ბრიუსელის კომბოსტო

ბრიუსელის კომბოსტო
სარჩევი

სწორად მომზადებული ბრიუსელის კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბოსტნეულია. მიუხედავად იმისა, რომ უმი ბრიუსელის კომბოსტო ბავშვებისთვის, ასევე ზოგადად, ბევრი ადამიანისთვის მწარე გემოთი გამოირჩევა, მაღალ ტემპერატურაზე მომზადება მას აძლევს მდიდარ, კარამელიზებულ არომატსა და ნაზ ტექსტურას.

ბრიუსელის კომბოსტოს მომზადება რეალურად საერთოდ არაა რთული. ის სწრაფად ჩაანაცვლებს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებს, რისი მიზეზიც ცუდად მოხარშული ბოსტნეულია, რომელიც ძალიან რბილი იყო, საშინელი სუნი და გემო ჰქონდა.

ამ ბლოგში წარმოდგენილი იქნება 4 სხვადასხვა ბრიუსელის კომბოსტოს რეცეპტი. ყველა მათგანი გამოირჩევა გემოთი, პლუს ამას,  ჯანსაღი კვების პრინციპებს არ არღვევენ.

 

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

 

ინგრედიენტები:

  • ბრიუსელის კომბოსტო. ეს უგემრიელესი პატარა მწვანე ბოსტნეული სავსეა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ბოჭკოებითა, C ვიტამინით. შეწვის შემდეგ კომბოსტო  გარედან ხრაშუნა და ნაზი იქნება, ხოლო შიგნიდან მკვრივი.
  • ზეითუნის ზეთი. არ დაინანოთ ზეთი.  მისი დახმარებით ტაფაზე ბოსტნეული იდეალური კარამელიზებული ხდება.
  • მარილი. რეკომენდებულია, რომ გამოიყენოთ kosher salt(კოშერის მარილი), რომელიც არ არის იოდიზებული.  მას აქვს უფრო სუფთა, რბილი გემო, რაც ძალიან გამოგადგებათ. 
  • Შავი პილპილი. გემოვნებით.
  • მჟავა. ამ ბოსტნეულს მჟავა სწყურია – სპრეი დააბალანსებს და აამაღლებს მათ გემოს. ამ რეცეპტში გამოგადგებათ ბალზამიკო, თუმცა, ასევე შეგიძლიათ სცადოთ ლიმონის წვენი, ან სრულიად განსხვავებული ძმარი.

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

მომზადება:

  1. გააცხელეთ ზეთი დიდ, მძიმე ტაფაში (თუჯის ტაფა კარგი არჩევანია). შემდეგ დააწყვეთ ბოსტნეული. 
  2. დაამატეთ სანელებლები და აურიეთ, სანამ ღრმა მუქი ოქროსფერი არ გახდება.
  3. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ძმარი. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი მუჭა პარმეზანი, თხილი ან მწვანილი, ან უბრალოდ მიირთვით ისინი ისე, როგორც არის. რაც მთავარია – უნდა იყოს ცხელი.

 

ბრიუსელის კომბოსტო ფისტაჩიოთი და ბროწეულით

ბრიუსელის კომბოსტოს რეცეპტი გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ მსუბუქი, არაძირითადი კერძი, რომლის მირთმევაც ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 500 გრ კომბოსტო
  • 50 გრ ფისტა
  • 100 გრ ბროწეულის მარცვლები

ბრიუსელის კომბოსტოს რეცეპტი

მომზადების მეთოდი:

  1. გააცხელეთ ზეთი დიდ ტაფაზე საშუალო/მაღალ ცეცხლზე. დაყარეთ კომბოსტო ტაფაზე, დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ დროდადრო ურიოთ. თუ მხოლოდ ოდნავაა ყავისფერი დატოვეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება მუქი ფერის.
  2. დაამატეთ ფისტა და დაელოდეთ სანამ დაიბრაწება. გადმოდგით ცეცხლიდან,  მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები, დაამატეთ მარილი. კერძი მზადაა.

 

ბრიუსელის კომბოსტო პარმეზანით და შემწვარი ნივრით

 

ინგრედიენტები:

  • 600გრ კომბოსტო, განახევრებული
  • 50 გრ. გამდნარი კარაქი
  • 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი
  • პატარა ნაჭრებად დაყოფილი გახუხული პური
  • 25 გ პარმეზანი, წვრილად გახეხილი

ბრიუსელის კომბოსტო კარაქით

მეთოდი:

  1. გააცხელეთ ღუმელი 200C/180C ტემპერატურაზე. კომბოსტო ჩაყარეთ თასში, დაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ ნიორი და შეაზავეთ. კარგად ათქვიფეთ კარაქში, შემდეგ დაუმატეთ პურის ნამსხვრევები, პარმეზანი.
  2. გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე. დარწმუნდით, რომ ისინი ერთმანეთზე მიკრულები არ არიან. პურის ზედმეტი ნარჩენები დააჭერით კომბოსტოს, რათა დაეხმაროთ მათ წებოვნებაში.
  3. დააცადეთ 25-30 წუთი, სანამ კომბოსტო არ გახდება გამჭვირვალე და ოქროსფერი.

 

ბრიუსელის კომბოსტო სეზამითა და ბროწეულით

 

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 400გრ ბრიუსელის კომბოსტო
  • კუბებად დაჭრილი 25გრ. კარაქი
  • 1 ს/კ სეზამის მარცვლები
  • 100 გრ ბროწეულის მარცვლები


ბრიუსელის კომბოსტო სეზამით და ლიმონით

მეთოდი:

  1. დაადგით ტაფა, დაასხით ზეთი, დაყარეთ კომბოსტო.
  2. ცოტა ხანში დაამატეთ კარაქი, რომ ადუღდეს და შეიბრაწოს – კომბოსტო ხრაშუნა, თან მუქი ყავისფერი უნდა იყოს. თუ ისინი ოდნავ ყავისფერია, გააგრძელეთ მომზადება კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში.
  3. დააყარეთ  სეზამის მარცვლები. ყველაფერი აურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები, შემდეგ კომბოსტოს დაამატეთ მარილი და კერძი მზადაა.

 

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.