აგროტურიზმი საქართველოში

სარჩევი

ტურიზმი საქართველოში 

ორ ქედსა და ორ ზღვას შორის მოქცეული კავკასიის გული, საქართველო, უკვე ასობით წელია აჯადოებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს უძველესი ტრადიციებით, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და საუცხოო მასპინძლობით. უკანასკნელი წლების მანძილზე (პანდემიის გამოკლებით, რა თქმა უნდა) მოგზაურობა საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იზრდება ტურისტებისა და მათ მიერ აქ გატარებული დროის რაოდენობა, ის აქტივობები კი, რომლებსაც შიდა თუ გარე ტურისტები უთმობენ დროს უფრო და უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი ხდება.

ტურიზმის უკვე დამკვიდრებული მიმდინარეობებიდან გამორჩეულია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ნამდვილად საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია – უძველესი ქალაქები, სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები და მუზეუმები ნამდვილად მრავლად მოიპოვება, და ასე რომ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება დედაქალაქიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ.

არანაკლებ საინტერესო, თვალისმომჭრელ და მრავალფეროვან გამოცდილებებს გვპირდება ქართული ბუნება –  აქტიური დასვენების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ხელუხლებელ ტყეებსა და მიუწვდომელ ტბებს, რომლებიც მშვენიერი ხედებისა და არაჩვეულებრივი ატმოსფეროს გარდა ბუნებასთან სიახლოვით მოგვრილ სულიერ სიმშვიდესაც გპირდებათ. 

აქტიურ დასვენებასთან ერთად თუ ქვეყნის ბიოსფეროს უფრო ახლოდან შესწავლა, მის მოვლაში მონაწილეობის მიღება და ქვეყნის სამეურნეო ტრადიციების გაცნობა გსურთ, კარგი იქნება თუ აგროტურიზმზე დაფიქრდებით, რადგან იგი მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას, ფოლკლორს, ავთენტურ კულინარიასა და რეალურ მეწარმეთა ცხოვრებას.

agroturizmi sakartveloshi mtisa da baris fonze

რატომ აგროტურიზმი

ინდუსტრიულმა რევოლუციამ დროთა განმავლობაში ცხოვრების ტემპის შენელებასა და ბუნებასთან დაახლოებაზე მოთხოვნა გაზარდა, ქალაქის ხმაურით გადაღლილი ადამიანები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ეძებენ ფერმებისა და რურალური დასახლებების სიახლოვეს დასვენების შესაძლებლობებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აგროტურიზმის კონტექსტში დასვენება სამეურნეო საქმეში, მაგალითად მიწათმოქმედებაში, ცხოველების მოვლასა და დალაგებაში, ჩართულობასაც მოიცავს. ესე იგი აგროტურიზმი ორმხრივად სარგებლიანი პროცესია – მოგზაურებს იგი ეხმარება ბუნებასთან დაახლოებას, საკვების წარმოების პროცესის შემეცნებასა და ავთენტური კულტურის გაცნობაში, ადგილობრივ მოსახლეობას კი აძლევს შემოსავლის ახალ წყაროს, საკუთარი გამოცდილებისა და ამბის გაზიარების შანსს და ხანდახან დატვირთვასაც კი უმცირებს. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ თუ როგორი სასარგებლოა აგროტურიზმი საქართველოში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, რაც უფრო ეკომეგობრულ და მდგრადად განვითარებად ქვეყნად გვაქცევს.

აგროტურიზმი საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ აგროტურიზმი საქართველოში ჯერ კიდევ ახლა იკიდებს ფეხს, ქვეყნის მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ჟამთა სვლის მიუხედავად კარგად შემონახული სამეწარმეო მეთოდები და ჩვეული სტუმართმოყვარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ამ სექტორში საქართველოს ულევი პოტენციალი გააჩნია. მეტიც, ხშირად რეგიონებში სტუმრობისას გაუცნობიერებლად სწორედ რომ აგროტურიზმში ვერთვებით – ლოკალურ ფერმერებსა ვეცნობით, მათ საქმიანობას ვაკვირდებით, ვსვამთ შეკითხვებს და რა საკვირველია დახმარებასაც ვცდილობთ როგორც შეგვიძლია.

აგროტურიზმი ულევი რაოდენობით აქტივობებს შეიძლება მოიცავდეს, დაწყებული სპეციალიზებული მუზეუმებისა და ფესტივალების სტუმრობით, დამთავრებული კონტაქტური ზოოპარკებით, თუმცა აგროტურიზმი საქართველოში განსაკუთრებით რამდენიმე მიმართულებით არის განვითარებული.

