საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პომიდორი – მწვანე ტომატილო

მწვანე ტომატილო  ამერიკული პომიდვრის ჯიშია, რომელსაც სახელი მექსიკური ტომატილიოს პატივსაცემად უწოდეს. ეგზოტიკური ვიზუალისა და უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე ტომატილიოს  იორლენდში  ხუმრობით მაისურიანი პომიდორი შევარქვით.  მაისურიანი იმიტომ, რომ მის ნაზ, წვნიან რბილობს გარედან სიფრიფანა,  მწვანე ფურცლები აქვს ,,შემოცმული”.
მწვანე ტომატინო სრულ სიმწიფეშიც მკვეთრ მწვანე-ოქროსფერ ელფერს ინარჩუნებს. ჩვეულებრივ წითელ პომიდორთან შედარებით  მწვანე ტომატილოს ბევრად უფრო ხილისებრი, ტკბილი და ოდნავ მჟავე ნოტები აქვს. გამოირჩევა ძალიან ცოცხალი, ნაზი არომატით.

მარაგი ამოიწურა

მარაგში არსებული პროდუქტი
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

იორლენდში მოყვანილი მწვანე ტომატილო, ისევე როგორც ნებისმიერი ჯიშის პომიდორი სრულად ორგანული პროდუქტია. როგორც ჩვენი ყველა სხვა პროდუქტი, ტომატილო მოყვანილია ქიმიური სასუქების, პესტიციდებისა და გმო-სგან აბსოლუტურად თავისუფალ, ბუნებრივ გარემოში, სადაც თითოეული ნაყოფი ინარჩუნებს მაქსიმალურ კვებით ღირებულებას, ვიტამინებსა და ცოცხალ არომატს.

მწვანე ტომატილოს გამოყენება:

  • სალათებში: იდეალურია ახალი, ფერადი ბოსტნეულის სალათებისთვის — სძენს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და ცოცხალ, პიკანტურ გემოს.
  • კულინარიაში: შესანიშნავია გრილზე შესაწვავად, სოუსების (განსაკუთრებით მწვანე სალსას), მარინადების, პასტისა და პიცის მოსამზადებლად.
  • წახემსება: ნაზი და ტკბილი რბილობის წყალობით, ძალიან გემრიელია უმად მითმევისას.

სასარგებლო თვისებები:

ტომატილიო სრულ სიმწიფეშიც მწვანე რჩება, რადგან ის  ნივთიერებების განსაკუთრებულ კომბინაციას შეიცავს:

​    ● ქლოროფილი და ძლიერი ანტიოქსიდანტები – მწვანე ფერი ქლოროფილის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. ქლოროფილი ცნობილია თავისი დეტოქსიკაციური თვისებებით — ის ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნაში, ასევე უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს.

  • მწვანე ტომატილო მდიდარია C და A ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
  • C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია კანის, სახსრებისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.
  • ​ეხმარება ორგანიზმს მცენარეული საკვებიდან რკინის უკეთ ათვისებაში.
  • მწვანე ჯიშებში განსაკუთრებით მაღალია ლუტეინისა და ცეაქსანტინის კონცენტრაცია. ეს ანტიოქსიდანტები იცავს თვალის ბადურას მავნე სხივებისგან და ამცირებს მხედველობის გაუარესების რისკს.
  • ტომატილო დაბალკალორიულია და მდიდარია უჯრედისით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

შენახვის პირობები:

მწვანე ტომატილო ინახება მშრალ, გრილ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ხანგრძლივი სიქორფის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია შენახვა +8°C-დან +12°C-მდე ტემპერატურაზე.

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია