ბროკოლის სუპი-პიურე პიტნითა და რიკოტათი

ბროკოლის სუპი პიტნით

ბროკოლის სუპი პიტნითა და რიკოტათი ორიგინალური, სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი კერძია. თუ გსურთ, რომ ოჯახის წევრებს გემრიელი, თანაც ჯანსაღი და სასარგებლო სადილით გაუმასპინძლდეთ, ამ კერძის მომზადება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

ინგრედიენტები

ნიორი – 1 კბილი
პიტნა – 1/2 კონა
ნიახური – 2 ღერი
ბროკოლი – 400 გ
ზეითუნის ზეთი – 1-2 სუფრის კოვზი
ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი – 1 ლიტრი
მარილი – გემოვნებით
დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით
რიკოტა – გემოვნებით

მომზადების წესი

ნიორი და პიტნა წვრილად დაჭერით, ნიახური და ბროკოლი კი – მსხვილად;

ქვაბში ჩაასხით ზეთი და საშუალო ცეცხლზე დაადგით, დაუმატეთ ნიორი და ნიახური და 2-3 წუთის განმავლობაში შუშეთ. ამის შემდეგ დაამატეთ კომბოსტო და ბულიონი და დაახლოებით 5 წუთი ადუღეთ, სანამ ბროკოლი არ დარბილდება;

ბროკოლის სუპის მომზადება

წვნიანი გააგრილეთ და დააბლენდერეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და სუფრასთან რიკოტასთან და პიტნის ფოთლებთან ერთად მიიტანეთ.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლის სარგებლობა ამ ბოსტნეულის შემადგენლობით არის განპირობებული. ბროკოლი შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს: А, С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას და ბეტა-კაროტინს.

ის შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.