ისტორიის მანძილზე მწვანილი ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა კულინარიასა, თუ მედიცინაში, მაგრამ დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. ის არომატული, ნოყიერი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბლოგში 7 ყველაზე სასარგებლო მწვანილი ჩამოვწერეთ და გეტყვით, რატომ უნდა ჩართოთ ისინი თქვენს ჯანსაღი კვების რაციონში.
ქინძი
ქინძი ძალიან პოპულარული მწვანილია და დიდი როლი აქვს მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში. მისი უნიკალური, სურნელოვანი არომატი მსუბუქ და ცოცხალ გემოს ანიჭებს კერძებს. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ქინძი მშვენიერი დამატებაა ისეთი კერძებისთვის, რომლებიც შეიცავს ლობიოს, ყველს, კვერცხს, თევზს. მწვანილი ძალიან კარგია, როგორც ტოპინგი, ან გარნირი სუპებისა და სალათებისთვის.
ითვლება, რომ მას აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, როგორიცაა საჭმლის მონელების ხელშეწყობა, ანთებისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება. ქინძი არის A, C, K ვიტამინების კარგი წყაროა. შედის მინერალები: რკინა, მაგნიუმი და ერთ-ერთი გამორჩეული კალიუმით მდიდარი საკვები არის. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) საკაზმ–სანელებელი საშუალებაა, ხოლო ქინძის ფესვები კი კულინარიაში აქტიურადაა ჩართული. ასე რომ, ეს მწვანილი არა მხოლოდ კარგი საკმაზია, ძალიან ჯანსაღი მცენარეული საკვები არის
ოხრახუში
ოხრახუში ფართოდ კულტივირებული ყვავილოვანი მწვანილია, რომელიც მიეკუთვნება Apiaceae-ს ოჯახს. ეს არის ორწლიანი სახეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ციკლის დასრულებას შეიძლება ორი წელი დასჭირდეს. კულინარიულ ღირსებების გარდა ოხრახუშს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. საუკუნეების განმავლობაში ოხრახუში პირის ღრუში უსიამოვნო სუნთან ბრძოლის ეფექტური საშუალება იყო. ზოგიერთ კულტურაში მიჩნეულია, რომ ოხრახუშს აქვს ჯადოსნური თვისებები და მისი დახმარებით ბოროტი სულებს იშორებდნენ.
დღეს ეს მწვანილი გავრცელებულია ამერიკულ, ევროპულ, ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოში. საკვებსა და სასმელებში ოხრახუში გამოიყენება როგორც გარნირი, სანელებელი, არომატიზატორი. თესლის ზეთისგან მზადდება სურნელოვანი საპნები, კოსმეტიკა, სუნამოები.
ოხრახუში შეიცავს ბევრ ვიტამინს, მინერალს, ანტიოქსიდანტს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ოხრახუში K ვიტამინის განსაკუთრებით მდიდარი წყაროა. ერთი სუფრის კოვზი ახალი დაჭრილი ოხრახუში უზრუნველყოფს რეკომენდებული ყოველდღიური დოზის 70%-ზე მეტს.
მწვანე ხახვი
მწვანე ხახვი არის ხახვის სახეობა, რომელსაც აქვს რბილი არომატი და გრძელი, თხელი მწვანე ღერო. მწვანე ხახვი ალიუმის ოჯახის წარმომადგენელია, რომელშიც ასევე შედის ნიორი, ხახვი, პრასი. ითვლება, რომ მისი წარმოშობის ადგილი ცენტრალური აზიაა, სადაც ათასობით წლის წინ დაიწყო მწვანილის კულტივაცია.
ის მდიდარია C ვიტამინით, K ვიტამინით, დიეტური ბოჭკოებით, ასევე დაბალია ცხიმებით, კალორიებით. მწვანე ხახვი ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა, რომელსაც შეუძლია უჯრედებ დაიცვას დაზიანებისგან და შეამციროს რიგი დაავადების რისკი.
