ჭარხალი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი გამოყენების ბოსტნეულია. მას სპეციფიკური არომატი შემოაქვს ჩვენს რაციონში და რაც მთავარია, ჭარხალი, დიდი ოდენობით შეიცავს ნუტრიენტებს, მდიდარია აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და მცენარეული ნაერთებით, რომელთაგან ბევრს აქვს სამკურნალო თვისებები. როგორ გამოვიყენოთ ჭარხალი სამკურნალოდ და ამ ბოსტნეულის სხვა სიკეთეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვრცელ და ინფორმაციულ ბლოგში, ახლა კი ჭარხლის სალათის რეცეპტით გაგანებივრებთ.
სანამ რეცეპტებზე გადავალთ, ჩვენ ასევე გირჩევთ, როგორ აარჩიოთ ჭარხალი.
საუკეთესო დრო მის შესაძენად არის ივნისიდან ოქტომბრამდე, ამ დროს ეს ბოსტნეული ყველაზე “ახალია”. რაც ბუნებრივია არ გულისხმობს, რომ სხვა დროს არ ვარგა. იდეალურ შემთხვევაში საშუალო ზომის ჭარხალი საუკეთესო ვარიანტია. დიდი და პატარაც სრულიად მისაღებია, მაგრამ დიდი ჭარხლის ხარშვის პროცესი შეიძლება უფრო გაიწელოს. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს მყარი და გლუვი და მოერიდეთ ისეთს, რომელსაც ზედაპირზე დეფექტი აქვს. ჭარხლის ბოლოში ნახავთ ფესვს, რომელიც ცნობილია როგორც “ძირის ფესვი”. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ის, ან მომზადების პროცესში უბრალოდ მოაჭერით.
ჭარხალი საოცრად ტკბილია, მას აქვს ყველაზე მაღალი შაქრის შემცველობა ნებისმიერ ბოსტნეულთან შედარებით, მაგრამ მაინც დაბალკალორიულია – 100 გრამი დაახლოებით 30 კალორიას უდრის.
ჭარხლის სალათა ტყემლით
საქართველოში ამ კერძს დიდი ისტორია აქვს და შესაბამისად ჭარხლის სალათის რეცეპტის ბევრი ვერსია არსებობს. ჩვენ მათგან ერთ-ერთს შემოგთავაზებთ. მნიშვნელოვანია რომ ჭარხალი იყოს ჯანსაღი ბიოპროდუქტი, მოყვანილი ქიმიკატებისა და დანამატების გარეშე.
ინგრედიენტები:
- 4-5 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი
- წითელი ტყემალი 300-400 მლ.
- ნიორი 2-3 თავი
- 10-15 გრამი ხმელი ქინძი
- 10-15 გრამი უცხო სუნელი
- გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა
- გემოვნებით მარილი
მომზადების წესი:
- წითელ ტყემალში აურიეთ ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, მარილი. დაამატეთ წყალი და მოადუღეთ.
- გათალეთ, თხლად დაჭერით ჭარხალი და დაამატეთ ადუღებულ ტყემალს. დატოვეთ ცეცხლზე, სანამ წყალი არ აორთქლდება. დააცადეთ, რომ გაცივდეს და სულ ესაა. შეგიძლიათ მიირთვათ.
ჭარხლის სალათა ზეთით და ძმრით
ტკბილი ჭარხალი, ხრაშუნა ხახვი, შესანიშნავი ზეითუნის ზეთი და ძმარი არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ მარტივი სალათის მოსამზადებლად, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას ერგება.
ინგრედიენტები:
- დაახლოებით 1 კგ. ჭარხალი
- მარილი
- პილპილი
- 1 თავი პატარა ხახვი. წვრილად, სიგრძეზე დაჭერილი.
- ყინულიანი წყალი
- ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
ინტრუქცია:
- ქვაბში მოათავსეთ ჭარხალი, დაასხით წყალი და მოადუღეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და დაახლოებით 20 წუთი დატოვეთ ზომიერ ცეცხლზე. პრინციპი ამ სალათის შემთხვევავშიც იგივეა, როგორც ზემოთ – ადუღეთ მანამ, სანამ დარბილდება. შემდეგ კარგად გადაწურეთ, გააციეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- თასში ჩადეთ ხახვი და დაუმატეთ ყინულიანი წყალი. მოაყარეთ მარილი და და გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად გადაწურეთ.
- თასში ჩაყარეთ ჭარხალი და ხახვი ზეითუნის ზეთთან და ძმართან ერთად. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
ჭარხლის სალათა არაჟნით
ინგრედიენტები:
- 1 კგ. ჭარხალი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 2 სუფრის კოვზი გახეხილი თეთრი ხახვი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ბალზამიანი ძმარი
ინსტრუქცია:
- გააცხელეთ ღუმელი.
- ჭარხალი კარგად გარეცხეთ. მისი გაშრობა არ არის საჭირო.
