ამ რეცეპტით გოგრის მომზადება ძალიან მარტივია. შიგთავსი ნაზი და წვნიანი აქვს, გარედან კი სქელი და სურნელოვანი კარამელის ფენით იფარება. გოგრის დესერტი შესანიშნავია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.
გოგრის სასარგებლო თვისებები კარგად არის ცნობილი, მაგრამ ერთს შეგახსენებთ: გოგრის მწიფე ნაყოფი შეიცავს იშვიათ T ვიტამინს, რომელსაც დიდი როლი აქვს ოტგანიზმის ჯანმრთელობაში – ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან, ხელს უწყობს სისხლში თრომბოციტების წარმოქმნას, აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;
ასე რომ, თუ აქამდე გოგრა არ გაგისინჯავთ, აუცილებლად სცადეთ.
გოგრა (უმჯობესია თხელქერქიანი) – 500 გრ
შაქარი – 2-3 ს.კ.
კარაქი (გამდნარი) – 2 ს.კ.
დარიჩინი, ილი, ვანილი – სურვილის მიხედვით, გემოვნებით.
თავდაპირველად გოგრა გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. თუ დრო გაქვთ, ცივ წყალში 1-2 საათი დატოვეთ, თუ სწრაფად გინდათ მომზადება – 3-5 წუთი ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ;
შემდეგ გაჭერით შუაზე, ამოასუფთავეთ თესლი და დაჭერით 2-3 სმ სისქის მქონე გრძელ ნაჭრებად;
აირღუმლის ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დააწყვეთ გოგრის ნაჭრები; თითოეულ ნაჭერზე სამზარეულოს ფუნჯით თხლად გადაუსვით გამდნარი კარაქი და დააყარეთ შაქარი. შაქარში შეგიძლიათ გაურიოთ სანელებლები – დაფქული დარიჩინი, დაფქული ილი (კარდამონი), ცოტა ვანილი.
გოგრიანი ფირფიტა გაცხელებულ აირღუმელში შედგით და 180 გრადუსზე 30-40 წუთი აცხვეთ.
შეგიძლიათ, მიირთვათ ცხელიც და გაგრილებულიც. გამომცხვარ გოგრას ძალიან უხდება თბილი რძე.
იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.