2023 წლის სირთულეების ფონზე, კიდევ უფრო გაიზარდა ბუნებაში განტვირთვის მნიშვნელობა. ციფრული სამყაროსგან დროებით დასვენება დღეს არამხოლოდ სასარგებლო და სახალისო აქტივობა, არამედ უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
სწორედ ამიტომ გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგროტურიზმი დასვენების პოპულარული საშუალება.
აგროტურიზმი ერთგვარი ჰიბრიდული ინდუსტრიაა – ის სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროს აერთიანებს. აგროტურისტული მოგზაურობის ფარგლებში დამსვენებელს შეუძლია დიდ ქალაქში ტრადიციული ტურისტული აქტივობებით თავის დაკავების ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოს და სოფლის ბუნებაში დასვენება მოიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ აგროტურიზმი საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და მდიდარი სამეურნეო ტრადიცია იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
“იორლენდი” 2019 წელს სწორედ აგროტურიზმის მიმართ არსებული მზარდი ინტერესის გათვალისწინებით დაარსდა. პროექტი ამ ეტაპზე განვითარების პროცესშია – “იორლენდი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან 100 კილომეტრში გაშენებული ფერმაა, რომელიც სამომავლო მიზანად ისახავს საქართველოს აგროტურიზმის განვითარებას. შერჩეული ლოკაცია პასუხობს ყველა სამეურნეო მოთხოვნას და ახლოს მდებარეობს როგორც მდინარესთან, ისე ტყესთან.
რატომ აგროტური?
ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, “Reportlinker”-ის 2022 წლის პროგნოზით, აგროტურიზმის საერთაშორისო ბაზარი 2028 წლისთვის 10.7 მილიარდ დოლარად იქნება შეფასებული. ეს ინფორმაცია კი პირდაპირი ნიშანია იმის, რომ ინდუსტრიის ამჟამინდელი პოპულარობა მხოლოდ დასაწყისია.
სფეროს ასეთი გავლენა, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი მრავალი დადებითი მხარის დამსახურებაა.
კავშირი ბუნებასთან
მოგზაურობისა და ახალი კულტურის შეცნობის მსურველები აგროტურიზმით, პირველ რიგში, იმიტომ არიან დაინტერესებული, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს გაექცნენ ურბანული ცხოვრების დამღლელ ტემპს და სუფთა ჰაერზე, ჯანსაღ გარემოში დაუბრუნდნენ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ბუნებასთან მჭიდრო კავშირი აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ გაჯანსაღებას.
მონაწილეობა სამეურნეო საქმიანობაში
აგროტურიზმი რეგულარული ტურისტული აქტივობებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ის დამსვენებელს არამხოლოდ სოფლის ნაწარმის გამოყენების, არამედ მის წარმოებაში მონაწილეობის შანსს სთავაზობს.
აგროტურისტული მოგზაურობის ფარგლებში, თქვენ შეგეძლებათ ჩაერთოთ სხვადასხვა ხეხილის დარგვა-გაზრდა-მოყვანაში, ასევე მონაწილეობა მიიღოთ ცხოველური პროდუქტების წარმოებაში და ამით თქვენი მოგზაურობა მეტად პროდუქტიული გახადოთ.
“იორლენდის” ხეხილის ფერმაში დაგეგმილი შვებულება საშუალებას მოგცემთ ახლადმოყვანილი ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვა სეზონური ხილი თქვენი დასვენების ნებისმიერ მონაკვეთში დააგემოვნოთ.
ჯანსაღი კვების შესაძლებლობა
საზაფხულო შვებულება ხშირად ასოცირდება კვებისა და ძილის არეულ რეჟიმთან.
აგროტურიზმი თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსვენებელს აძლევს საშუალებას აძლევს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კვების რაციონი ჩამოაყალიბოს და შვებულება საკუთარი ხელით მოყვანილი, ორგანული საკვები გაიმრავალფეროვნოს, ამით კი მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად საკუთარ ფიზიკურ კეთილდღეობაზეც იზრუნოს.
ნატურალური ხილ-ბოსტნეულის გემოვნური თვისებები ძალიან მაღალია. ფერმის მცენარეები ბუნებრივ პირობებში იზრდება და სწორი პროპორციებით იღებს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. ზრდის პროცესში არ გამოიყენება ჰერბიციდები და ქიმიური სასუქები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს სრულად გამორიცხავს. ასეთი საკვების მიღება ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მშვიდად დასვენებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაღალკალორიული საკვები, რომელიც ქალაქში ჩვენს გარშემო ყველგანაა.
სოფლის კვერცხის გული ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქარხნული წესით წარმოებული კვერცხისგან, თავისუფლად გაშვებული ქათმის ხორცს კი ბევრად უკეთესი გემო და არომატი აქვს, რადგან ასეთ დროს ფრინველი მრავალფეროვანი ვიტამინებითა და მინერალებით სწორად დაბალანსებულ საკვებს იღებს.
“იორლენდის” ფერმაში გატარებული შვებულება საშუალებას მოგცემთ წვნიანის მოსამზადებლად გამოიყენოთ ჭარხალი, მწვანილი და ხახვი, რომელიც თავად მოიყვანეთ. ასევე შეგეძლებათ დააგემოვნოთ რძის პროდუქტები, რომლის წარმოებაშიც თავადაც მიიღეთ მნიშვნელოვანი მონაწილეობა.
აგროტური კულტურის უკეთ შეცნობად
აგროტურიზმი ყოველთვის უჭერდა მხარს მოგზაურობისას ქვეყნის კულტურის სიღრმისეულ შესწავლას.
აგროტურიზმი მოგზაურს საშუალებას აძლევს მასპინძელი ქვეყნის კულტურის, ადათ-წესებისა და სამზარეულოს მაქსიმალურად ავთენტურ ვერსიას გაეცნოს და არა მის დამახინჯებულ და ფორმაცვლილ ვერსიას.
ქართული კულტურა პირველადი სახით კი უმეტესწილად, სოფლებსა და პატარა ქალაქებშია შემორჩენილი.
სოფლის განვითარების ხელშეწყობის საშუალება
აგრარული ტურიზმის განვითარება პირდაპირი განმაპირობებელია რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის.
უშუალოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის გარდა ტურისტთა ნაკადის სოფლებში ჩასვლა ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო ცხოვრების პოპულარიზაციას ქვეყნის გარშემო.
სხვა ყველაფერთან ერთად, ხელი შეეწყობა მცირე ბიზნესების საქმიანობასაც და ისინი შემოსული თანხების დახმარებით შეძლებენ ქართულ ბაზარზე ანგარიშგასაწევი მწარმოებლები გახდნენ.
საბოლოო ჯამში კი აგროტურში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ არამხოლოდ საკუთარ თავს აჩუქოთ უნიკალური კულტურული გამოცდილება, არამედ მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც შექმნათ უკეთესი მომავალი.
აგროტური – ახალი ურითიერთობების გაჩენის გზა
ადამიანებს შორის გაღრმავებული კავშირები და სამეურნეო საქმიანობის გარშემო გაერთიანება არამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სფეროს წარმომადგენლობის ინტერესებშიც შედის, არამედ ტურისტების ინტერესშიც შედის.
სათემო კავშირების გაცნობა ხელს შეუწყობს თემის წევრებში სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაცვლა-გამოცვლას. ტურისტებისთვის კი აგროტური ახალი ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს, ურთიერთობების, რომელიც თვალსაწიერის ზრდას და სხვისი გამოცდილების უშუალოდ პრაქტიკაში გაზიარებას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, ქართველი მოგზაური ხარ თუ უცხოელი დამსვენებელი, ტური ქართულ ბუნებაში დაგეხმარება მონაწილეობა მიიღო ბოსტნეულის მოყვანასა და რძის პროდუქტის წარმოებაში. ეს საშუალებას მოგცემს ზუსტად იცოდე საიდან მოდის შენი საკვები და როგორია მისი მიღების პროცესი. იმის გათვალისწინებით კი, რომ ჩვენი პლანეტა ყოველდღე უფრო და უფრო ბინძურდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვლილის შეტანა საკვების გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებაში.
აგროტურიზმის უმთავრესი სიკეთე კი კვლავ ბუნებასთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენა და ადამიანების სოფლებში დაბრუნებაა.