საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი ხახვი

ახალი, ჯერ კიდევ ბოლქვშემოუცმელი ხახვი, გაზაფხულის სეზონისა და კულინარიული გამოღვიძების მთავარი სიმბოლოა. ის წარმოადგენს იდეალურ გარდამავალ საფეხურს მწვანე, ფოთლოვან ხახვსა და სრულად მომწიფებულ, მძაფრ ბოლქვს შორის. ჩვეულებრივი ხახვისგან განსხვავებით, ახალი ხახვი გამოირჩევა განსაკუთრებული სინაზით, ხრაშუნა ტექსტურითა და გამოკვეთილი ბუნებრივი სიტკბოთი. მისი არომატი გაცილებით მსუბუქი და დახვეწილია, რაც საშუალებას გვაძლევს, კერძს მივცეთ ხახვისთვის დამახასიათებელი პიკანტურობა ისე, რომ არ გადავფაროთ სხვა ინგრედიენტების ნაზი გემოები.

მარაგი ამოიწურა

მარაგში არსებული პროდუქტი
გადახდის მეთოდი Trues Badge
სერვისები
უფასო მიტანის სერვისი
უფასო მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.
ფასიანი მიტანის სერვისი
ფასიანი მიტანის სერვისი თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.
გატანა საწყობიდან
გატანა საწყობიდან იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.
აღწერა

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ  ცოტა რამ თუ უხდება საგაზაფხულო კერძებს ისე, როგორც ნედლი ხახვის მწვანე ღეროები.  ახალი ხახვის მსუბუქი ნოტები განუმეორებელ არომატს ანიჭებს ყველა კერძს და თან არ ფარავს სხვა ინგრედიენტების გემოს.  ნედლი ხახვი ერთ-ერთია იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც კულინარიაში დაუმუშავებლად და სრულად გამოიყენება – ბოლქვიდან ღეროს ჩათვლით. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მცენარე ჯანსაღ ნიადაგზე გაიზარდოს.  ბიომეურნეობა “იორლენდში” ახალი ხახვი კახეთის ღია გრუნტზე, ადრეულ გაზაფხულზე მოგვყავს. ბიომეურნეობის ტერიტორიის არც ერთ ნაწილში არ გამოიყენება ქიმიური სასუქი და დანამატები.  სრულად ნატურალური პროდუქტები – ეს იორლენდის კონცეფციის ღერძია. 

იორლენდში  ყველა სახის მწვანილი  ზრდის და განვითარების ბუნებრივ ციკლს გადის, დანამატების გარეშე.  ხელოვნურ, აზოტოვან სასუქებზე უარის თქმა განაპირობებს იმას, რომ ხახვი არის ზომიერად წვნიანი და საოცრად არომატული. მოსავალს კი ზუსტად იმ დროს ვიღებთ, როცა მცენარის თეთრი ნაწილი (ბოლქვის ჩანასახი) მაქსიმალურად წვნიანია, ხოლო მწვანე ფოთლები — ნორჩი და ხასხასა.

რა სარგებელი აქვს ახალ ხახვს ჩვენი ორგანიზმისთვის?

ახალი ხახვი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის მდიდარია ფლავონოიდ კვერცეტინით, რომელიც ამცირებს ორგანიზმში ფარულ ანთებით პროცესებს და იცავს უჯრედებს დაბერებისგან. ახალი ხახვი საგაზაფხულო ავიტამინოზთან ბრძოლის საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაცაა. ის ფიტონციდების უმდიდრესი წყაროა — ეს არის მცენარეული წარმოშობის ეთერზეთები, რომლებიც ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით გამოირჩევიან და აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ახალი ხახვი ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია და ამავდროულად მდიდარია ვიტამინებით. მაგალითად ეს მცენარე K ვიტამინის დღიური ნორმის ორმაგ დოზას შეიცავს. ეს ვიტამინი ძვლებისა და სისხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მაღალია C ვიტამინის კონცენტრაცია – დღიური მოთხოვნილების თითქმის 30%. ახალ ხახვში უხვადაა A ვიტამინი ანუ  ბეტა-კაროტინი, რომელიც თვალების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი. არ უნდა გამოგვრჩეს თუთია და კალიუმი – ხელს უწყობს კანის სიჯანსაღე, უჯრედების რეგენერაცია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობა. ასევე  ხახვის შემადგენლობაში შედის მინერალი ქრომი, რომელიც ეხმარება უჯრედებს ინსულინთან ურთიერთქმედებაში და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

ამასთან, ძველი ხახვისგან განსხვავებით, ახალი ნაკლებად აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და უფრო მარტივად მოსანელებელია. 

როგორ გამოვიყენოთ ახალი ხახვი კულინარიაში?

ახალი ხახვის ნაზი, ტკბილი და ხრაშუნა ხასიათი მას უნივერსალურ სეზონურ ინგრედიენტად აქცევს. „იორლენდის“ სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში ის შეუცვლელია შემდეგ ვარიაციებში:

  1. ახალი ხახვი, იორლენდის ცოცხალი ცოცხალი ტარხუნა, ტრადიციული ყველი და თბილი პური — ეს არის ქართული საგაზაფხულო სუფრის ყველაზე მარტივი და გენიალური დასაწყისი;
  2. საგაზაფხულო სალათები: წვრილად დაჭრილი ახალი ხახვი იდეალურად ეხამება ახალ ბოლოკს, კიტრსა და მოხარშულ კვერცხს მსუბუქი დრესინგის თანხლებით;
  3. ჩაქაფული და სეზონური ჩაშუშულები: ტრადიციული ჩაქაფულის არომატული ბაზა სწორედ ახალი ხახვის, ტყემლისა და მწვანილების სინთეზს ეყრდნობა;
  4. ხორცის გარნირი: ცხელ მწვადთან ან შემწვარ საქონლის ხორცთან ერთად მორთმეული ნორჩი ხახვი ეფექტურად ანეიტრალებს ცხიმს და აახლებს გემოვნურ რეცეპტორებს;
  5. დილის საუზმე: ერბოკვერცხში ან ომლეტში მსუბუქად მოთუშული ახალი ხახვი კერძს სასიამოვნო სისრულესა და მოტკბო გემოს აძლევს.

ბოლოს ნანახი

არ არის მარაგში
ლობიო მწვანე კალათში
პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია