სასურველია კიტრი შეინახოთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში, რათა არ გამოშრეს და დაკარგოს ტექსტურა. აუცილებელია, რომ შენახვამდე, კიტრი იყოს მშრალი, ამიტომ პროდუქტი გარეცხეთ უშუალოდ გამოყენების წინ. საუკეთესო ადგილი კიტრის შესანახად არის მაცივრის კარი ან ბოსტნეულის განყოფილება მაცივარში. უმჯობესია კიტრი შეინახოთ ცალკე ცელოფანში ან კონტეინერში, სხვა ბოსტენულისა და ხილისაგან განცალკევებით.