გენმოდიფიცირებული საკვები – რას უნდა ვერიდოთ

არაგენმოდიფიცირებული საკვები
სარჩევი

გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის გენომი ხელოვნურად არის შეცვლილი, ანუ მოდიფიცირებული გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ერთი კონკრეტული ორგანიზმის გენები მეორე ორგანიზმის დნმ-ში შეჰყავთ, რათა ამ უკანასკნელს მისცენ სასურველი თვისებები და მახასიათებლები.

სოფლის მეურნეობის მაგალითს თუ ავიღებთ, გმო კულტურების გავრცელებული მაგალითია გენმოდიფიცირებული სოიო, სიმინდი, კარტოფილი, ბამბა და ა.შ.

პირველი გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტი 1994 წელს გამოჩნდა. ეს იყო პომიდორი შენელებული დამწიფების თვისებით. მას მალევე მოჰყვა პესტიციდების მიმართ მდგრადი სოიის ჯიში.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების მთელი იდეა  მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო მავნებლებისა და დაავადებების მიმართ უფრო მდგარი პროდუქტი, რომელიც მდიდარი იქნებოდა საკვები ნივთიერებებით, ხოლო მისი მოყვანა იაფი დაჯდებოდა. 

ამ უპირატესობებთან ერთად არსებობს რამდენიმე რისკფაქტორი, რის გამოც ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული საკვები მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 

როგორ იქმნება გენმოდიფიცირებული საკვები 

ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში ცვლიდნენ მცენარეთა გენეტიკას ნათესებს შორის შეჯვარების მეთოდით. დღეს კი უკვე შესაძლებელია ლაბორატორიაში შეიქმნას გენმოდიფიცირებული საკვები.

როგორ იქმნება გენმოდიფიცირებული საკვები

პროცესი მიჰყვება შემდეგ ძირითად ნაბიჯებს:

  • მეცნიერები იკვლევენ მცენარეში არსებულ გენებს, რომლებიც აძლიერებენ დაავადებების მიმართ იმუნიტეტს.
  • შემდეგ ისინი ამზადებენ გენების ასლებს.
  • შემდეგი ნაბიჯია ასლების სხვა მცენარის უჯრედების დნმ-ში შეტანა.
  • ეს მოდიფიცირებული უჯრედები გამოიყენება ახალი, დაავადებებისა და მწერების მიმართ მდგრადი მცენარეების გასაშენებლად.

დღეს დამუშავებული საკვების მნიშვნელოვანი პროცენტი შეიცავს გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტს. 2018 წელს, აშშ-ში მოყვანილი სიმინდის დაახლოებით 92% და სოიოს 94% გენმოდიფიცირებული თესლებიდან იყო ნაწარმოები. 

როგორი გავლენა აქვს გმო-ს

ე.წ. არასაჭირო გენების მოშორება და ხარისხიანი გენების შეყვანა ცვლის ორგანიზმის თვისებებს.

ახალი გენების შემწეობით მცენარე იზრდება მისთვის აქამდე არასასურველ კლიმატურ პირობებში, მომთხოვნი არ არიან ნიადაგის, სინათლის ან სინოტივის მიმართ. უძლებს სარეველებთან კონკურენციას, მავნებლების მიმართ აქვს იმუნიტეტი და  მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა.

ფერმერებს შეუძლიათ აწარმოონ იგივე რაოდენობის საკვები ნაკლები მიწის, წყლისა და პესტიციდების გამოყენებით, ვიდრე ჩვეულებრივი კულტურების შემთხვევაში.

იმის გამო, რომ იზოგება რესურსი, საკვების მწარმოებლებს შეუძლიათ დააწესონ დაბალი ფასები გმო საკვებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, საკვების ხარჯები, როგორიცაა სიმინდი, ჭარხალი და სოიოს შემთხვევაში, შემცირდება 15%-დან 30%-მდე.

ბევრი გენმოდიფიცირებული კულტურა გახდა უფრო დაცული მწერებისა და სხვა მავნებლების მიმართ. მაგალითად, Bt-Corn არის გმო კულტურა, რომელსაც აქვს გენი დამატებული Bacillus thuringiensis-ისგან, ბუნებრივი ნიადაგის ბაქტერიისგან.

სიმინდი

ეს გენი ეხმარება სიმინდს გამოიმუშაოს პროტეინი, რომელიც კლავს ბევრ მავნებელსა და მწერს. შესაბამისად, მას არ სჭირდება სხვადასხვა კომპლექსური პესტიციდი, რადგან თავად აქვს თავდაცვის მექანიზმი.

ეს ნიშნავს, რომ ფერმერები ნაკლებ პესტიციდს მოიხმარენ, როგორიცაა Bt-corn – 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გმო კულტურების მქონე ფერმერებმა შეამცირეს პესტიციდების გამოყენება 775.4 მილიონი კილოგრამით (8.3%) 1996-2018 წლებში.

ზოგიერთი გენმოდიფიცირებული საკვები შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს მეტი საკვები ნივთიერება, როგორიცაა ვიტამინები და მინერალები. მაგალითად, მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ აფრიკული სიმინდის მოდიფიცირებული ფორმა, რომელიც შეიცავს:

  • 2-ჯერ მეტი ფოლატს ტრადიციულ კულტურებთან შედარებით
  • 6-ჯერ მეტ ვიტამინ C-ს, ვიდრე ტრადიციული კულტურები
  • 169-ჯერ მეტი ბეტა-კაროტინს, ვიდრე ტრადიციული კულტურები

გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები 

როგორც უკვე მიმოვიხილეთ, გენმოდიფიცირებულ კულტურები ბევრ უპირატესობას გვთავაზობენ, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ისინი ჯანმრთელობის რისკებსაც შეიცავს და უმჯობესია ჯანსაღი კვება ბუნებრივი გზით მოყვანილი პროდუქტიც გავაგრძელოთ.

