საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თაფლი ერთ-ერთი უძველესი, უნივერსალური და ბუნებრივად სრულყოფილი საკვებია, რომელიც, გემრიელთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა. თაფლის მთავარი გამორჩეული თვისებაა მისი ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. მასში არსებული ფერმენტები, ანტიოქსიდანტები და ორგანული მჟავები ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს აძლიერებს.

Sort by
ნაპოვნია ერთი პროდუქტი

თაფლი

350 გრამი
Price range: 16,00 ₾ through 30,00 ₾

„იორლენდში“ ფუტკრებს მშვიდად ფუსფუსის საშუალება აქვთ. მეფუტკრეები ზრუნავენ, რომ თაფლის ნამდვილ შემოქმედებს იდეალური გარემო ჰქონდეთ — კერძოდ, სკები განთავსებულია სუფთა ჰაერის, ყვავილებისა და ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული საფარის მქონე ტერიტორიებზე. თავის მხრივ, ამგვარი მიდგომა თაფლის მაღალ ხარისხსა და სიჯანსაღეს განაპირობებს. ამასთანავე, ფუტკრებს ბუნებრივი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებებით ვუვლით.

ფუტკრების მიერ შეგროვებული ნექტარი ბუნებრივი გზით გარდაიქმნება თაფლად. არ გამოიყენება ხელოვნური გამამკვრივებლები, შაქრის დანამატები ან გემოს შემცვლელი საშუალებები. შედეგად, „იორლენდის“ თაფლი ინარჩუნებს თავის ბუნებრივ სურნელს, ტექსტურასა თუ ყველა სასარგებლო თვისებას — ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებსა და ანტიოქსიდანტებს.

ამავდროულად, ჩვენთვის მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. სწორედ ამ მიდგომით იქმნება ნატურალური თაფლი, რომელიც, გემრიელთან ერთად, ჯანმრთელობის ერთგული მოკავშირეა — ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი, ენერგიის წყარო და ყოველდღიური სიჯანსაღის ნაწილი.

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

Sidebar