საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიომეურნეობა „იორლენდი“

„იორლენდი“ — ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივად, გარედან ჩარევის გარეშე იზრდება. დააგემოვნეთ ბიოპროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში დაგეხმარებათ.

მებოსტნეობა

„​​იორლენდში“ ბოსტნეული ქიმიური პრეპარატების გარეშე მოგვყავს — შესაბამისად, ჯანსაღი, უსაფრთხო და იდეალურია მთელი ოჯახისთვის. ამავდროულად, სუფთა ნიადაგზე, ეკოლოგიურად მოყვანილი ბოსტნეული გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა.

მებაღეობა

„იორლენდის“ ბაღებში მოყვანილი ხილი ეკოლოგიურად სუფთა და იმდენად არომატულია, რომ მათი დაგემოვნება ბავშვობაში დაგაბრუნებთ. იმ წლებს გაგახსენებთ, როცა სოფელში სტუმრობისას თქვენივე ეზოს ხეებიდან ჯანსაღ, ქიმიური მინარევებისგან თავისუფალ ხილს შეექცეოდით.

მევენახეობა

ვაზის კულტურა და მევენახეობის ტრადიცია „იორლენდში“ ზრუნვით, სიფრთხილითა და დიდი სიყვარულით გრძელდება. ჩვენთან ყურძნის თითოეული ჯიში უმაღლესი ხარისხით, სიჯანსაღითა და არომატულობით გამოირჩევა.

მეფუტკრეობა

თაფლი მხოლოდ მაშინაა ჯანსაღი და არომატული, როცა ნამდვილია. ამიტომაც „იორლენდში“ ფუტკრებისთვის იდეალური და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა შექმნილი, რათა თქვენთვის საუკეთესო თაფლი დაამზადონ.

იორლენდის ნაწარმი

ჩვენი მიზანია, თქვენი სუფრა ბუნებრივი გემოთი ნამდვილი ქართული, ტრადიციული არომატებით გავამდიდროთ. ამიტომაც, „იორლენდის“ წარმოებაში ფართო არჩევანს გთავაზობთ — სიმინდის ფქვილით დაწყებული, აჯიკითა და ჩირეულით დამთავრებული.

გამოწერა

„იორლენდის“ პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, ამიტომ გამომწერები პრიორიტეტული მომსახურებით სარგებლობენ — კერძოდ, პირველ რიგში, სწორედ მათ მიეწოდებათ ჩვენი ბიომეურნეობის სეზონური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

იმისათვის, რომ გამომწერი გახდეთ, სეზონზე (ივლისი-დეკემბერი) თვეში მინიმუმ 250 ლარის პროდუქტი უნდა შეიძინოთ.

წინასწარი შეკვეთები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმოს მიწოდება და ყოველთვის მოგამარაგოთ ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტით.

თუ გსურთ, გახდეთ გამომწერი, შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

რთველი იორლენდში

წელს „იორლენდში“ პირველი რთველი გაიმართება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ბიომეურნეობის გზაზე. მომავალი წლიდან კი სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ, წელს დაწურული ღვინო დააგემოვნოთ და საკუთარი ხელით დაკრიფოთ ყურძენი, შემდედ კი მონაწილეობა მიიღოთ მის დაწურვაში.

ასევე, გიმასპინძლებთ ადგილობრივი ბიოპროდუქტებით მომზადებული კერძებით, რათა მაქსიმალურად მყუდრო და გემრიელი ატმოსფერო შეგიქმნათ.

დაჯავშნის სერვისი

დაჯავშნის სერვისი

ზოგიერთი პროდუქტი მომხმარებელთა განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს, ამიტომ გთავაზობთ წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას, რათა სასურველი პროდუქცია დროულად შეიძინოთ.

უფასო მიტანის სერვისი

უფასო მიტანის სერვისი

თუ შენაძენი 150 ლარს აღემატება, თბილისის მასშტაბით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი.

ფასიანი მიტანის სერვისი

ფასიანი მიტანის სერვისი

თუ შენაძენი 150 ლარზე ნაკლებია, მიტანის სერვისი ფასიანია.

ბინამდე მიტანა - 15 ლარი

მისამართამდე მიტანა - 10 ლარი

გატანა საწყობიდან

გატანა საწყობიდან

იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ, თავად წაიღოთ შეძენილი პროდუქცია, შეგიძლიათ, საწყობიდან გატანის სერვისით ისარგებლოთ.

მისამართი: მერაბ ალექსიძის 1

პროდუქტები
Close
პროდუქტები
0 კალათა

ავტორიზაცია

კალათა

Close

კალათა ცარიელია

დაიწყე ყიდვა