აგროტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული აქტივობაა, რომელიც ბოლო წლებია მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული – ტოსკანის ნელ-ნელა მცოცავ ბორცვებზე გაშენებული ვენახები, ყველის მწარმოებლები ფრანშ-კონტემში, ბალის ბრინჯის მინდვრები, კარნატაკას ყავის მეურნეობები და მრავალი სხვა ადგილი ყოველდღიურად უამრავ აგროტურისტს მასპინძლობს.
თითოეულ ამ რეგიონს სასოფლო-სამეურნეო ტურიზმის თავისებური განმარტება აქვს, მაგრამ არსებობს საერთო ელემენტები, რომლებიც დაგვეხმარება გავიგოთ თუ რა არის აგროტურიზმი.
რა არის აგროტურიზმი
აგროტურიზმი, მდგრადი და ექსპერიმენტული ტურიზმის უახლესი ტენდენცია, რომელიც ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ სოფლის მეურნეობის ტრადიციულ პრაქტიკებს, თავად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მეტად დააფასონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება.
აგროტურიზმი უნიკალურ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს ტურისტებს, რომლებიც ქალაქის სტრესული ცხოვრების რიტმისგან თავის დაღწევის ვარიანტებს ეძებენ. აგროტურიზმი საშუალებას გაძლევთ ხელახლა დაუკავშირდეთ ბუნებას და ჩაერთოთ სოფლის მეურნეობის მომხიბვლელ სამყაროში.
გარდა ამისა, ის გთავაზობთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც არის საგანმანათლებლო, ინტერაქტიული და სასარგებლო. ჩაიცვით ფერმერის ფეხსაცმელი, აიკაპიწეთ ხელები და დაკავდით სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. შეიტყვეთ მეტი, როგორ ფუნქციონირებს ბიო მეურნეობა, როგორ მიმდინარეობს ჯანსაღი საკვების წარმოება, ცოცხალ რეჟიმში დააკვირდით მცენარეების ზრდისა და მოვლის პროცესებს. ბიომეურნეობაში გატარებული თუნდაც ერთი დღე უამრავი შთაბეჭდილებით აგავსებთ და მეტად დააფასებთ შრომისმოყვარეობას, რითაც იქმნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
საშუალება რომ მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას
უფრო მეტიც, აგროტურიზმი საშუალებას გაძლევთ მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას და წვლილი შეიტანოთ მათ ეკონომიკურ მდგრადობაში. ფერმებში, ბიო მეურნეობებში ვიზიტითა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობით, პირდაპირ უჭერთ მხარს ფერმერებისა და ადგილობრივი ოჯახების საარსებო წყაროს. თქვენი ყოფნა ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობისა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების შენარჩუნებას.
მსოფლიოს წამყვანი აგროტურისტული ქვეყნები
როგორც აღვნიშნეთ, აგროტურიზმი პოპულარულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და თითოეული გთავაზობთ უნიკალურ სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებას. ქვემოთ ჩამოთვლილი მსოფლიოს წამყვანი აგროტურისტული ქვეყნები ცნობილი არიან გამორჩეული აგროტურიზმის ინდუსტრიებით:
- იტალია: იტალია და განსაკუთრებით ისეთი რეგიონები, როგორიცაა ტოსკანა, უმბრია და სიცილია, აგროტურისტების საყვარელი ადგილია. სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ ბიო მეურნეობაში, დატკბნენ სამზარეულოთი, დაათვალიერონ ვენახები და მონაწილეობა მიიღონ ზეითუნის ზეთის, ან ღვინის წარმოებაში. ქვეყნის მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობა და თვალწარმტაცი პეიზაჟები პოპულარულ არჩევნად აქცევს მას აგროტურისტებისთვის.
- საფრანგეთი: საფრანგეთი, თავისი მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონებით, აგროტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადგილია. ბორდოს განთქმული ვენახებით დაწყებული, პროვანსის ლავანდის მინდვრებით გაგრძელებული, ვიზიტორებს შეუძლიათ ღვინის დეგუსტაცია, ყველის დამზადება, ტრიუფელზე ნადირობა და ფერმაში ვიზიტები. ქვეყნის კულინარიული რეპუტაცია და განსაცვიფრებელი სოფლის პეიზაჟები აგროტურისტების მოტივაციას ერთი-ორად ზრდის.
