გოგრის ეს დესერტი, მასში შემავალი ინგრედიენტების გათვალისწინებით, ვიტამინების ნამდვილი საბადოა:
გოგრა (საშუალო ზომის) – 1,5 კგ
ქიშმიში – 100 გრ
ვაშლი – 1-2 ცალი
ფორთოხალი – 1-2 ცალი
დარიჩინი დაფქული – 1 ჩ.კ.
შაქარი – 3-4 ს.კ.
გოგრა გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ, შემდეგ შუაზე გაჭერით, თესლისგან და „ძაფებისგან“ გაასუფთავეთ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
ნაჭრები დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე და 170°С-ზე 20-25 წუთი აცხვეთ.
ამასობაში, ვაშლი გაფცქვენით, ამოაჭერით თესლები, გარეცხეთ და პატარა ნაჭებად დაჭერით;
ქიშმიში გარეცხეთ, ნარჩენი წყალი კარგად გადაწურეთ – ეცადეთ, მაქსიმალურად მშრალი იყოს;
ფორთოხალი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და წვენი გამოწურეთ;
ღუმლიდან გოგრის ნაჭრები გამოიღეთ და კანი მოაცალეთ – ის უკვე დარბილებული იქნება და მარტივად გაიფცქვნება. გოგრის რბილობი კი საშუალო კუბებად დაჭერით.
დაჭრილი გოგრა, დაჭრილი ვაშლი და ქიშმიში მოათავსეთ სქელკედლებიან, დაბალ ქვაბში, რომელსაც სახურავი აქვს, დააყარეთ შაქარი (ან თაფლი) და დარიჩინი. ეს ყველაფერი ფრთხილად ამოურიეთ, შემდეგ კი ზედ დაასხით ცხელი წყალი, ისე რომ წყლის დონე ქვაბში მოთავსებული პროდუქტების მესამედს არ აცდეს. წყალი ბევრი არ მოგივიდეთ – ცხობის დროს გოგრაც გამოყოფს წვენს, საბოლოო ჯამში კი სითხემ პროდუქტები ოდნავ უნდა დაფაროს.
ქვაბს დაახურეთ თავსახური და შედგით ღუმელში – მზადდება 160 გრადუსზე, 1-1,5 საათს განმავლობაში.
სუფრასთან მიიტანეთ პატარა ფიალებით – სანაყინე ჯამებიც გამოგადგებათ.
გემრიელად მიირთვით!
იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.