ალერგიის რისკი 

იმის გამო, რომ გენმოდიფიცირებული საკვები შეიცავს სხვა ორგანიზმების დნმ-ს, შესაძლებელია, რომ ახალმა დნმ-მა გამოიწვიოს ალერგია იმ ადამიანებში, რომლებიც ჩვეულებრივ არ იქნებიან ალერგიული საკვების მიმართ.

მაგალითად, 2010 წელს დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა – კალიფორნიაში ქალს ანაფილაქსიურ შოკი დაემართა მას შემდეგ, რაც სამი სიმინდის ტაკო შეჭამა. გამორიცხა რა ყველა სხვა საკვები ალერგია, მას ეჭვი გაუჩნდა ტაკოში არსებული სიმინდის მიმართ. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო გენმოდიფიცირებული სოიო, რომელიც ბრაზილიური თხილის დნმ-ის გამოყენებით შეიქმნა.

ტაკო

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტაკო სიმინდის სხვა პროდუქტებთან ერთად, შეიცავდა  მავნებლების მოსაგერიებელ ცილას, სახელად Cry9C. ეს ცილა არ უნდა მოხვედრილიყო ადამიანთა საკვებში, თუმცა ჯვარედინი დამტვერვის გამო მაინც მოხვდა, როდესაც გენმოდიფიცირებული სიმინდი დარგეს ტრადიციულ კულტურებთან ძალიან ახლოს.

მიუხედავად ამისა, გენმოდიფიცირებული საკვები გადის ალერგენის არაერთ ტესტირებას და არ დასტურდება ისეთი ფაქტები, რომ ის სახიფათოა ალერგიის მქონე ადამიანისთვის.

გმო-ებმა შეიძლება გაზარდონ ანტიბიოტიკების წინააღმდეგობა

როდესაც მეცნიერებს ახალ დნმ შეჰყავთ მცენარეულ უჯრედებში, ისინი ხშირად ამატებენ გენს, რომელიც მოდიფიცირებულ უჯრედებს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადს ხდის. შემდეგ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ანტიბიოტიკი მცენარის ნებისმიერი უჯრედის მოსაკლავად, რომელმაც წარმატებით ვერ მიიღო ახალი დნმ.

თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი გენები ყოველთვის არ ქრება გმო საკვების მონელების შემდეგ და შეიძლება განავლის სახით გადავიდეს საკანალიზაციო სისტემებში. ზოგიერთი ექსპერტი წუხს, რომ ეს გენები შეიძლება შეიწოვოს მავნე ბაქტერიებმა, რომლებიც გვხვდება ნაწლავებში და შემდეგ კანალიზაციაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, როგორიცაა სტაფილოკოკური ინფექციები. 

თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ყველა ექსპერტი არ ეთანხმება ამ შეშფოთებას – ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ამ ტიპის გენის გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა და ადამიანებისთვის მცირე რისკი არსებობს.

გენმოდიფიცირებული საკვები საქართველოში

გენმოდიფიცირებული საკვები საქართველოში ექვემდებარება კონტროლს, თუ ხდება სურსათის, ან ცხოველების საკვების იმპორტი. 

საქართველოს კანონმდებლობის დადგენილებით სავალდებულოა გენმოდიფიცირებული როგორც სურსათის, ასევე ცხოველის საკვების ეტიკეტირება, ან იმ შემთხვევაში თუ ეტიკეტირება შეუძლებელია, აუცილებელია საინფორმაციო ჩანართების, ან ბუკლეტების თანხლება, რომელსაც გაეცნობა მომხმარებელი.

გენმოდიფიცირებული საკვები საქართველოში

საბოლოო ჯამში, რაც შეეხება გენმოდიფიცირებული საკვების საფრთხეებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც ამჟამად ბაზარზეა, გადიან უსაფრთხოების შეფასებებს და არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მსოფლიოს სამოცდახუთი ქვეყანა, მათ შორის ავსტრალია, იაპონია და ევროკავშირის ყველა ქვეყანა, მოითხოვს გენმოდიფიცირებული საკვების ეტიკეტირებას. 

USDA-ს ეროვნული ბიოინჟინერიული საკვების გამჟღავნების სტანდარტის (NBFDS) მიხედვით, ზოგიერთი – მაგრამ არა ყველა – გმო-ს შემცველი პროდუქტი უნდა იყოს ეტიკეტირებული შეერთებულ შტატებშიც.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ გენმოდიფიცირებული საკვები იძლევა სხვადასხვა უპირატესობას, ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქტი უკონკურენტოა, იქნება ეს მცენარეული საკვები, თუ სხვა ნებისმიერი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ფერმიდან.

ზუსტად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოგვყავს ბიომეურნეობა “იორლენდში”. ჩვენი ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული არანაირ რისკფაქტორებს არ შეიცავენ და გარდა ამისა უმაღლესი ხარისხითა და გემოთი გამოირჩევიან. ამიტომ, აირჩიეთ ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. 

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.