ბადრიჯანი
თუ ფიქრობთ, რომ ბადრიჯანი შეიძლება მხოლოდ შავი იყოს, მაშინ ჯერ არ გინახავთ ბუნების ეს პატარა ხელოვნების ნიმუში. წარმოგიდგენთ „იორლენდის“ ჭრელ ბადრიჯანს — ბოსტნეულს, რომლიც თავისი ზოლიანი, იასამნისფერი შეფერილობით გამოირჩევა. თუმცა მისი ღირსება მხოლოდ სილამაზეში როდია; კლასიკური შავი ბადრიჯნისგან განსხვავებით, ჭრელი ჯიში ხასიათდება გაცილებით თხელი კანით და მოტკბო გემოთი. ის პრაქტიკულად არ შეიცავს თესლს და არ აქვს სიმწარე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის იდეალური არჩევანი გურმანებისთვის, რომლებსაც სურთ, თეფშზე ნამდვილი ფერების დღესასწაული მოაწყონ.
ბატიბუტის სიმინდი (მარცვალი)
ნატურალური, უსასუქო სიმინდის მარცვლებით მომზადებული ბატიბუტი საუკეთესო სასუსნავია მაშინ, როდესაც გინდათ რამე გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და სასარგებლო მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ბიომეურნეობა იორლენდი თქვენი ჯანმრთელობის გარდა კარგ განწყობაზეც ზრუნავს. ამიტომ გთავაზობთ ორგანული ბატიბუტის მარცვალს.
თაფლი
„იორლენდის“ თაფლი სრულად ბიო გარემოში იწარმოება. საფუტკრის გარშემო რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არ გამოიყენება ქიმიური შეწამვლის საშუალებები, ტერიტორია კი ყორუღლის აღკვეთილს ესაზღვრება. ეს პირობები ფუტკარს საშუალებას აძლევს, ნექტარი სუფთა და მაქსიმალურად ხელუხლებელი არეალიდან შეაგროვოს.
მის გემოსა და არომატს ძირითადად ხეხილისა და ტყის ყვავილები განსაზღვრავს. სწორედ მათი მრავალფეროვნება აძლევს თაფლს მსუბუქ, ნაზ სურნელს, რბილ სიტკბოსა და დაბალანსებულ გემოს.
თეთრი სიმინდის ფქვილი
იორის ნაპირზე, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილი თეთრი სიმინდის ფქვილი გაამდიდრებს თქვენს სუფრას და კვების რაციონს. იორლენდის ბიომეურნეობაში მხოლოდ ნატურალური პროდუქტები მოგვყავს. ამიტომ სიმინდი არის 100 პროცენტით ორგანული. სიმინდის მარცვალი მხოლოდ ქვის წისქვილზე იფქვება. ქვის დოლაბზე დაფქვისას მარცვალი არ ცხელდება და ამიტომ ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.
მწვანე ლობიო
ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია მწვანე ლობიოს გარეშე. ეს არის პროდუქტი, რომელიც ზაფხულის სეზონზე თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. წარმოგიდგენთ „იორლენდის“ უსასუქო მწვანე ლობიოს — ნორჩს, წვნიანს და, რაც მთავარია, უხეში „ძარღვების“ გარეშე. ბევრს არ უყვარს ლობიოს გასუფთავების პროცესი მისი ბოჭკოების გამო, მაგრამ ჩვენი ჯიში გამოირჩევა სინაზით და სწრაფად იხარშება. მას აქვს ნამდვილი, სოფლის ლობიოს გემო, რომელიც იდეალურია როგორც ტრადიციული ჩაშუშულისთვის, ისე მსუბუქი სალათებისა და გარნირებისთვის.
