საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საფერავი

38,00 ₾

ქართული ქვევრის ღვინის გამორჩეული ხასიათი თუ გიყვართ, „იორლენდის“ საფერავი უნდა დააგემოვნოთ. ორგანული ყურძნისგან დაყენებული ჩვენი ღვინო მუქი, მწიფე ალუბლისფერი, სრულსხეულიანი და ჰარმონიულია. იორისპირა ვენახის ნიადაგი და კლიმატი ყურძენს მაღალი შაქრიანობის მიღწევასა და მჟავიანობის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. ქვევრში დაყენების ტრადიცია და ადგილობრივი ბუნებრივი პირობები კი საფერავს გამოკვეთილ ხასიათსა და დაძველების დიდ პოტენციალს ანიჭებს.

 

მარაგშია

რაოდენობა (ც)
რაოდენობა
მიწოდების დღეები:
  • კვირა - 01.11.2026
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

„იორლენდის“ საფერავის ვენახი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ჩვენს კუთვნილ მიწებზე, მდინარე იორთან ახლოსაა გაშენებული. ზღვის დონიდან 450 მეტრზე მდებარე ვენახში მზის სითბო და ნიადაგის თავისებურებები ყურძნის სრულად დამწიფებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სწორედ აქ იწყება ჩვენი ღვინის ისტორია, ვაზის მოვლითა და თითოეული სეზონის მოსავალზე ზრუნვით.

ვენახს ბიოპრეპარატებითა და ბიომეთოდებით ვუვლით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურძენმა ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებები შეინარჩუნოს და ადგილობრივი გარემოს თავისებურებებიც გამოხატოს. იორისპირა ვენახში საფერავი მაღალ შაქრიანობას აღწევს, თუმცა მჟავიანობასაც ინარჩუნებს, რაც დაბალანსებული ღვინის მისაღებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მოსავალს ჩვენს ახალ მარანში ვაბინავებთ, სადაც ღვინოს ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში ვაყენებთ. შედეგად ვიღებთ მუქი, მწიფე ალუბლისფერ საფერავს, რომლის სისრულე, მაღალი ალკოჰოლური შემცველობა და მჟავიანობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. მის განსხვავებულ ხასიათს დარგის სპეციალისტებიც აღნიშნავენ.

ადგილობრივი ნიადაგის გავლენა, ყურძნის ხარისხი და დაყენების მეთოდი ჩვენს საფერავს დაძველების დიდ პოტენციალს აძლევს. შესაბამის პირობებში შენახვისას ღვინო დროთა განმავლობაში ვითარდება და საკუთარ თვისებებს თანდათან ავლენს. 

ჯიშის შესახებ

საფერავი ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიშია, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ კახეთშია გავრცელებული. მისი სახელწოდება შეფერვის უნარს უკავშირდება: წითელყურძნიანი ჯიშების უმრავლესობისგან განსხვავებით, საფერავს შეფერილი აქვს როგორც კანი, ისე რბილობიც. სწორედ ეს თვისება განაპირობებს მისგან დაყენებული ღვინის ინტენსიურ, ღრმა ფერს.

ჯიში გამოირჩევა მჟავიანობით, ტანინებითა და მდიდარი სტრუქტურით. საფერავისგან სხვადასხვა სტილის ღვინოს აყენებენ, ხოლო მისი ხასიათი ვენახის ადგილმდებარეობის, მოსავლისა და დაყენების მეთოდის მიხედვით იცვლება. ფერის სიღრმე და გემოს სისრულე მის ყველაზე ცნობად თვისებებად რჩება.

საფერავის მჟავიანობა და ტანინური სტრუქტურა დაძველებისთვისაც კარგ საფუძველს ქმნის. სწორად დაყენებისა და შენახვის პირობებში ღვინო წლების განმავლობაში ვითარდება, ტანინები რბილდება და გემო უფრო კომპლექსური ხდება.

რით გამოირჩევა იორლენდის ბიოსაფერავი?

„იორლენდის“ საფერავს ბიოსერტიფიკატი აქვს მინიჭებული. ვაზის მოვლისას ვიყენებთ ბიოწარმოებისთვის შესაბამის პრეპარატებსა და მეთოდებს, ხოლო ღვინოს ჩვენსავე მეურნეობაში მოყვანილი ყურძნისგან ვაყენებთ. ასე შეგვიძლია, ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან მარნამდე თანმიმდევრულად გავაგრძელოთ.

ჩვენი საფერავის მთავარი ღირსება მისი ჰარმონიულობაა. მაღალი ალკოჰოლური შემცველობა, სხეულიანობა და მჟავიანობა ერთმანეთს ავსებს, რის შედეგადაც ღვინო ძლიერი და, ამავდროულად, დაბალანსებულია. ქვევრში დაყენება კი მის სტრუქტურასა და ხასიათს თავისებურ ელფერს სძენს.

ხანგრძლივი შენახვისას ბოთლში შესაძლოა ღვინის ქვის კრისტალები წარმოიქმნას. ეს ღვინოში ბუნებრივად არსებული მარილების კრისტალიზაციის შედეგია და თავისთავად ღვინის გაფუჭებას არ ნიშნავს. ბიოსერტიფიკატისგან დამოუკიდებლად, ასეთი კრისტალები სხვადასხვა ტიპის ღვინოში შეიძლება შეგვხვდეს.

რომელ კერძს უხდება საფერავი?

საფერავის სრულსხეულიან ხასიათს გამოკვეთილი გემოს მქონე კერძები კარგად ეწყობა. შემწვარი ხორცი, სოკო და დაძველებული ყველი მასთან შესახამებლად კარგი არჩევანია. კერძის შერჩევისას სასურველია, მისი გემო ღვინის ინტენსივობას შეესაბამებოდეს, რათა ორივე თანაბრად იგრძნობოდეს.

„იორლენდის“ საფერავთან შეგიძლიათ მიირთვათ:

  1. მწვადი – განსაკუთრებით საქონლის ან ცხვრის ხორცის, რომლის დაბრაწული ზედაპირი ღვინის მძლავრ ხასიათს კარგად ეხამება;
  2. სტეიკი – საფერავის სხეულიანობას შემწვარი საქონლის ხორცის ინტენსიური გემო უხდება;
  3. ჩაშუშული – ხორცის, პომიდვრისა და სანელებლების კომბინაცია ამ ღვინისთვის საინტერესო მეწყვილეა;
  4. ღუმელში შემწვარი ცხვრის ხორცი – განსაკუთრებით როზმარინით, ქონდრით ან სხვა არომატული მწვანილით მომზადებული;
  5. კეცზე შემწვარი სოკო – კარგი არჩევანია მათთვისაც, ვისაც ღვინოსთან უხორცო კერძი ურჩევნია;
  6. დაძველებული ყველი – მკვეთრი გემო და მყარი ტექსტურა საფერავის ინტენსივობას კარგად ეწყობა.
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

საფერავი
საფერავი
38,00 ₾

მარაგშია

რაოდენობა (ც)
რაოდენობა
მიწოდების დღეები:
  • კვირა - 01.11.2026