თუ ჯანმრთელობა თქვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მაშინ ეს პროდუქტი აუცილებლად თქვენი რაციონის უცვლელი ნაწილი უნდა იყოს. ალბათ ყველას გვსმენია რაღაც ბროკოლის საოცარი თვისებების შესახებ, მაგრამ დროა ყველაფერს ერთად მოვუყაროთ თავი. თან არ დაგვავიწყდეს მთავარი: ვიტამინების და მინერალების კონცენტრაცია მცენარეში მისი ზრდის პირველივე ეტაპიდან იწყება. ბროკოლი კი ისეთი ბოსტნეულია, რომელიც გამორჩეულად, ღრუბელივით „ისრუტავს“ ნიადაგიდან ყველაფერს. ინდუსტრიულ მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური სასუქები ბროკოლის ზედმეტად წყლიანს, უგემურს და ნაკლებად სასარგებლოს ან სრულად უსარგებლოს ხდის. „იორლენდში“ კი ბროკოლი, როგორც ჩვენი ყველა პროდუქტი, ბუნებრივად სუფთა გარემოში იზრდება. კახეთის უსასუქო ნიადაგზე გაზრდილი ბოსტნეული გაჯერებულია ვიტამინებით და მინერალებით, ჩვენთან მოკრეფილ ბროკოლის ხარშვისას არ აქვს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი, რაც ხშირად ახასიათებს მაღაზიის დახლზე დიდხანს ნადებ პროდუქტს.
სახეობის შესახებ
ბროკოლის სამშობლო მზიანი ხმელთაშუაზღვისპირეთია. მისი სახელი იტალიური სიტყვიდან „broccolo“ მოდის, რაც „კომბოსტოს აყვავებულ თავს“ ნიშნავს და დიახ, ყველაფერი ველური კომბოსტოთი დაიწყო. ბროკოლი ბუნებაში თავისით, ველურად არასოდეს არსებობდა. ის ადამიანის მიერ ხანგრძლივი და გონივრული სელექციის შედეგია. დაახლოებით 2000-ზე მეტი წლის წინ, ძველმა რომაელებმა და ეტრუსკებმა შეამჩნიეს, რომ ამ მცენარეს გემრიელი, ნორჩი ყვავილედები ჰქონდა. ის, რასაც ჩვენ საკვებად ვიყენებთ, სინამდვილეში გაუშლელი ყვავილების კრებულია. თუ ბროკოლის დროულად არ მოვკრეფთ, ის ყვითელი ყვავილებით დაიფარება. „იორლენდში“ კი მოსავალს ვიღებთ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ყვავილედები ჯერ კიდევ მჭიდროდ არის შეკრული და ვიტამინების მაქსიმალურ კონცენტრაციას შეიცავს. დავუბრუნდეთ ისტორიას: რომაელებმა დაიწყეს იმ მცენარეების გადარჩევა და მოშენება, რომლებსაც უფრო მსხვილი და წვნიანი კოკრები ჰქონდათ. ასე გარდაიქმნა საუკუნეების განმავლობაში ველური კულტურა ბოსტნეულად, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
რა სარგებელი აქვს ბროკოლს ჩვენი ორგანიზმისთვის?
მწვანე ხეები თეფშზე, რომლებიც თქვენს უჯრედებს დაბერებისგან იცავენ – ასეთია ბროკოლის სარგებლიანობის ძალიან მოკლე აღწერა, მაგრამ იორლენდის უსასუქო ბროკოლი უფრო ვრცელ განმარტებას იმსახურებს. ეს არის მძლავრი ბიოლოგიური იარაღი დაავადებების წინააღმდეგ და საუკეთესო საშუალება ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ბროკოლი შეიცავს ნივთიერება სულფორაფანს. კვლევების თანახმად, ეს ნაერთი ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ბლოკირებასა და გადანადგურებაში ეხმარება.
ამასთან, 100 გრამი ბროკოლი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმაზე მეტს (უფრო მეტს, ვიდრე ფორთოხალი), რაც აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და კანის ელასტიკურობისთვის, კერძოდ, კოლაგენის გამოსამუშავებლად.
ბროკოლი ნამდვილი აღმოჩენაა ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის – დაბალკალორიული, მდიდარი ცილით და ბოჭკოთი.
-
კალორიულობა: ~34 კკალ
-
წყალი: ~89%
-
ნახშირწყლები: ~7 გრ (აქედან უჯრედისი — 2.6 გრ, რაც ხელს უწყობს ნაყროვანებას)
-
ცილა: ~2.8 გრ (ბოსტნეულისთვის ეს ძალიან კარგი მაჩვენებელი)
-
ცხიმი: თითქმის 0 (~0.4 გრ)
მშობლებისთვის ხშირად რთულია, ბავშვებს ბოსტნეული შეაყვარონ, მაგრამ იორლენდის ბროკოლის სასიამოვნო არომატი ამ ბარიერს მარტივად გადაგალახინებთ. ის ზრდადი ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს და K ვიტამინს, რაც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისა და ზრდისთვის. გარდა ამისა, ბროკოლი აძლიერებს იმუნურ სისტემას. კალციუმის მაღალი შემცველობით კი, ბროკოლო ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. შესაბამისად, შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც რძის პროდუქტებს არ მიირთმევს — მაგალითად, ლაქტოზას აუტანლობის გამო.
ხოლო ბროკოლში შემავალი ფიტონუტრიენტები ღვიძლს ტოქსინების გაუვნებლებას და ორგანიზმიდან გამოდევნაში ეხმარება. მასში შემავალი ბაქტერია Helicobacter pylori კი კუჭის წყლულის ერთ-ერთი მთავარი „მტერია“.
იმისათვის, რომ სასარგებლო ნივთიერებები მაქსიმალურად შენარჩუნდეს, ბროკოლი არ უნდა გადახარშოთ. საუკეთესოა მისი მიღება უმად, ორთქლზე მომზადებული ან მსუბუქად მოთუშული სახით.
გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის) დროს ბროკოლი მხოლოდ თერმულად დამუშავებული უნდა მიირთვათ.
რომელ კერძს უხდება ბროკოლი?
ბროკოლი კულინარიაში ნამდვილი „ქამელეონია“. ის შეიძლება იყოს მთავარი კერძი, გარნირი ან სალათის ინგრედიენტი. გახსოვდეთ, რომ როდესაც ბროკოლის მიირთმევთ, თქვენს თეფშზე არა უბრალოდ სასარგებლო ბოსტნეული, არამედ ძველი რომაელი აგრონომების საუკუნოვანი შრომის შედეგი და ნამდვილი იტალიური მემკვიდრეობა დევს!
საუკეთესო გემოვნური შედეგისთვის გამოიყენეთ იორლენდის სხვა ნატურალური პროდუქტები:
- ცხელ ტაფაზე მოთუშეთ ბროკოლი ჩვენს სტაფილოსთან, ბულგარულ წიწაკასა და ნიორთან ერთად. დაამატეთ სოიოს სოუსი და სეზამის მარცვლები;
- ბროკოლის, კარტოფილის, ხახვისა და ნაღების კომბინაცია ქმნის ხავერდოვან, ნოყიერ წვნიანს, რომელიც ბავშვებსაც ძალიან უყვართ;
- უმი ან მდუღარე წყალში 1 წუთით გაჩერებული ბროკოლი დაჭერით, შეურიეთ ჩერი პომიდორს, წითელ ხახვს, ლიმონსა და ზეითუნის ზეთს.
- ბროკოლის ყვავილედებს მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, ნიორი და გამოაცხვეთ ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება. ეს „ჩიფსების“ ჯანსაღი ალტერნატივაა.
- იტალიური კლასიკა — პასტა ბროკოლით, ნაღებითა და პარმეზანით. პიკანტურობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ჩვენი აჯიკა ან ცხარე წიწაკა.
- საუზმეზე ბროკოლისა და კვერცხის კომბინაცია მთელი დღით აგავსებთ ენერგიით.
ღვინის შეხამება:
ბროკოლის, როგორც მწვანე ბოსტნეულს, მაღალი მჟავიანობის ღვინო სჭირდება. თუ ბროკოლს ცოცხლად ან სალათაში მიირთმევთ, იორლენდის მწვანე ან ხიხვი საუკეთესო არჩევანია.
ხოლო თუ ნაღებიან სუპს ან ყველთან ერთად გამომცხვარ ბროკოლის ამზადებთ , მაშინ იორლენდის ქვევრის ქისი ან რქაწითელი, თავისი ტანინებით იდეალურად დააბალანსებს კერძის სისქეს.
აირჩიეთ იორლენდი — აღმოაჩინეთ, რომ ჯანსაღი ბოსტნეული შეიძლება იყოს წარმოუდგენლად გემრიელი.






