ნიორი
ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია ნივრის გარეშე, როგორც კერძის ხასიათის განმსაზღვრელი მთავარი ინგრედიენტის. წარმოგიდგენთ „იორლენდის“ უსასუქო ნიორს — მძაფრად არომატულ ნაყოფს. იმპორტირებული, ხშირად გამომშრალი და „ფუყე“ ნივრისგან განსხვავებით, ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა ეთერზეთების მაღალი კონცენტრაციითა და სიმკვრივით. ის იდეალურად ინახება, არ ჭკნება და კბილის გაჭრისას გამოყოფს იმ სპეციფიკურ, წებოვან წვენს, რაც მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
ოხრახუში
ოხრახუში ქართული კერძებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი არომატის წყაროა. თუ დიდი ხანია ნამდვილი მწვანილის სურნელი აღარ გიგრძვნიათ, იოლენდის ბოსტნიდან ნატურალურ ქართულ ოხრახუშს შემოგთავაზებთ. ეს ზურმუხტისფერი მცენარე, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოც არის, უსასუქო ნიადაგზე მოყვანისას კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება – შეუდარებელი გემოთი და სურნელით, ხრაშუნა ღეროებით და ეთერზეთების მთელი თაიგულით.
პომიდორი – ჩერი მიქსი
წითელი და ყვითელი ჩერი პომიდვრების სინთეზი გასტრონომიაში ნამდვილი ვიზუალური და გემოვნური დღესასწაულია. ეს ფერადი მიქსი თეფშზე არა მხოლოდ საოცარ ესთეტიკურ კონტრასტს ქმნის, არამედ აერთიანებს ორ სრულიად განსხვავებულ ხასიათს. წითელი ნაყოფი გამოირჩევა კლასიკური, ინტენსიური მოტკბო-მჟავე პროფილითა და გამოკვეთილი პომიდვრის არომატით, მაშინ როცა ყვითელი ჩერი ბევრად უფრო ნაზი, თაფლისებრი სიტკბოთი და დაბალი მჟავიანობით ხასიათდება. მათი ერთად გამოყენება ნებისმიერ კერძს — უმარტივესი სალათიდან დაწყებული, რთული გარნირით დამთავრებული — პროფესიონალური რესტორნის იერსახესა და მრავალფეროვან გემოს ანიჭებს.
როზმარინი
როზმარინი ხმელთაშუაზღვისპირეთის ნამდვილი საჩუქარია, რომელმაც თანამედროვე კულინარიაში თავისი უნიკალური, ფიჭვისა და ციტრუსის მკვეთრი ნოტებით დაიმკვიდრა ადგილი. სხვა ნაზი მწვანილებისგან განსხვავებით, მისი წიწვისებრი ფოთლები ხასიათდება მკვრივი სტრუქტურითა და ეთერზეთების იმდენად მაღალი კონცენტრაციით, რომ სულ მცირე ტოტიც კი საკმარისია კერძის ხასიათის სრულად შესაცვლელად. თერმული დამუშავებისას, როზმარინი არ კარგავს არომატს, პირიქით — მაღალ ტემპერატურაზე და განსაკუთრებით ცხიმთან კონტაქტის დროს, ის ბოლომდე იხსნება და კერძს ღრმა, ტყისთხილისა და მოტკბო-მერქნისებრ სურნელს სძენს.
რქაწითელი – ჩამოსასხმელი
ნამდვილი ქართული ღვინის გემო თუ მოგენატრათ, იორლენდის ქვევრის რქაწითელი უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან დაწურული ჩვენი რქაწითელი ზუსტად ისეთია, როგორიც ღვინის სამშობლოს შეეფერება – ბზინვარე ქარვისფერი და ხავერდოვანი გემოთი. იორლენდის ნიადაგი და კლიმატი იძლევა საშუალებას, რომ ყურძენმა შაქრიანობის მაღალ ზღვარს მიაღწიოს და ამასთან შეინარჩუნოს მჟავიანობის ბალანსიც. ტრადიციის, თანამედროვე ტექნოლოგიისა და ადგილობრივი ნიადაგების გავლენით აქვს დაძველების დიდი პოტენციალი.
საფერავი – ჩამოსასხმელი
ნამდვილი ქართული ღვინის გემო თუ მოგენატრათ, იორლენდის საფერავი უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან დაწურული ჩვენი საფერავი ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ღვინის სამშობლოს შეეფერება – გაუმჭვირვალე ბროწეულისფერი, ძლიერი, არომატული და ხავერდოვანი.
სიმინდი აბაშის თეთრი (მარცვალი)
იორის ნაპირზე, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილი ორგანული თეთრი სიმინდი შეავსებს თქვენს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით. ეს არის პროდუქტი, რომელიც სასარგებლოს და სასიამოვნოს შესანიშნავ კომბინაციას ქმნის.
ბიომეურნეობის ნიადაგი არ მუშავდება ქიმიური სასუქით, ამიტომ სიმინდი არის სრულად ორგანული და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიმინდი არ შეიცავს გლუტენს. მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა.
სიმინდი აბაშის ყვითელი (მარცვალი)
იორის ნაპირზე, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილი ნატურალური „აბაშის ყვითელი“ შეავსებს თქვენს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით. ეს არის პროდუქტი, რომელიც სასარგებლოს და სასიამოვნოს შესანიშნავ კომბინაციას ქმნის. აბაშის ყვითელს გამორჩეული, ოდნავ მოტკბო გემო აქვს, რაც მას გურმანებისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს. ჩვენი ბიომეურნეობის ნიადაგი არ მუშავდება ქიმიური სასუქით, ამიტომ სიმინდი არის ორგანული და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიმინდი არ შეიცავს გლუტენს და მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა.
ქისი – ჩამოსასხმელი
ნამდვილი ქართული ღვინის გამორჩეული ხასიათი თუ მოგენატრათ, იორლენდის ქისი უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან ქვევრში დაწურული ჩვენი ქისი ზუსტად ისეთია, როგორიც ღვინის სამშობლოს უძველეს ტრადიციებს შეეფერება – მუქი ქარვისფერი, სრულსხეულიანი და არომატული. კახეთის ბარაქიანი მიწა და ცხელი კლიმატი საშუალებას იძლევა, რომ ამ ჯიშმა საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.
ქისის ღვინოში მკაფიოდ იგრძნობა ხილის სასიამოვნო არომატები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ქისს კულინარიულ ღვინოს უწოდებენ. ის შესანიშნავად შეეხამება კახურ ტრადიციულ სამზარეულოს. ასევე კახური წესით მომზადებულ ტბის თევზეულს.
ღერღილი თეთრი სიმინდის
თეთრი სიმინდის ღერღილი ქართული სამზარეულოს ნამდვილი სულია და ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ ინგრედიენტს წარმოადგენს. ვიზუალურად ის გამოირჩევა სუფთა, ქათქათა თეთრი შეფერილობითა და მსხვილი, უხეში ფრაქციებით. ჩვეულებრივი, წვრილად დაფქული სიმინდის ფქვილისგან განსხვავებით, ღერღილი ხარშვის პროცესში სრულად არ იშლება. ის ინარჩუნებს თავის სტრუქტურას და ქმნის სასიამოვნო, ტექსტურირებულ ფაფისებრ მასას. მისი გემოვნური პროფილი საკმაოდ ნეიტრალურია, თუმცა დაჰკრავს მსუბუქად მოტკბო და მიწისებრი, ბუნებრივი ნოტები. სწორედ ეს ნეიტრალურობა აქცევს მას საუკეთესო, დამამშვიდებელ ფონად ქართული სუფრის ინტენსიური და პიკანტური კერძებისთვის.
ყვითელი სიმინდის ფქვილი
იორის ნაპირზე, ნაყოფიერ ნიადაგზე მოყვანილი „აბაშის ყვითელი“ გაამდიდრებს თქვენს სუფრას და კვების რაციონს. აბაშის ყვითელს გამორჩეული, ოდნავ მოტკბო გემო აქვს, რაც მას გურმანებისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს. ჩვენი ბიომეურნეობის ნიადაგი არ მუშავდება ქიმიური სასუქით, ამიტომ სიმინდი არის 100 პროცენტით ორგანული და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიმინდი მდიდარია ვიტამინებთ და მინერალებით. არ შეიცავს გლუტენს და მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა.
წითელი აჯიკა
წითელი აჯიკა ტრადიციული, კონცენტრირებული პასტირების სუნელია, რომელიც ინტენსიური წითელი ფერითა და მკვეთრად გამოხატული პიკანტურობით ხასიათდება. პროდუქტის სტრუქტურა და გემოვნური პროფილი ეფუძნება ბიო ინგრედიენტების ზუსტ ბალანსს: ცხარე წიწაკას, ნიორს, უცხო სუნელს, ქინძსა და მარილს. თითოეული კომპონენტი სპეციფიკურ როლს ასრულებს — ცხარე წიწაკა უზრუნველყოფს საბაზისო სიმწვავეს, ნიორი მასას ამატებს ეთერზეთების მძაფრ სურნელს, ხოლო უცხო სუნელისა და ქინძის ნაზავი არომატს აბალანსებს და მას უფრო კომპლექსურს ხდის.