დაახლოებით 130-140 გრამი მწვანე ხახვი უზრუნველყოფს K ვიტამინის ყოველდღიურ რეკომენდებულ ოდენობას. K ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ძვლების სიძლიერეს ინარჩუნებს. ხოლო C ვიტამინის შემთხვევაში, ყოველდღიური ღირებულების დაახლოებით 25%-ს მოიცავს. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ხახვს ხშირად იყენებენ გარნირად, ან სალათებსა და სუპებში, არომატის დასამატებლად.
ნიახური
თავის დროზე ნიახური მხოლოდ სამკურნალო საშუალება იყო, მხოლოდ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს მისი სხვა თვისებები და ნიახური იდეალური საკაზმი გახდა. ეს ინტენსიური გემოსა და მძაფრი სურნელის მქონე მცენარე არაერთი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა. ნიახური დაბალკალორიულია, მასში ბევრი წყალი, ხოლო ცოტა ნახშირწყალია. თითქმის არ შეიცავს ცხიმს.
100 გრამი ნიახურის კვებითი ღირებულება დაახლოებით ასეთია:
- კკალ– 17,0
- ცხიმი – 0,2 გ
- ნახშირწყალი – 1,9 გ
- ცილა – 1,3 გ
- ბოჭკო – 2,9 გ
გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძალიან ეხმარება ნიახური. მცენარის დადებითი ეფექტი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამომდინარეობს – ოქსიდაციური სტრესი და სისხლძარღვების ანთება გულ-სისხლძარღვთა მრავალი დაავადების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია, ყველაზე ხშირად აქ არტერიოსკლეროზი იგულისხმება.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ნიახურის ექსტრაქტი ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გულის ჯანმრთელობისთვის. თუ გაინტერესებთ ამ თემაზე ინფორმაციული ბლოგი, მაშინ გაეცანით – ქოლესტერინის დამწევი 7 საკვები.
ნიახურში შედის ერთი ასეთი ნივთირება – ფტალიდი, რომელიც სისხლძარღვთა კუნთებს მოდუნებაში ეხმარება. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება, არტერიული წნევა კი დაბლა იწევს.
რეჰანი
რეჰანის სამშობლო აზია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “წმინდა” ბალახს. სიტყვა “Basil” მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან “basilikhon”, რაც ნიშნავს “სამეფო”. ევროპაში ცნობილი სახეობები საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული.
რეჰანი პოპულარულია კულინარიაში ტკბილი, დელიკატური გემოსა და მრავალფეროვნების გამო. ევროპულ სამზარეულოში რეჰანს იყენებენ თითქმის ყველანაირ ბოსტნეულ კერძებში – მათ შორისაა ლობიო, სალათები, ცერცვი, მუხუდო, სუპები, საწებლები, მჟავე კომბოსტოს, ისპანახის, ტომატის კერძები. რეჰანი საოცრად სურნელოვანი ბალახია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია იტალიურ კულინარიაში. სოუსის “პესტოს” ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი.
მისი გამოყენება შესაძლებელია ახალი, ხმელი ან თუნდაც ეთერზეთის სახით. რეჰანი კარგად ერწყმის პომიდორს, ნიორს, ხახვს, სხვა მწვანილებსა და სანელებლებს, რაც მას შესანიშნავ დანამატად აქცევს თითქმის ყველა კერძისთვის.
რეჰანი შეიცავს ბევრ ვიტამინსა, ისევე როგორც მინერალს, ასევე ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ლუტეინი, ზეაქსანტინი, ბეტა-კაროტინი, ბეტა-კრიპტოქსანტინი. რეჰანის ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი ამ ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. ეს ნაერთები უმეტესად ქრება გაშრობის პროცესში, ამიტომ მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, შეძლებისდაგვარად აირჩიეთ ახალი რეჰანი.
კამა
კამა ჯერ კიდევ ძველ დროში სამკუნალო და სანელებელი მცენარე იყო. ახალგაზრდა ფოთლებსა და ყლორტებს იყენებენ კერძებში, როგორც საკაზმ-სანელებელს და ეთერზეთოვან მცენარეს, აგრეთვე ჩართულია მწნილეულის დამზადებაში. თესლისგან მიღებული ეთეროვანი ზეთი მრეწველობის მრავალ დარგში გამოიყენება.
ნაყოფის ფხვნილი და მისი ნაყენი ხალხურ მედიცინაში ცნობილია როგორც აირმდენი, ამოსახველებელი, შარდმდენი საშუალება. ნაყოფის ნახარში მეძუძურ დედებს ლაქტაციის გაძლიერებასი ეხმარება, ხოლო უძილობისას დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს. კარგი საშუალებაა ხველის შესამსუბუქებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ბალახის ნაყენს გამოდგება ჰიპერტონიის დროს, განსაკუთრებით საწყის სტადიებზე.
ახალი კამა არის ძალიან დაბალკალორიული, თან საოცრად კარგი წყაროა რამდენიმე აუცილებელი ვიტამინისა და მინერალის, მათ შორის ვიტამინი C, მანგანუმი, ვიტამინი A.
ვიტამინი A არის აუცილებელი ნუტრიენტი, რომელიც მნიშვნელოვანია მხედველობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად. ის ასევე თამაშობს როლს მამრობითი და მდედრობითი სქესის რეპროდუქციაში. ანალოგიურად, ვიტამინი C სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. ის ხელს უწყობს ძვლის ფორმირებას, ჭრილობების შეხორცებას, მეტაბოლიზმს.
გარდა ამისა, დადასტურდა, რომ ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს თქვენს უჯრედებს არასტაბილური მოლეკულებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც თავისუფალი რადიკალები.
წიწმატი
ჰიპოკრატე ამბობდა, რომ წიწმატი წმენდს სისხლს და ავადმყოფს სასიცოცხლო ძალებს უბრუნებს. შუა საუკუნეებში ეს მწვანილი აქტიურად მოჰყავდათ ევროპაში. წიწმატი რამდენიმე სახეობით გვხდება, სწრაფად იზრდება, ყინვაგამძლეა და ნიადაგის მიმართ არ გამოირჩევა პრეტენზიულობით. მას ოდნავ ცხარე, სპეციფიკური გემო აქვს.
წიწმატში შემავალი ა სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა საკმაოდ დიდია. კაროტინი, C, D, K A, E, PP და B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი, მინერალებს რაც შეეხება: ფოსფორი, რკინა, იოდი,კალციუმი, მაგნიუმი, ასევე ცილები, ეთერზეთები, კარგი ნახშირწყლები, გლიკოზიდი, ალკალოიდი ლეპიდინი, ფლავონოიდები.
წიწმატი თვალის პროფილაქტიკისთვის საკმაოდ ეფექტური საშვალებაა. მისი რაციონში ჩართვა ამცირებს კატარაქტის წარმოქმნის რისკს. წიწმატის ფოთლებით ხალხური მედიცინა დამწვრობებს, კანის დაავადებებს, ჭრილობებსა და წყლულებს მკურნალობს. კარგი საშუალებაა გაციების სამკურნალოდ. წიწმატი დამხმარე საშუალების როლი აქვს ონკოლოგიური დაავადებებისა და პროსტატის მკურნალობის დროს.
წიწმატის ხშირად მიღებული შემთხვევაში უმჯობესდება ძილი, ხოლო სტრესის გავლენა შემცირდება. მწვანილი ხელს უწყობს პაროდონტოზისა და კბილების სხვა დაავადებების პროფილაქტიკას. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება როგორც წიწმატი, ასევე მისი წვენი და ზეთი. ეს ყველაფერი საოცრად უხდება კანისა და თმის მოვლას. განსაკუთრებით ეფექტურია წიწმატის ნიღბების გამოყენება ჩირქოვანის გამონაყარის დროს.
ასე რომ, ბევრი მწვანილი ძალიან კარგი და აუცილებელია. მითუმეტეს, თუ გეგმავთ დაიწყოთ სწორი კვება, მწვანილი აუცილებლად ჩართეთ რაციონში და გაამრავალფეროვნეთ თქვენი კვება.