- თითოეული ჭარხალი მჭიდროდ შეფუთეთ ფოლგაში. ფოლგაში გახვეული ჭარხალი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. გამოაცხვეთ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ჭარხალი შეხებისას უნდა იყოს ნაზი.
- ცოტა ხანი ადროვეთ და როდესაც საკმარისად გაცივდება – მოაცილეთ კანი.
- თასში აურიეთ არაჟანი, თეთრი ხახვი, მარილი, შაქარი და ბალზამიანი ძმარი.
- ჭარხალი დაჭერით კუბებად და აურიეთ არაჟნის სოუსში.
- სასურველია თუ მიირთმევთ დროულად, ან შეინახეთ მაცივარში ჰერმეტულ კონტეინერში.
ჭარხლის სალათა კარტოფილით – სკანდინავიურად
ეს კრემისებრი ხრაშუნა სალათი ნახსენები ძირითადი ინგრედიენტების გარდა შეიცავს ვაშლს, ბოლოკსა და მჟავე კიტრს. იდეალური ვარიანტია პიკნიკისთვის და მსუბუქი ვახშმის ფორმატში პირდაპირ ჯდება.
ინგრედიენტები:
- 450 გრ. ჭარხალი
- 450 გრ. ახალი კარტოფილი
- 1 საშუალო ზომის კიტრი
- 1 პატარა ნაწილებად დაჭრილი ვაშლი
- 2 ცალი პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხახვი
- 3-4 საშუალო ზომის მჟავე კიტრი, ასევე დაჭრილი
- 1 ბოლოკი
- 2 კოვზი არაჟანი
- 2 კოვზი იოგურტი
- ახალი კამა და ახალი ოხრახუში თქვენი გემოვნებით
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
- ჭარხალი მოხარშეთ სანამ არ დარბილდება. დრო მის ზომაზეა დამოკიდებული და წესით დაახლოებით 30-45 წუთი დასჭირდება. თუ ისინი ძალიან დიდებია, ხარშვის პროცესმა შეიძლება ერთი საათი გასტანოს. ნებისმიერ შემთხვევაში შეამოწმეთ სირბილე.
- წყალი გადაწურეთ და დატოვეთ სანამ საკმარისად გაცივდება. შემდეგ გააცალეთ კანი (გაითვალისწინეთ, რომ ადვილად უნდა შორდებოდეს).
- მოხარშეთ კარტოფილი 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ დარბილდება. შემდეგ გადაწურეთ და აცადეთ გაციება.
- ჭარხალი და კარტოფილი დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ დიდ თასში და დაუმატეთ კიტრი, ვაშლი, ხახვი, მჟავე კიტრი და ბოლოკი.
- პატარა თასში აურიეთ არაჟანი, იოგურტი, კამა და ოხრახუში. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს ნაზად შეურიეთ და კერძი მზადაა.
ჭარხლის სალათა ნიგვზით და თხის ყველით
ინგრედიენტები:
- 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი
- მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი
- 2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
- 1/3 ჭიქა ექსტრა ზეითუნის ზეთი
- 1/2 ჭიქა ნიგოზი
- 1 კონა რუკოლა, წვრილად დაჭრილი
- 1/2 თავი ესკაროლი
- 120 გრამი თხის ყველი (სასურველია დაძველებული თხის ყველი)
მომზადების წესი:
- ჩაყარეთ ჭარხალი ქვაბში და დაასხით წყალი რომ ბოლომდე დაიფაროს. შემდეგ მოაყარეთ მარილი. დაადგით მაღალ ცეცხლზე და მანამდე ხარშეთ, სანამ ჭარხალი დარბილდება. როცა ნახავთ რომ მზადაა, დაელოდეთ მის გაციებას და შემდეგ მოაშორეთ კანი – კანი თითების მცირე ზეწოლით უნდა ჩამოიწიოს. თუ ეს საკმარისი არაა, გამოიყენეთ დანა, რომ ჩამოფხიკოთ ნებისმიერი წებოვანი ნაჭერი. თითოეული ჭარხალი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად.
- დიდ თასში თქვენი გემოვნებით ათქვიფეთ ძმარი, მარილი და პილპილი. ნელა მოასხით ზეითუნის ზეთი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ჭარხალი და დასამარინადებლად გააჩერეთ რამდენ ხანსაც მიიჩნევთ საჭიროდ – მინიმუმ 15 წუთიდან 2 საათამდე.
- გააცხელეთ ღუმელი. ნიზოგი დაყარეთ საცხობ ფირფიტაზე და შედეთ ღუმელში. აურიეთ ერთხელ, სანამ არ გახდება ოქროსფერი და დაელოდოთ, დაახლოებით 8 – 10წუთის განმავლობაში.
- რუკოლას და ესკაროლს მოაყარეთ ჭარხალი და გადაანაწილეთ. ზემოდან დაუმატეთ ნიგოზი და თხის ყველი. კერძი მზადაა.