წიწაკა – ცხარე (მწვანე)
ქართული სუფრის ხასიათს ხშირად სწორედ სიმწარე განსაზღვრავს. წარმოგიდგენთ „იორლენდის“ უსასუქო მწვანე ცხარე წიწაკას — მკვეთრი სიცხარის, ხრაშუნა ტექსტურისა და მძაფრი არომატის მქონე პროდუქტს. ბევრი იმპორტირებული წიწაკისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ „წვავს“, ჩვენი წიწაკა გამოირჩევა გემოვნური მრავალფეროვნებითაც. ის იდეალურია როგორც ცოცხალი მოხმარებისთვის (მადის გასაძლიერებლად), ისე ტრადიციული კერძებისა და მწნილების მოსამზადებლად.
ხახვი – ყვითელი
ყვითელი ხახვი ნებისმიერი ტრადიციული თუ თანამედროვე სამზარეულოს ფუნდამენტია. წითელი ან ახალი ჯიშებისგან განსხვავებით, მას აქვს ყველაზე მკვეთრად გამოხატული, მძაფრი და პიკანტური არომატი ცოცხალ მდგომარეობაში. თუმცა მისი ნამდვილი მაგია თერმული დამუშავებისას ვლინდება — მოთუშვისა თუ შეწვის პროცესში მძაფრი ეთერზეთები ორთქლდება, ბოლქვი რბილდება და ინტენსიურ, ღრმა და ბუნებრივად ტკბილ, კარამელისებრ გემოს იძენს. ეს ინგრედიენტი კერძს იმ აუცილებელ, საბაზისო ფონს აძლევს, რომლის გარეშეც სრულფასოვანი გასტრონომიული გამოცდილება წარმოუდგენელია.
ხახვი – წითელი
წითელი ხახვი კულინარიაში ესთეტიკისა და ნაზი, პიკანტური გემოს საუკეთესო სინთეზია. სტანდარტული თეთრი ან ყვითელი ჯიშებისგან განსხვავებით, ის ხასიათდება ბევრად უფრო მსუბუქი, მოტკბო პროფილით და ნაკლებად მძაფრი არომატით, რაც მას იდეალურს ხდის ცოცხლად მოსახმარად. მისი მუქი იისფერი-წითელი ფენა და ხრაშუნა ტექსტურა კერძს არა მხოლოდ ვიზუალურად ამდიდრებს, არამედ სასიამოვნო, დამაბალანსებელ სიმსუბუქეს სძენს. დაჭრისას ის გამოყოფს გაცილებით ნაკლებ ეთერზეთებს (რაც თვალის წვას იწვევს), თუმცა სრულად ინარჩუნებს ხახვისთვის დამახასიათებელ აუცილებელ სიმკვრივესა და ხასიათს.
არტიშოკი
ნატურალური საკვების მიღება ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. ჯანსაღი კვების რაციონში კი გამორჩეული ადგილი ნამდვილად უკავია სილამაზითაც გამორჩეულ ბოსტნეულს, რომელიც ერთ შეხედვით შესაძლოა დეკორატიული მცენარეც კი გეგონოთ. წარმოგიდგენთ იორლენდის უსასუქო არტიშოკს – სასარგებლო, ნუტრიენტებით მდიდარ და დაბალკალორიულ მცენარეს, რომელიც თქვენს რაციონში ნამდვილად უკონკურენტო პროდუქტად იქცევა. ორგანული მეთოდებით მოყვანილი ჩვენი არტიშოკი არის მკვრივი, ხორციანი, არომატული და ვიტამინებით სავსე. ბიოტექნოლოგიების მეშვეობით მცენარე მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებს და დახვეწილ გემოს.












































