ბადრიჯანი და მისი სასარგებლო თვისებები

ბადრიჯნის სასარგებლო თვისებები
სარჩევი

ბადრიჯანი, სითბოსა და ტენის მოყვარული მრავალწლოვანი მცენარე, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. 

მისი სავარაუდო სამშობლო ინდოეთია. დღევანდელი სტანდარტული სახეობისგან განსხვავებით, თავდაპირველი ველური ბადრიჯანი იყო პატარა, ოვალური და თეთრი ფერის. ამერიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში მას “Eggplant”-ს ეძახიან და ზუსტად კვერცხისებრი ვიზუალია ამის მიზეზი. ევროპაში, კერძოდ ბრიტანეთში, მას “Aubergine” ჰქვია, სამშობლო ინდოეთში კი “Brinjal”.

ბადრიჯნის თესლი ჩარგვიდან დაახლოებით 100-დან 120 დღის გასვლის შემდეგ იქცევა დამწიფებულ ნაყოფად. მოსავალს გადარგვიდან 65-80 დღის განმავლობაში იღებენ. ამისთვის იდეალური პერიოდია ივლისი, აგვისტო და სექტემბერი (თუნდაც ოქტომბრის დასაწყისი).

ბადრიჯანს ყველაზე კარგი გემო მაშინ აქვს, როცა ჯერ ისევ ახალგაზრდაა. შემდეგ, მცენარის მთელი ენერგია ახალი ნაყოფის წარმოებაში მიდის.

გემოს შეგვიძლია შევადაროთ ყაბაყს – ის ზომიერად და ოდნავ მწარეა. კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით – დედალი ბადრიჯანი შედარებით მწარეა, ვიდრე მამრობითი სახეობა, რადგან შეიცავს უფრო განსხვავებულ თესლსა და ბევრ წყალს. სამაგიეროდ, ეს ბოსტნეული მისი უნიკალური თვისებების გამო, ნებისმიერ სითხესთან, ან ზეთთან შერევისას მარტივად იწოვს არომატებს და  არაერთი კერძისთვის იდეალური დანამატია, იქნება ეს ბადრიჯნის სალათა, ნიგვზიანი ბადრიჯანი, თუ ნებისმიერი სხვა. 

მომზადებისას ის ხდება ძალიან ნაზი, რბილი, კრემისებრი, როგორც კარტოფილის პიურე, მაგრამ აქვს ოდნავ თხელი კონსისტენცია. ჩვენთან ძალიან პოპულარულია ბადრიჯანი ნიგვზით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კი უამრავი განსხვავებული ბადრიჯნის კერძი შეგხვდებათ.

ისტორია და ფაქტები ბადრიჯნის შესახებ

გარდა კულინარიული ღირსებებისა, ამ ბოსტნეულს ისტორიულად ძალიან საინტერესო როლი ჰქონდა ადამიანების ცხოვრებაში. ინდოეთში მას ბოსტნეულების მეფეს ეძახიან. რენესანსის პერიოდის იტალიაში მსგავსი სტატუსით ვერ დაიკვეხნიდა, რადგან აქ ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მაშინ იტალიელებს ეგონათ, რომ ის ადამიანებს აგიჟებდა. ბადრიჯნის იტალიური შესატყვისი არის “Melanzana”, რაც ითარგმნება როგორც “სიგიჟის ვაშლი”. მათი ლოგიკა მარტივი, მაგრამ არასწორი იყო: ბადრიჯანი არის “Nightshade”, ქართულად ძაღლყურძენასებრი, როგორიცაა კარტოფილი და პომიდორი, რომლებიც მრავალი ტოქსიკური მცენარის ახლო ნათესავები არიან. ამიტომ, ბადრიჯანზეც მსგავსი წარმოდგენა არსებობდა.

