კარტოფილი გაცილებით უფრო მდიდარი და საინტერესო პროდუქტია, ვიდრე უბრალოდ „ნახშირწყლების წყარო“. მისი სასარგებლო თვისებები კი უფრო უმჯობესდება მაშინ, როდესაც პროდუქტს ბიომეურნეობაში, ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გარეშე ვზრდით. „იორლენდის“ კარტოფილი კახეთის ღია გრუნტზე ქიმიური სასუქებისა და ზრდის სტიმულატორების გარეშე მოგვყავს. ორგანულ წარმოებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ახალი კარტოფილის შემთხვევაში, რადგან ნაყოფი სწრაფად ითვისებს ნიადაგიდან ნივთიერებებს, მისი კანიანად მოხმარება კი ტრადიციული და სასურველი პრაქტიკაა.
ქიმიკატებისგან თავისუფალი გარემო უზრუნველყოფს იმას, რომ ტუბერის ზედაპირი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ბუნებრივი ვეგეტაციის პირობებში მცენარე ნელა და სტაბილურად აგროვებს საჭირო მიკროელემენტებს, რაც გამორიცხავს ნაყოფის ზედმეტ წყლიანობას, უგემურობასა და სტრუქტურის დარღვევას.
ახალი კარტოფილის მიკროელემენტები და ფიზიოლოგიური სარგებელი
ფიზიოლოგიური სარგებლის კუთხით, ახალი კარტოფილის შემადგენლობა დამწიფებული კარტოფილისგან ოდნავ განსხვავებულია – ის გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით, თუმცა დაბალი სახამებლიანობისა და მაღალი ტენიანობის გამო, ის გაცილებით დაბალკალორიულია, ვიდრე სრულად მომწიფებული კარტოფილი, ამიტომ იდეალურად ერგება დიეტურ რაციონს.
ზოგადად კარტოფილი C ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა(დღიური ნორმის თითქმის 30-40%), რომლის კონცენტრაციაც მის თხელ კანში ხდება. ამასთან, ის აქტიურად ამარაგებს ორგანიზმს კალიუმით, რაც აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. საოცარია, თუმცა ფაქტია, რომ კარტოფილი კალიუმის ერთ-ერთი ჩემპიონია. ის უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი.
ახალ კარტოფილში შემავალი რთული ნახშირწყლები და მცენარეული ბოჭკო ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ნაწლავების ჯანსაღ პერისტალტიკას.
თუ ახალი კარტოფილის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ დამწიფებული ყვითელი კარტოფილი დააგემოვნოთ, რომელიც იგივე პირობებში ბიო წესით მოგვყავს.
ახალი კარტოფილის გამოყენების გზები და გემოვნური კომბინაციები
ახალი კარტოფილის ნაზი ტექსტურა მოითხოვს მინიმალურ კულინარიულ ჩარევას, რათა მისი პირვანდელი ფორმა და სიტკბო შენარჩუნდეს. „იორლენდის“ სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში ის გამოიყენება:
- კლასიკური მოხარშული გარნირი: კანიანად მოხარშული ახალი კარტოფილი, შეზავებული კარაქით, „იორლენდის“ ცოცხალი კამითა და მცირეოდენი მარილით — გაზაფხულის სეზონის საუკეთესო, მინიმალისტური კერძია;
- ტაფაზე შემწვარი: მთლიანი ან შუაზე გაჭრილი პატარა ნაჭრები ცხელ ტაფაზე იკეთებს თხელ, ხრაშუნა ქერქს, შიგნით კი რჩება რბილი და წვნიანი;
- ღუმელში გამომცხვარი: „იორლენდის“ ნიორთან, წითელ ხახვსა და ზეითუნის ზეთთან ერთად გამომცხვარი ახალი კარტოფილი იდეალური თამნხმლებია შემწვარი საქონლის ან ფრინველის ხორცისთვის;
- მოხარშული და გაგრილებული ახალი კარტოფილი საუკეთესო ბაზაა სალათებისთვის, „იორლენდის“ ხრაშუნა კიტრთან, რუკოლასთან და მდოგვის დრესინგთან ერთად;
- ტრადიციულ ჩაქაფულსა თუ ახალ ტყემალში მომზადებულ ხორცის კერძებში ის ინარჩუნებს სიმკვრივეს და იდეალურად იწოვს მჟავე სოუსის არომატებს.
ღვინისა და კერძის სინთეზი
ვინაიდან ახალი კარტოფილი ასოცირდება გაზაფხულის სიხალისესთან და უმეტესწილად მზადდება დიდ რაოდენობა მწვანილთან (კამა, ტარხუნა, ქინძი) ერთად, მას საუკეთესოდ მსუბუქი, მაღალი მჟავიანობის მქონე თეთრი ღვინოები შეესაბამება.
„იორლენდის“ მწვანე და ხიხვი ან რქაწითელი სრულყოფილად გაუსვამს ხაზს კერძის მცენარეულ არომატებს და დააბალანსებს კარაქის ან ზეთის ცხიმიანობას.






















