყი
სარჩევი

ყაბაყი უნივერსალური პროდუქტია – მას წვავენ,  ხარშავენ, აშრობენ, ამწნილებენ და ზამთრისთვის აკონსერვებენ… მაგრამ შეიძლება თუ არა უმი ყაბაყის ჭამა? დიახ – გვეუბნებიან დიეტოლოგები, მაგრამ ზიანიც და სარგებელიც დამოკიდებულია რაოდენობასა და ორგანიზმის თავისებურებებზე.

შემადგენლობა და კალორიულობა

გოგრის ამ სახეობის საკვებად გამოყენება ევროპაში მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყეს, დღეს კი ის პოპულარული პროდუქტია – მათ შორის, ბავშვთა კვებასა და დიეტურ კვებაში.

ყაბაყის კალორიულობა მინიმალურია: 100 გრ-ზე მხოლოდ 23-27 კალორია მოდის, რადგან პროდუქტის თითქმის 95% წყალი შეადგენს; ცხიმი – 0,32 გ; ცილა – 1,21 გ; ნახშირწყლები – 3,11 გ. ქიმიური შემადგენლობა კი ასეთია:

კალიუმი,  მარგანეცი, რკინა, C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინი, ორგანული მჟავები, უჯრედისი 1%.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოსტნეული, საერთოდ, არ შეიცავს ქოლესტერინს და სახამებელს.

ყაბაყის კალორიულობა

ყაბაყის სასარგებლო თვისებები

ყაბაყის სამკურნალო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს, გთავაზობთ იმ სარგებლის მოკლე ჩამონათვალს, რაც მისი გამოყენებით შეგიძლიათ, მიიღოთ:

  • ხელს უწყობს წნევის დაწევას;
  • აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს (ამიტომ სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის);
  • ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;
  • აქვს შარდმდენი ეფექტი, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმს დაგროვილი, ჭარბი სითხისგან გათავისუფლებაში;
  • ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და „ცუდი“ ქოლესტერინი, რაც, პარალელურად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს;
  • ყაბაყი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის;
  • დადებით გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების განახლების პროცესზე;
  • დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
  • მამაკაცებში აფერხებს შარდსასქესო სისტემაში სიმსივნეების წარმოქმნას და ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს;
  • ყაბაყი ბუნებრივი დამატენიანებელია სახის კანისთვის – აჯანსაღებს კანის ფერს და საიმედოდ იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.

ყაბაყის სასარგებლო თვისებები

რატომ ჯობია ყაბაყის ჭამა უმად? 

პირველ რიგში, იმიტომ, რომ:

  • თერმული დამუშავების დროს ანუ მაღალ ტემპერატურაზე ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს კარგავს და
  • მას აქვს თვისება, რომ შეწვისას დიდი ოდენობით ცხიმს შეიწოვოს.

უმად საჭმელად ქორფა ყაბაყი უნდა აირჩიოთ – მას თხელი კანი, ნაკლები თესლი აქვს და ამასთან, ძალიან წვნიანია.

ყაბაყის თესლიც არანაკლებ სასარგებლოა – მის შემადგენლობაში შედის ომეგა-3, რომელიც მთელი სხეულის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, განსაკუთრებით კი თმისა და კანის ხარისხზე.

სხვათა შორის, ამ ბოსტნეულის გარდა, სასურველია უმად მიირთვათ სხვა სეზონური ბოსტნეულიც, მათ შორის: სტაფილო, ბოლოკი, თეთრი კომბოსტო, წითელი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა, მწვანე ბარდა, გოგრა და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია ჭარხლის სამკურნალო თვისებებიც

გაითვალისწინეთ, რომ ახალი ნაყოფი კარგად ეხამება ხილს, ამიტომ შეგიძლიათ სალათებში ვაშლი, მსხალი და  ანანასი დაამატოთ.

დაჭრილი ყაბაყი

უმი ნაყოფის უკუჩვენებები

ყაბაყის უკუჩვენებები ძალიან მცირეა და მათ შორის პირველია ინდივიდუალური აუტანლობა. თუმცა ასეთი რამ იშვიათია, რადგან იგი ალერგიული პროდუქტი არ გახლავთ.

ზოგადად კი ამ ბოსტნეულის უმად გამოყენებაზე სიფრთხილეა საჭირო:

  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რათა ნაწლავებში აირები არ დაუგროვდეს;
  • გოგრის სხვა სახეობების მიმართ ალერგიულობის დროს;
  • მწვავე გასტრიტის დროს, რადგან პროდუქტს შეუძლია, გაზარდოს მჟავიანობა;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, რადგან ყაბაყს შარდმდენი ეფექტი აქვს.

ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, კანგაცლილი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი მიირთვათ;

ყაბაყის მომზადება დიეტურად

ყაბაყის მომზადება დიეტურად

ქორფა ყაბაყი შესანიშნავი საშუალებაა წონის დასაკლებად, რადგან მისი კალორიულობა მინიმალურია, შარდმდენი ეფექტი აქვს და ნაწლავებს წმენდს.

გაითვალისწინეთ, რომ თუკი გსურთ, დიეტურად მოამზადოთ, კანი არ გათალოთ და ცხიმი არ გამოიყენოთ.

აქვე გთავაზობთ მარტივ რეცეპტს „იორლენდის ყაბაყი დიეტურად“:

საჭირო პროდუქტი:

  • 2 საშუალო ზომის ყაბაყი;
  • 3 კვერცხი;
  • 6 ს. კოვზი შვრიის ფანტელი (სწრაფი მომზადების „ჰერკულესი“, საშუალო ზომაზე დაფქვილი);
  • მწვანილი გემოვნებით – კამა, ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი.

yabayi dieturad

მომზადება:

  • 2 საშუალო ზომის ყაბაყი გახეხეთ საშუალო სახეხზე და დააყოვნეთ ცოტა ხნით – ზედმეტი წვენი გამოუვა, რომელიც უნდა გადაასხათ;
  • 3 კვერცხი ჯამში გათქვიფეთ, ჩააყარეთ შვრიის ფანტელები, გახეხილი ყაბაყი და კარგად აურიეთ;
  • ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ცოტა მარილი (თუმცა, უმარილოდ უკეთესია).
  • გამოაცხვეთ უცხიმო ტაფაზე – თითო გვერდზე 2-3 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.