სააღდგომო ხაჭოს პასკა კენკრის ჯემით

ხაჭოს პასკის რეცეპტი

თუკი სააღდგომო სუფრაზე ორიგინალურობის შეტანა გადაწყვიტეთ, გთავაზობთ უგემრიელესი ხაჭოს პასკის რეცეპტს, რომელიც გამოირჩევა სიჯანსაღით, არის მარტივად მოსამზადებელი და თქვენს სააღდგომო სუფრას გაზაფხულის სადღესასწაულო ელფერს შემატებს.

ხაჭოს პასკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ინგრედიენტები

1 კილოგრამი საშუალოდ ცხიმიანი ხაჭო
1.5 ჭიქა ჟოლოს ჯემი
150 მილილიტრი ნაღები 30%-ზე მეტი ცხიმიანობის შემცველობით
100 გრამი კარაქი
5 კვერცხის გული
2 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
1 ლიმონის ცედრა
2 სუფრის კოვზი ჟოლოს ლიქიორი
2 კვერცხის ცილა

მომზადების წესი

ხაჭოს პასკის მომზადების წესი ეტაპობრივად :

 

  1. მარლაში გახვეული ხაჭო მოათავსეთ რკინის ჯამში ჩამონტაჟებულ საწურში და ზემოდან დაადეთ 5 კილოგრამიანი ნივთი სიმძიმისთვის, რათა ხაჭო კარგად გამოიწუროს. ასე გააჩერეთ დაახლოებით 4-6 საათი. შემდგომ კი გაწურული ხაჭო გაატარეთ რკინის საცერში, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომ პასკა არ გამოვიდეს მარცვლიანი.ხაჭო ქვაბი და საცერი
  2. ასევე გაწურეთ ჯემიც ყველაზე წვრილ საცერში, ისე რომ არ გამოყვეს თესლები. შემდეგ კი ათქვიფეთ მიქსერით ხაჭოსთან ერთად, ნელნელა გაზარდეთ სიჩქარე და თქვიფეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ნაღები და განაგრძეთ თქვეფა სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი
    ჯემიანი ხაჭო
  3. სხვა ჯამში ჩახეხეთ კარაქი კვერცხის გულებთან და ვანილის შაქართან ერთად. მიქსერის გამოყენებით შეურიეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამზადებული მასები შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ლიქიორი და ლიმონის ცედრა და ათქვიფეთ 10-15 წუთის განმავლობაში.
    კარაქი კვერცხი და ვანილის შაქარი
  4. კვერცხის ცილა ათქვიფეთ ისე რომ გადაიქცეს ქაფად, დაუმატეთ ხაჭოს მასას და ფრთხილად მოურიეთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.ათქვეფილი კვერცხი
  5. მიღებული მასა მოათავსეთ პასკის ფორმაში რომელშიც წინასწარ ჩაფენილი იქნება მარლა, ფორმის ამოვსების შემდგომ მოკეცეთ მარლის კიდეები რათა ძირი დაიხუროს და შედგით მაცივარში 8-10 საათის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე კი შეგიძლიათ ხაჭოს პასკა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.ხაჭო მაცივარში
არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.