ადრე გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი ვიტამინების და მინერალების შიმშილს განიცდის, ჩვენს სამზარეულოებში აუცილებლად უნდა დატრიალდეს ახალი მწვანილების და ბოსტნეულის მაცოცხლებელი სურნელი. არომატების ეს კოქტეილი კი წარმოუდგენელია ახალი ნივრის პიკანტური ნოტების გარეშე. ახალი ნიორი, რომელიც ნამდვილი ანტიოქსიდანტური ელექსირია, თერმული დამუშავების გარეშე და ხშირად მთლიანად მოიხმარება – ანუ კულინარიაში ვიყენებთ ბოლქვსაც და ღეროსაც. სწორედ ამიტომ ახალი ნივრის მოყვანისას ნიადაგის ეკოლოგიურ სისუფთავეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “იორლენდის” ბიომეურნეობაში ახალი ნიორი ბიოსტანდარტების სრული დაცვით, ღია გრუნტზე, ადრეულ გაზაფხულზე მოგვყავს.
ბიოსტანდარტების დაცვა სრულად გამორიცხავს აზოტოვანი სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას. მცენარე იზრდება ბუნებრივი ტემპით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი ფოთლები არ იყოს უხეში და გამომშრალი, ხოლო ბოლქვი ინარჩუნებდეს მაქსიმალურ წვნიანობასა და ეთერზეთების ბუნებრივ ბალანსს.
ყველა სახის ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილი თუ ხილი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბუნებრივი საშუალებებითა და თანამეზობლობის პრინციპით ხარობს – ერთი მცენარე ეხმარება მეორეს მავნებლებისგან დაცვაში.
რატომაა ახალი ნიორი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო?
ნედლი ნიორი შენახული ნივრისგან უფრო ნაზი, წვნიანი ტექსტურით და ნაკლებად აგრესიული გემო გემოთი განსხვავდება, თუმცა სხვაობა მხოლოდ ვიზუალური და გემოვნური თვისებები არ არის – ბუნებამ იცის, რომ ზამთრის შემდეგ ორგანიზმს განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროება. ამიტომ ნედლი ნიორი სავსეა ალიცინით – ორგანული ნაერთით, რომელსაც უძლიერესი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ალიცინი ჩვენი იმუნიტეტეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველია. სწორედ ალიცინი აძლევს ნიორს განსაკუთრებულ არომატსაც.
ძველი ნივრისგან განსხვავებით, ახალი ნიორი გაცილებით მსუბუქად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ნაკლებად აღიზიანებს ლორწოვან გარსს, ამიტომ მისი ცოცხლად მოხმარება ბევრად კომფორტულია.
ამავდროულად, ნედლი ნიორი მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეფექტიანად ებრძვიან ორგანიზმში ოქსიდაციურ სტრესსა და საგაზაფხულო დაღლილობას (ავიტამინოზს); ამასთან, ხელს უწყობენ სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ნიორი ეხმარება ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში.
როგორ გამოვიყენოთ ახალი ნიორი კულინარიაში?
ახალი ნივრის ზომიერი სიცხარე და მცენარეული სიტკბო მას გაზაფხულის მენიუს უნივერსალურ ინგრედიენტად აქცევს. „იორლენდის“ პროდუქტებთან კომბინაციაში ის შეუცვლელია შემდეგ ვარიაციებში:
- საგაზაფხულო ჩაქაფული: ქართული კულინარიის შედევრი წარმოუდგენელია დაჭრილი ახალი ნივრის, ტყემლის, ორგანული ახალი ხახვისა და ტარხუნისა სინთეზის გარეშე;
- გამომცხვარი გარნირი: ღუმელში გამომცხვარი ნატურალური ახალი კარტოფილი, ზემოდან მოყრილი წვრილად დაჭრილი მწვანე ნიორი და ზეითუნის ზეთი — იდეალური და მსუბუქი კერძია;
- ცოცხალი აპეტაიზერი: ახალი ნივრის ღეროები, ტრადიციული მლაშე ყველი და შოთის პური საუკეთესო, მადისაღმძვრელი კომბინაციაა;
- ომლეტი და საუზმე: კარაქში ოდნავ მოთუშული ახალი ნივრის რგოლები ერბოკვერცხსა და ფრიტატას წარმოუდგენელ სიხალისესა და პიკანტურობას მატებს;
- სალათები და სოუსები: წვრილად დაჭრილი თეთრი ბოლქვი იდეალურად ეხამება ცოცხალი კიტრისა და პომიდვრის ცოცხალ სალათებს, ასევე მწვანე, დაბლენდერებულ სოუსებს (მაგ., პესტოს ალტერნატივებს).
- ჯანსაღი სოუსი ნედლი ნივრით და იორლენდის ბიოპროდუქტებით:
ნედლი ნიორი: 2-3 თავი. შეგიძლიათ ნაზი, მწვანე ღეროებიც გამოიყენოთ.
ნორჩი მწვანილები: თითო კონა ქინძი, კამა და ოხრახუში.
ზეითუნის ზეთი: 1/2 ჭიქა (ცივი დაწურვის, Extra Virgin)
ლიმონის წვენი: 1-2 სუფრის კოვზი.
მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი: გემოვნებით.
გაასუფთავეთ ახალი ნიორი. კბილები და მწვანე ღეროების ნაზი ნაწილი წვრილად დაჭერით ან დასრისეთ. გააჩერეთ დაფაზე 5-10 წუთი – ეს დრო სჭირდება ალიცინის სრულად გააქტიურებას. მწვანილები კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და ძალიან წვრილად დაკეპეთ. თუ უფრო ერთგვაროვანი, პასტისებრი სტრუქტურა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ბლენდერიც გამოიყენოთ.ღრმა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი ნიორი, მწვანილი, მარილი და პილპილი. ნელ-ნელა ჩაასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი, თან კოვზით კარგად სრისეთ, რომ მწვანილმა და ნიორმა წვენი გამოუშვას და ზეთს შეერიოს. გემრიელად მიირთვით!
რომელი ღვინო უხდება ნედლ ნიორს?
ახალი ნივრის მცენარეულ არომატებს და მისი მონაწილეობით მომზადებულ საგაზაფხულო, მსუბუქ კერძებს მკვეთრი მჟავიანობისა და სიხალისის მქონე ღვინო სჭირდება.
საუკეთესო ენოგასტრონომიულ პარტნიორობას ქარვისფერი მწვანეს და ხიხვის კუპაჟი გაგიწევთ, რომელთა ციტრუსოვანი პროფილი იდეალურად დააბალანსებს ნივრის პიკანტურობას.
თუ მას ხორციან ჩაშუშულებთან (მაგ. ჩაქაფულთან) ერთად მიირთმევთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ქვევრის რქაწითელი ან ქისი.




















