უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთისგან გამოვაცალკევოთ ბულგარული წიწაკის მოუმწიფებელი ნაყოფი მომწიფებულისგან, რადგან მაცივრის გარეშე შენახვის პირობები განსხვავებულია. მოუმწიფებელი ბულგარული წიწაკის შენახვა უმჯობესია 10-12 გრადუსზე და 90% ტენიანობის პირობებში სარდაფში ან ნებისმიერ გრილ ადგილზე, ხოლო მომწიფებულის 1-2 გრადუსზე 90% ტენიანობით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ ბულგარული წიწაკის სახლში შენახვა საუკეთესო ვარიანტია მაცივარი. მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში ან ცელოფნის პარკში ისე რომ ჰაერის ცირკულაცია არ შეუზღუდოთ.