იორლენდში მოყვანილი მწვანე ტომატილო, ისევე როგორც ნებისმიერი ჯიშის პომიდორი სრულად ორგანული პროდუქტია. როგორც ჩვენი ყველა სხვა პროდუქტი, ტომატილო მოყვანილია ქიმიური სასუქების, პესტიციდებისა და გმო-სგან აბსოლუტურად თავისუფალ, ბუნებრივ გარემოში, სადაც თითოეული ნაყოფი ინარჩუნებს მაქსიმალურ კვებით ღირებულებას, ვიტამინებსა და ცოცხალ არომატს.
მწვანე ტომატილოს გამოყენება:
- სალათებში: იდეალურია ახალი, ფერადი ბოსტნეულის სალათებისთვის — სძენს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და ცოცხალ, პიკანტურ გემოს.
- კულინარიაში: შესანიშნავია გრილზე შესაწვავად, სოუსების (განსაკუთრებით მწვანე სალსას), მარინადების, პასტისა და პიცის მოსამზადებლად.
- წახემსება: ნაზი და ტკბილი რბილობის წყალობით, ძალიან გემრიელია უმად მითმევისას.
სასარგებლო თვისებები:
ტომატილიო სრულ სიმწიფეშიც მწვანე რჩება, რადგან ის ნივთიერებების განსაკუთრებულ კომბინაციას შეიცავს:
● ქლოროფილი და ძლიერი ანტიოქსიდანტები – მწვანე ფერი ქლოროფილის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. ქლოროფილი ცნობილია თავისი დეტოქსიკაციური თვისებებით — ის ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნაში, ასევე უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს.
- მწვანე ტომატილო მდიდარია C და A ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
- C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია კანის, სახსრებისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.
- ეხმარება ორგანიზმს მცენარეული საკვებიდან რკინის უკეთ ათვისებაში.
- მწვანე ჯიშებში განსაკუთრებით მაღალია ლუტეინისა და ცეაქსანტინის კონცენტრაცია. ეს ანტიოქსიდანტები იცავს თვალის ბადურას მავნე სხივებისგან და ამცირებს მხედველობის გაუარესების რისკს.
- ტომატილო დაბალკალორიულია და მდიდარია უჯრედისით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
შენახვის პირობები:
მწვანე ტომატილო ინახება მშრალ, გრილ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ხანგრძლივი სიქორფის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია შენახვა +8°C-დან +12°C-მდე ტემპერატურაზე.

































