სტაფილოს შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე მოაშორეთ მომწვანო ზედა ნაწილი რათა არ მოხდეს ტენიანობისა და საკვები ნივთიერებების სტაფილოს ძირითადი ნაწილიდან ამ ნაწილისკენ გადანაცვლება, რამაც შესაძლოა გამოაშროს სტაფილო. შეინახეთ მაცივარში გაურეცხავ და გაუთლელ მდგომარეობაში. გამოყენებამდე გარეცხვის შემდეგ თუ სტაფილო დარბილდა ან დეფორმაცია განიცადა და დაკარგა სიხრაშუნე შეგვიძლია მოვათავსოთ გაყინული წყლით სავსე თასში, რაც დაუბრუნებს უწინდელ თვისებებს.