- შეერთებული შტატები: კალიფორნია, ნიუ – იორკი და ვერმონტი, ეს შტაბები აყვავებული ინდუსტრიებით გამოირჩევიან. სტუმრები კრეფენ ვაშლს, გოგრას , ჩართულნი არიან ფერმერთა ბაზრობებსა და სოფლის მეურნეობის ფესტივალებში და სოფლის ამერიკულ ცხოვრების წესში.
- ახალი ზელანდია: ახალი ზელანდია აგროტურიზმის პოპულარულ მიმართულებად იქცა, რასაც ხელს უწყობს ულამაზესი ბუნებრივი პეიზაჟები და განვითარებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ცხვრის პარსვაში, ეწვიონ რძის ფერმებს, დაკრიფონ ხილი და დააგემოვნონ სასმელი ღვინის ტურებში.
ხსენებული ქვეყნების გარდა, ნელ-ნელა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ცდილობენ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ტურიზმის ამ ახალ მიმართულებას. გარდა დასვენებისა, ადამიანები იღებენ ცოდნასა და გამოცდილებას, იღებენ ნატურალურ პროდუქტს და სწავლობენ დამოუკიდებლად როგორ შექმნან სწორი კვების მენიუ.
აგროტურიზმი საქართველოში
ბოლო წლებში საქართველოში აგროტურისტული მიმართულების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აგროტურიზმის შესახებ კანონზე მუშაობაც დაიწყო.
აგროტურიზმი საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ქვეყნის მდიდარი კულტურული და აგრარული მემკვიდრეობა ამ სფეროს განვითარების უნიკალურ საშუალებას იძლევა. ყოველი რეგიონი ხასიათდება უნიკალური ადათ-წესებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების თავისებურებებით.
აგროტურიზმი და იორლენდი
მიუხედავად პოტენციალისა, აგროტურიზმი საქართველოში ჯერ ისევ ახლა იკიდებს ფეხს. ბიომეურნეობა “იორლენდი” ერთ-ერთი ინოვატორია ამ კუთხით. “იორლენდი” აწარმოებს ორგანულად სუფთა, ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს. ძირითადი ორიენტირი სხვადასხვა ტიპის ხეხილოვანი კულტურები, ბოსტნეული და მწვანილებია, თუმცა ასევე დიდი ყურადღება ექცევა მეფრინველეობასა და მერძევეობას.
ჩვენ მაქსიმალურად ვეწევით ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას. ფერმაში მოყვანილი პროდუქტი იდეალურია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მდიდარია არაერთი აუცილებელი ვიტამინითა და მინერალით, მათ შემადგენლობაში შედის ბევრი სასარგებლო ნახშირწყალი და ა.შ.
“იორლენდი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან ზუსტად 100 კილომეტრზე მდებარეობს და მისი ფართობი 25 ჰა–ს მოიცავს. ადგილი დიდხნიანი ძიების შემდეგ შეირჩა და აკმაყოფილებს ყველა სამეურნეო მოთხოვნას, ასევე ახლოსაა მდინარე და ტყეც.
რეგიონი მდიდარია კულტურული, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით და არამატერიალური კულტურული ძეგლებით, რის გამოც კიდევ უფრო იზიდავს ვიზიტორს. ადამიანი “იორლენდში“ სტუმრობისას მიიღებს გამოცდილებას, ბაღში თვითონ დაკრეფს ხილ–ბოსტნეულს და სოფლის მეურნეობასთან უშუალო შეხება ექნება.
მომხმარებელს შეუძლია შემოვიდეს ჩვენს პლატფორმაზე, გამოიწეროს პროდუქტები, ან ადგილზე ჩამოვიდეს, დაისვენოს და თვითონ წაიღოს მისი შეძენილი პროდუქტი, ან ჩვენ თვითონ მივაწვდით ახლად დაკრეფილ და სრულიად ცოცხალ პროდუქტებს.
აღსანიშნავია, რომ “იორლენდში“ დარგული ნერგების 98%-მა გაიხარა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
საბოლოო ჯამში, ტურისტებისთვის სარგებელი უზარმაზარია. აგროტურიზმი გთავაზობთ დასვენებას ტექნოლოგიებისა და ქალაქის სტრესული ცხოვრებისგან. დატოვეთ ციფრული ხმაური უკან და დატკბით სოფლის პეიზაჟების სიმშვიდით. ისუნთქეთ სუფთა ჰაერი და მიირთვით ჯანსაღი ინგრედიენტებით მომზადებული farm-to-table კერძები.
ასე რომ, ხართ ბუნების მოყვარული, თუ უბრალოდ ენთუზიასტი, ვინც ეძებს უნიკალურ თავგადასავალს, აგროტურიზმი და “იორლენდი” უნიკალურ შანსს გაძლევენ.