საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გოგრის ჯანსაღი დესერტი

არ არის მარაგში
ნატურალური თაფლი

თაფლი

350 გრამი
არ არის მარაგში
ორგანული ქონდარიიორლენდის ქონდარი

ქონდარი

100 გრამი
არ არის მარაგში
ქისი ჩამოსასხმელისაფერავი, ქისი, რქაწითელი, ხიხვი და მწვანე
არ არის მარაგში
რქაწითელირქაწითელი

საფერავი – ჩამოსასხმელი

5 ლიტრი
Price range: 100,00 ₾ through 180,00 ₾
არ არის მარაგში
Place holder
არ არის მარაგში

ატამი

1 კგ
არ არის მარაგში
არ არის მარაგში
არ არის მარაგში

  • 120 წთ
  • მარტივი
  • 5 პორცია

გოგრის ეს დესერტი, მასში შემავალი ინგრედიენტების გათვალისწინებით, ვიტამინების ნამდვილი საბადოა:

  • გოგრა, მიუხედავად იმისა, რომ 90% წყლისგან შედგება, შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიც არის А, С, Е, D, РР, К, B ჯგუფი და უიშვიათესი ვიტამინი Т;
  • ქიშმიში მდიდარია კალიუმით და რკინით;
  • ფორთოხალი – C ვიტამინის წყაროა;
  • დარიჩინი – დიდი რაოდენობით შეიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს მანგანუმს (Mn)აუმჯობესებს.

ინგრედიენტები

  • გოგრა (საშუალო ზომის) – 1,5 კგ
  • ქიშმიში – 100 გრ
  • ვაშლი – 1-2 ცალი
  • ფორთოხალი – 1-2 ცალი
  • დარიჩინი დაფქული – 1 ჩ.კ.
  • შაქარი – 3-4 ს.კ.

მომზადების წესი

გოგრა გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ, შემდეგ შუაზე გაჭერით, თესლისგან და „ძაფებისგან“ გაასუფთავეთ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით.

ნაჭრები დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე და 170°С-ზე 20-25 წუთი აცხვეთ.

ამასობაში, ვაშლი გაფცქვენით, ამოაჭერით თესლები, გარეცხეთ და პატარა ნაჭებად დაჭერით;
ქიშმიში გარეცხეთ, ნარჩენი წყალი კარგად გადაწურეთ – ეცადეთ, მაქსიმალურად მშრალი იყოს;
ფორთოხალი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და წვენი გამოწურეთ;

ღუმლიდან გოგრის ნაჭრები გამოიღეთ და კანი მოაცალეთ – ის უკვე დარბილებული იქნება და მარტივად გაიფცქვნება. გოგრის რბილობი კი საშუალო კუბებად დაჭერით.

დაჭრილი გოგრა, დაჭრილი ვაშლი და ქიშმიში მოათავსეთ სქელკედლებიან, დაბალ ქვაბში, რომელსაც სახურავი აქვს, დააყარეთ შაქარი (ან თაფლი) და დარიჩინი. ეს ყველაფერი ფრთხილად ამოურიეთ, შემდეგ კი ზედ დაასხით ცხელი წყალი, ისე რომ წყლის დონე ქვაბში მოთავსებული პროდუქტების მესამედს არ აცდეს. წყალი ბევრი არ მოგივიდეთ – ცხობის დროს გოგრაც გამოყოფს წვენს, საბოლოო ჯამში კი სითხემ პროდუქტები ოდნავ უნდა დაფაროს.

ქვაბს დაახურეთ თავსახური და შედგით ღუმელში – მზადდება 160 გრადუსზე, 1-1,5 საათს განმავლობაში.

სუფრასთან მიიტანეთ პატარა ფიალებით – სანაყინე ჯამებიც გამოგადგებათ.

გემრიელად მიირთვით!

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

Sidebar
✕
✕