მეღვინეობა 

დამკვიდრებული ვაზის კულტიდან გამომდინარე ალბათ არ გაგვიკვირდება ის, რომ აგროტურიზმი საქართველოში ძირითადად მეღვინეობასთან ასოცირდება. ყოველ შემოდგომას მოსდევს რთველთან დაკავშირებული ფუსფუსი, რაღა თქმა უნდა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში. ყურძნის კრეფა, დაწურვა და ღვინის დაგემოვნება სწორედ ის აქტივობებია რომლისთვისაც ბევრი ყოველ წელს მიემგზავრება ქალაქიდან, გაურბის გადატვირთულ ყოველდღიურობას და თავშესაფარს პოულობს. იმის გათვალისწინებით კი რომ ეს გამოცდილება გვაძლევს საშუალებას მივიღოთ დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორებიცაა ღვინის ტექნოლოგიები, საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშები და ზოგადად, ჯანსაღი სოფლის პროდუქტები, მარტივია იმის გაგება თუ რატომ არის აგროტურიზმი საქართველოში ასეთი პოპულარული.

ხეხილი და ბოსტნეული

დღეს პროდუქტების უმეტესობას სახლთან ახლოს, სუპერმარკეტში დაფასოებულს ვყიდულობთ და მოვიხმართ, ისე რომ წარმოდგენაც არ გვაქვს მის წარმომავლობასა და შემადგენლობაზე, არადა ჯანსაღი, ნატურალური და ლოკალური წარმოების პროდუქციის მოხმარება დადასტურებულად აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელობის დონეს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ თუ როგორ მოქმედებს განწყობაზე. იორლენდში შეგიძლიათ თავად დაკრიფოთ და წაიღოთ ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. მაგალითად, სულ ახალი ქინძი  და ოხრახუში(ჩვენ ასევე გასწავლით როგორ გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან) უბრალოდ დაისვენოთ, შეისრუტოთ დადებითი ენერგია და შეექცეთ აქვე მომზადებულ კერძებს.

მეცხოველეობა

ცხოველებთან ურთიერთობის დადებითი მხარეები ალბათ ყველასთვის ცნობილია, შინაური ცხოველებიც ხომ სწორედ ამიტომ არსებობენ. იმ არსებებზე ზრუნვა რომელთა წყალობითაც თქვენს მაგიდებზე კვერცხი, თაფლი და რძის ნაწარმი ჩნდება, გაძლევთ შანსს ახლოდან დააკვირდეთ პროცესს, გაიცნოთ ამ საქმეში ჩართული ადამიანები, სხვა თვალით შეხედოთ წარმოებას და შეიგრძნოთ სიახლოვე ბუნებასთან. არ უნდა გამოგვრჩეს ეთიკური თევზაობა და ნადირობაც, რომელიც ამჯერად გარეულ ცხოველებსა და ბუნებასთან დამეგობრებაში გვეხმარება, გვაძლევს ფიზიკური აქტივობის საშუალებას და გვასწავლის ბევრ მნიშვნელოვან გაკვეთილს გარემოს დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. 

რას გთავაზობთ იორლენდი 

იორლენდი არის თბილისის მახლობლად, ტყეებსა და მდინარეებს შორის ფაქიზად შერჩეულ 25 ჰექტარზე გაშენებული უნიკალური ფერმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია გააუმჯობესოს აგროტურიზმის მიმართულება საქართველოში. თუკი გადაწყვეტთ ქალაქიდან ცოტა ხნით გაიქცეთ და იგრძნოთ თავი ბუნებასთან ახლოს, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დააგემოვნოთ ნატურალური პროდუქცია და სახლშიც გამოიყოლოთ რამე, აუცილებლად ეწვიეთ იორლენდს.

იორლენდის მთავარი მიზანია მოახდინოს ჯანსაღი საკვებისა და წარმოების მეთოდების პოპულარიზაცია, შეაყვაროს ხალხს ბუნება და დააინტერესოს ისინი ნატურალური პროდუქციით, რომელიც მდიდარია აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით სასარგებლო ცილებითა და ნახშირწყლებით და არ შეიცავს ქოლესტერინს ჭარბი რაოდენობით. ძირითადი აქცენტი კეთდება ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილებზე, რომელთა კრეფაშიც თავად შეგიძლიათ ჩაერთოთ, თუმცა აქვე იხილავთ ცხოველებსა და ფრინველებსაც რომლებიც დიდ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და აწარმოებენ ყველასათვის საყვარელ პროდუქციას. 

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.