ბადრიჯნის შენახვა შესაძლებელია როგორც მაცივარში ასევე მის გარეშე, თუმცა თუკი გადავწყვეტთ რომ ბადრიჯანი შევინახოთ მაცივრის გარეშე მნიშვნელოვანია რომ შევქმნათ შესაბამისი პირობები. ბადრიჯანი უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს და განვათავსოთ ისეთ ადგილზე სადაც გრილი ტემპერატურაა. სარდაფები, გარაჟები და ნებისმიერი ადგილი სადაც ტემპერატურა არ აღემატება 12 გრადუსს იდეალურია ბადრიჯნის შესანახად. თუმცა ბადრიჯანი საკმაოდ მალფუჭებადია და არ ღირს მისი 4 დღეზე მეტი ხნის შემდეგ გაჩერება. იმ შემთხვევაში თუ ბადრიჯანს შევინახავთ მაცივარში, მნშვნელოვანია რომ შევინახოთ მშრალად, გარეცხვის გარეშე და მოვათავსოთ მაცივარში, ცელოფნის პარკში რომელსაც არ დავხურავთ ბოლომდე, რათა ხელი არ შევუშალოთ ჰაერის ცირკულაციას.