იმისათვის რომ პომიდორმა შეინარჩუნოს თავისი გემოვნური თვისებები და ტექსტურა, უმჯობესია არ შევინახოთ მაცივარში. არასდროს შეინახოთ პამიდორი უჰაერო, დახურულ ჭურჭელში ან ცელოფანში, პომიდვრის შენახვა უმჯობესია გრილ მშრალ ადგილას, განთავსებული ყუნწით ზედაპირისკენ. თუმცა, როდესაც პომიდორი კარგად არის დამწიფებული, თქვენ კი მის გამოყენებას მომდენო 1 ან 2 დღის განმავლობაში არ გეგმავთ, ჯობია პამიდორი მოათავსოთ მაცივარში.