 ბიოპროდუქტი ბადრიჯანი

სამაგიეროდ, ბადრიჯანი იაპონიაში წარმატების სიმბოლოა. პირველ რიგში ის ასოცირდება საახალწლო ტრადიციებთან. არსებობს ასეთი ლეგენდა –  Hatsuyume (初夢), ანუ წლის პირველი სიზმარი, წინასწარმეტყველებს როგორი წელი ელის ადამიანს. თუ ის სიზმარში კარგ სიმბოლოებს ხედავს, მომავალი წელი დალოცვილი იქნება იღბლით, ჯანმრთელობითა და სიმდიდრით. იაპონური ანდაზა ჩამოთვლის იღბლის მთავარ სიმბოლოებს, მათ შორის არის “Ichi Fuji, Ni Taka, San Nasubi”, რაც ითარგმნება როგორც „მთა ფუჯი, ქორი და ბადრიჯანი“.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ბადრიჯანს აქვს ნიკოტინის ყველაზე მაღალი დონე სხვა ბოსტნეულთან შედარებით. მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა. 20 კილოგრამი ბადრიჯნის ჭამა უტოლდება ნიკოტინის იმ რაოდენობას, რომელსაც ადამიანები ერთი სიგარეტის მოწევისას იღებენ.

აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო რჩევებს თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ჯანსაღი ბოსტნეული და ხილი.

რატომ არის ბადრიჯანი კარგი

ათასობით წლის განმავლობაში ბადრიჯანი ტრადიციული მედიცინის შემადგენელი ნაწილი იყო. ძველ ინდურ მედიცინაში თეთრ ბადრიჯანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ხოლო ფესვები ასთმის შესამსუბუქებლად.

ბადრიჯნის კალორიები

მიუხედავად იმისა, რომ ბადრიჯანი არ არის ნუტრიენტებით ყველაზე მდიდარი ბოსტნეული, მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი და საკვები ბოჭკო.

გარდა ამისა, ბოსტნეულში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც არაერთი დაავადებისგან იცავს ჩვენს ორგანიზმს. 

  • ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბადრიჯანი იცავს დნმ-ს ისეთი დაზიანებისგან, რაც კიბოს გამომწვევი შეიძლება იყოს. 

ბადრიჯანში შემავალი პოლიფენოლები დიდ როლს თამაშობს ამ მავნე დაავადებასთან ბრძოლაში. ანთოციანინები და ქლოროგენის მჟავა უპირისპირდება თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ დაზიანებებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სიმსივნის ზრდას და კიბოს უჯრედების გავრცელებას.

  • კარგია გულის ჯანმრთელობისთვის

საკვები ბოჭკო, კალიუმი, ვიტამინი C, ვიტამინი B-6 და ანტიოქსიდანტები იდეალურია გულის ჯანმრთელობისთვის.

2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ვარაუდობენ, რომ ფლავონოიდების შემცველი საკვების, მათ შორის ანთოციანინების შემცველი საკვების მიღება ხელს უწყობს ანთებითი მარკერების შემცირებას, რომლებიც ზრდის გულის დაავადების რისკს.

  • აუმჯობესებს აზროვნებას

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ნასუნინი ტვინის უჯრედებს უფრთხილდება. ნასუნინი ასევე კარგია საკვები ნივთიერებების უჯრედებში მარტივად სამოძრაოდ და ნარჩენების გასატანად.

ანთოციანინების მეშვეობით თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებულია. ეს ხელს უწყობს ასაკთან დაკავშირებული გონებრივი დაქვეითების და სხვა პრობლემების თავიდან აცილებას.

ის ასევე ამცირებს ტვინში ცხიმების შლის პროცესს.

  • ბადრიჯანი და დიაბეტი

ბადრიჯანი მიეკუთვნება არასახამებლიანი ბოსტნეულის კატეგორიას. მიზეზი, რის გამოც არასახამებლის შემცველი ბოსტნეული კარგია დიაბეტური დიეტისთვის, არის ის, რომ ის დაბალია ნახშირწყლების შემცველობით და ძალიან მცირე გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე.

მასში არის ანტიოქსიდანტები, როგორიცაა A და C ვიტამინები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს. ის ასევე შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ქიმიკატებს, სახელწოდებით პოლიფენოლებს, რაც ხელს უწყობს შაქრის გადამუშავებას. ეს განსაკუთრებით დიდი შვებაა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

  • ქოლესტერინის დონის დასტაბილურება

ბოსტნეულში შედის საკვები ბოჭკო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის დარეგულირებისთვის. 100 გრამ მომზადებულ ბადრიჯანში არის დაახლოებით 2,4 გრ ბოჭკო.

მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქლოროგენის მჟავა, რომელიც ბადრიჯანში პირველადი ანტიოქსიდანტია, ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.

ბადრიჯნის კალორიულობა

დიეტური საკვები გვეხმარება წონის მართვაში. თუ რაციონში შესულ საკვებში დიდი რაოდენობითაა ბოჭკო, ეს ძალიან დიდი პლუსია, რადგან ბოჭკო დიდი ხნის განმავლობაში ანაყრებს  ადამიანს და შესაბამისად ის ნაკლებს ჭამს.

ფერმის ბადრიჯანი

100 გრამი ბადრიჯანი შეიცავს:

  • კალორია 33,6 
  • ნახშირწყლები (გ) 8,29, აქედან 3,04 შაქარი 
  • ბოჭკოვანი (გ) 2.4 
  • მაგნიუმი (მგ) 10.6 
  • ფოსფორი (მგ) 14.4
  • კალიუმი (მგ) 117 
  • ფოლატი 13.4 400
  • ქოლინი (მგ) 8.93 
  • ბეტა კაროტინი (მკგ) 21.1

სხვა პროდუქტების კალორიულობის შესამოწმებლად შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ კალორიულობის ცხრილს.

ბადრიჯნის კერძი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური საშუალება.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შეწვის დროს ბადრიჯანს შეუძლია ბევრი ზეთი შეიწოვოს. ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ზეთის გამოყენებას და ისე დაამზადეთ ბადრიჯნის კერძი.

ეს ბოსტნეული რეკომენდებულია ინახებოდეს მაცივარში. კანის ხელუხლებელი დატოვება მათ უფრო დიდხანს უნარჩუნებს ვარგისიანობას.

დაჭრისას გამოიყენეთ უჟანგავი ფოლადი და არა ნახშირბადოვანი ფოლადის დანა, რათა თავიდან აიცილოთ ფიტოქიმიური რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბადრიჯნის გაშავება.

ბოსტნეულს შეიძლება ჰქონდეს ოდნავ მწარე გემო. არავის სურს, რომ ბადრიჯნის სალათა იყოს ასევე მწარე. ამიტომ, მოაყარეთ მას მარილი, ეს გამოყოფს ტენიანობასა და ისეთ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს სიმწარეს. საბოლოოდ კი მიიღებთ საკმაოდ რბილ ნაჭრებს.

ასეთი შედეგის მისაღებად იმოქმედეთ შემდეგნაირად:

  • ბადრიჯანი დავჭრათ ნაჭრებად, კუბიკებად, ზოლებად ან ნახევრად და დავალაგოთ დაფაზე
  • მოაყარეთ მარილი
  • დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ჩამორეცხეთ მარილი და გააშრეთ ნაჭრები
  • შეწვით, გამოაცხვეთ, ორთქლზე მოხარშეთ და ა.შ.

თქვენ მიერ მომზადებული ბადრიჯანი ნიგვზით, თუ სხვა ნებისმიერი ბადრიჯნის კერძი იქნება ბევრად გემრიელი და არომატული. 

დასკვნის სახით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ბოსტნეული არის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანსაღი დიეტური საკვები, რომელიც ორგანიზმს არაერთი სასარგებლო ნივთიერებით ამარაგებს. მისი სწორად მომზადების შემთხვევაში თქვენ გექნებათ უგემრიელესი კერძი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას იდეალურად მოერგება.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.