ჭარხლის შენახვა შესაძლებელია მაცივარში, გაურეცხავ მდგომარეობაში რათა ჭარბი ტენიანობის გამო მალე არ გაფუჭდეს. ჭარხლის მაცივარში შენახვამდე უმჯობესია თუ მოაცლით მოგრძო ღეროებს და დაუტოვებთ მხოლოდ 4-5 სმ ზომამდე. ასევე შეგიძლიათ ღეროების გადაჭრის შემდგომ გამოიყენოთ ფოთლებიც, რომელის შენახვაც რეკომენდებულია ჰერმეტულ კონტეინერში სამი დღის ვადით. ჭარხალი მაცივარში შესაძლოა შეინახოს 2 თვემდე პერიოდის განმავლობაში. პერიოდულად გადაამოწმეთ მისი სიმკვრივე, რაც მაჩვენებელი იქნება მისი სიახლისა.